როგორ ალაგებენ სახლებს თურქი ქალბატონები - ფარდებს ყოველ კვირა რეცხავენ, ეშინიათ იატაკის ფილებზე ჭუჭყის და იყენებენ ბევრ არომატს


ამ ქვეყნის მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ამას მხოლოდ დღესასწაულებზე ან დასვენების დღეებში როდი აკეთებენ.

თურქი ქალბატონების უმეტესობა სახლს გენერალურად ყოველდღე, უკიდურეს შემთხვევაში კი კვირაში ორჯერ ალაგებს - წმენდენ და აპრიალებენ ფანჯრებს, იატაკს და იღებენ მტვერს ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებში კი, სხვათა შორის, ფარდებსაც საკმაოდ ხშირად რეცხავენ. ალბათ გაინტერესებთ, რატომ არიან თურქი ქალბატონები ასე გაფაციცებული სისუფთავეზე და რაში იმალება ტიპური სტამბოლური სახლის სისუფთავის საიდუმლოება?

თურქეთში სისუფთავისადმი მსგავსი დამოკიდებულების რამდენიმე მიზეზი არსებობს:
დავიწყოთ იმით, რომ თურქეთში ქალების 16,3 % უმუშევარია, ამიტომ ქალთა მოსახლეობის უმეტესი
ნაწილი საყოფაცხოვრებო პრობლემებზეა გადართული.
თურქი ქალებისთვის სახლის გენერალური დასუფთავება აუცილებელი და იძულებითი სამუშაო არ გახლავთ, მათთვის სახლის დასუფთავება ჰობი, საყვარელი საქმიანობაა, შეიძლება ითქვას, რომ სახლში კომფორტისა და სიმყუდროვის შექმნა მათთვის დროის გაყვანის და გართობის ერთ-ერთი საშუალებაა.
თურქეთში ადამიანები ერთმანეთს წინასწარ გაფრთხილების გარეშე სტუმრობენ, ნათესავი ან მეგობარი ნებისმიერ დროს შეიძლება გესტუმროს, ამიტომ სახლი ყოველთვის იდეალურად სუფთა უნდა იყოს.
და კიდევ, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ აზრს, თუ ქალბატონს აბაზანაში ძვირად ღირებული კოსმეტიკა არ აქვს, ამას ყურადღებას არავინ მიაქცევს, მაგრამ თუ იატაკის ფილებს შორის შენიშნა ვინმემ ჭუჭყი, ამის შესახებ აუცილებლად ეცოდინება მთელს კვარტალს.

თურქული სახლის იდეალური სისუფთავის საიდუმლოება
დროთა განმავლობაში თურქებმა გამოიმუშავეს სახლის გენერალურად დასუფთავების უნარი სულ რაღაც ორ საათში. როგორ აკეთებენ ამას?

ფანჯრები
გლობალურად ფანჯრები თვეში ერთხელ იწმინდება, თუმცა კვირაში ერთხელ წმენდენ და აპრიალებენ მინებს და რეცხავენ ფარდებს. ამიტომ, თურქი ქალბატონების სახლში ყოველთვის არის უხვი მზის სინათლე და არც ფარდები იგროვებს მტვერს თვეების განმავლობაში.

აბაზანა

სველი წერტილი ყოველდღიურად ლაგდება. სანტექნიკას წმენდენ არა მხოლოდ ქლორიანი ქიმიური საშუალებებით, არამედ ძმრითაც. ნიჟარაზე და სარკეზე შხეფები აქ წარმოუდგენელია, ამიტომ ეს ადგილები ყოველი გამოყენების შემდეგ იწმინდება.

იატაკი
თურქი ქალბატონები სახლს მტვერსასრუტით ყოველდღიურად ასუფთავებენ და გადააადგილებენ ყველა იმ ნივთს, რომელიც ხვდებათ, მათ შორის მაცივარს და დივანს. ცდილობენ იატაკი სხვადასხვა სურნელოვანი საშუალებით მოწმინდონ, რამეთუ სჯერათ, რომ სისუფთავე იქ არის, სადაც კარგი არომატი იგრძნობა.

ხალიჩა

თურქული სახლი ხალიჩის გარეშე წარმოუდგენელია. ყველა ოჯახში არის მინიმუმ ორი ხალიჩა. ხალიჩები საგულდაგულოდ იფერთხება მინიმუმ კვირაში სამჯერ. ოჯახური შეკრებების და სტუმრიანობის დროს ის სპეციალური საფარით იფარება, რომ არ გაჭუჭყიანდეს.

ავეჯი
ყველა თაროზე, კარადაზე, სარეცხის მანქანაზეც კი და საერთოდ, ყველა ნივთზე არის მაქმანებიანი გადასაფარებელი, რომელიც კვირაში ერთხელ საგულდაგულოდ ირეცხება. ასეთი საფარი ნივთებს დაბინძურების და მტვრისგან იცავს.

აივანი
სახლის ეს ნაწილი ყოველდღიურად ლაგდება, განსაკუთრებით ზაფხულობით. თურქებისთვის აივანი უსარგებლო ნივთების საწყობი კი არა, დროის სასიამოვნოდ გასაყვანი და ვახშმის მისართმევი ადგილია.

სამზარეულო

სამზარეულოს დალაგებას თურქები არასდროს ამთავრებენ. მათთვის ღუმელის, ყველა ჭურჭლის რეცხვა ჩვეულებრივი რუტინაა, ნორმაა. გარდა ამისა, ისინი რეგულარულად ამოწმებენ პროდუქტებსა და სანელებლებს, რათა ვადაგასული ან შელახული პროდუქტი დროულად მოიშორონ თავიდან.

კომენტარები

ნონა 2024-07-22 23:16
ფარდები არ ირეცხება კვირაში ერთხელ თვეში ერთხელ ,მაგრამ თეთრეული კი ირეცხება ყოველ ორშაბათს და დაუპატიჟებლად და შეთანხმების გარეშე შვილიც კი არ მოდის მათთან.ყველაზე მეტად მომწონს ფეხსაცმლით პატარა ბავშვიც კი არ შემოვა სახლში.სტუმარსაც თავისი ოთახში ჩასაცმელი მოაქვს.ასე რომ სუფთა და არა სუფთა ყველგან არის .
მარინა 2024-07-21 19:16
თურქი ქალბატონები ყველაფერ ამას სხვისი ხელით აკეთებენ, თქვენ არ გიცხოვრიათ ალბათ ქალბატონებთან, სხვისი ხელით საქმის გაკეთება კი ძალიან ადვილია, ქალბატონო ის უნარი კი ნამდვილად აქვთ
ნანა 2024-02-02 10:30
გეთანხმებით ძალიან სუფთად აქვთ დალაგებული სახლები, 98% ასეა თუმცა უსუფთაოც არის. აქ ბევრი წერს ქართველს ვერ შეგვედრებაო. არაა მასე საქართველოშიც ბევრი სუბთა და ბევრიც არა...
ნინო 2024-01-18 21:54
გეთანხმებით კარგი და ცუდი ყველგან არის ქართველი ქალის სისუფთავეს ვერავინ შეედრება
ციალა 2024-01-18 20:14
ცუდი არც თურქი უქნია ღმერთს და არც ქართველი.. სისუფთავე პირველია ქალის ცხოვრებაში სუფთა თუ არ ხარ დაღუპულია შენი საქმე..

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები