ისტორია ინახავს გენიალური მხატვრების და მათი შემოქმედების შესახებ ცნობებს, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად საზოგადოებისთვის უცნობი რჩებიან ის ადამიანები, რომლებმაც ხელოვნების უნიკალური ნიმუშები თაობებს შემოუნახეს.
თელაველი კოლექციონერის, ქეთევან იაშვილის სახელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არ არის ცნობილი. პროფესიით ექიმმა-კოსმეტოლოგმა, რომლის ცხოვრების უდიდესი გატაცება ფერწერული ტილოების შეძენა იყო, საქართველოს 400-მილიონ ლარად შეფასებული საგანძური დაუტოვა - თელავის ისტორიულ მუზეუმში, ამჟამად, 1870 ექსპონატია გამოფენილი, რომელთანაგ 200 ქეთევან იაშვილის პირად კოლექციას ეკუთვნის.
იაშვილის კოლექცია მრავალფეროვანია. მსოფლიოში ცნობილი ფერწერული ტილოებიდან, აღსანიშნავია გერმანელი მხატვრის კარლ პილოტის "ლუდოვიკო მე-17 ტყვედ
იაკობინელებთან"; ფრანგი მხატვრის რენოს "მთვარიანი ღამე"; მიხაი ზიჩის "ვეფხისტყაოსნის მირთმევა თამარისათვის"; უცნობი ავტორის "მადონა ყრმით" და ა.შ.
ქართველი მხატვრებიდან ქეთევან იაშვილის კოლექციაში ისეთი გენიალური შემოქმედები არიან წარმოდგენლნი, როგორებიცაა: გიგო გაბაშვილი (ოთხი ორიგინალი ტილო), ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი და სხვები.
"ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ჩემი ხალხის ფიზიკურ მშვენიერებას ვემსახურები, მიზნად დავისახე მისი სულიერი მშვენიერებისთვისაც გამეწია ანგარიში, ამ მიზნით ვიძენდი ხელოვნების შესანიშნავ ქმნილებებს, რომლებიც შემდეგ ჩემს ხალხს, ერს, ჩემს სამშობლოს ვუძღვენი..." - წერდა თავის მოგონებებში ქეთევან იაშვილი.
AMBEBI.GE თელავის ისტორიული მუზეუმის ხელოვნების ფონდის მცველს, ქეთევან ხუციშვილს ესაუბრა, რომელიც პირადად იცნობდა კოლექციონერს:
"ქეთევან იაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში 1883 წლის 23 აპრილს თავად მერაბ იაშვილის ოჯახში დაიბადა. მან ბავშვობა და ახალგაზრდობა თელავში გაატარა.
1900 წელს დაწყებითი განათლება თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში მიიღო. საუკუნის დასაწყისში კი გაემგზავრა ხარკოვში და ფარმაცევტოლოგიურ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. დაბრუნების შემდეგ თელავში კერძო აფთიაქში პროვიზორად დაიწყო მუშაობა. 1930-იან წლებში ახალი ინტერესი, კოსმეტოლოგია გაუჩნდა. ამ პროფესიას ის ქალაქ პეტერბურგში დაეუფლა, სწავლის დამთავრების შემდეგ კი თბილისში საკუთარ სახლში კოსმეტოლოგიური კაბინეტი გახსნა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ქეთევანი ბავშვობიდანვე ხელოვნებით იყო დაინტერესებული და მხატვრობაზე ოცნებობდა. თელავში მუშაობდა გერმანელი მხატვარი, გვარად ანტენი და ჰქონდა გახსნილი ხატვის წრე. ქეთევანი ბავშვობის ოცნების ასასრულებლად შესულა ამ წრეზე, მაგრამ მხატვრობა არ გამოსვლია. მიუხედავად ამისა, ხელოვნებას მაინც არ ჩამოშორდა და დაიწყო კოლექციონერობა.
მამამისი მერაბ იაშვილი სამხედრო პირი იყო და შამილის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას. როდესაც ვნახე ფრანც რუბოს ფერწერული ტილო "გუნიბის აღება", მამას მონათხრობი გამახსენდაო, იგონებდა ქალბატონი ქეთევანი. 1930 წელს ეს ტილო თბილისში ერთ-ერთ სამხატვრო სალონში შეუძენია. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები