ფოტოგრაფი გიორგი ცაავა და მისი პედაგოგი მეუღლე ნათია ფურცელაძე წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდნენ, აწყობილი ჰქონდათ კარიერა დედაქალაქში და საკუთარ საქმეში წარმატებით ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ.
პანდემიის პერიოდში, მაშინ როცა ცხოვრება დისტანციურ რეჟიმში გადავიდა, წყვილმა გადაწყვიტა, ეს რთული მონაკვეთი მშობლიურ ბაღდათში გაეტარებინა. ხელი მიჰყვეს იმ სახლის რემონტს, სადაც მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდნენ, ყველაფერს საკუთარი შრომითა და ხელით აკეთებდნენ და ისე კარგად გამოსდიოდათ, რომ მაშინვე დიდი ინტერესი გამოიწვია. პანდემიურმა პერიოდმა გადაიარა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცაავა-ფურცელაძის ოჯახმა ვეღარ შეძლო მათთვის საყვარელი ბაღდათის დატოვება და საცხოვრებლად იქ დაბრუნდნენ, სადაც
მუდმივად მიუწევდათ გული.
თან ისეთი საქმე წამოიწყეს და სისრულეშიც მოიყვანეს, რომელიც ყოველთვის ჩანაფიქრში ჰქონდათ და რომლის განხორცილებაზე, თურმე, ორივე ოცნებობდა. საკუთარი სახლის პირველ სართულზე მოაწყვეს კაფე, რომელიც სტანდარტული კვების ობიექტი კი არ იქნება, არამედ სალონური დატვირთვით იფუნქციონირებს. ეს ყველაფერი ისეთი გემოვნებითა და რუდუნებითაა შესრულებული, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ გიორგი ებანოიძის ფოტოებს, უკვე ძალიან დიდი მოლოდინი და გამოხმაურება მოჰყვა. ქალაქიდან ბაღდათში დაბრუნებასა და ახალ საქმეზე გიორგის მეუღლეს ნათიას ვესაუბრეთ.
- 12 წლის განმავლობაში ვასწავლიდი თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში, მაგრამ ახლა ვარ იმ სკოლის მასწავლებელი, რომელშიც ვსწავლობდი მოსწავლეობის დროს, ჩვენი შვილები კი გახდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები. რაც შეეხება გიორგის, სამსახურიდან გამომდინარე რამდენიმე დღის გატარება უწევს დედაქალაქში, მაგრამ კვირის ძირითად ნაწილს ბაღდათში ატარებს.
როცა მივიღეთ ბაღდათში გადმოსვლის გადაწყვეტილება და დავბრუნდით აქ, შემდეგ დავწერეთ პროექტი „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მივიღეთ მონაწილეობა კონკურსში და გავიმარჯვეთ, რაც გულისხმობს იმას, რომ დაგვიფინანსეს იდეა - ჩვენი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაგვეხსნა მრავალფუნქციური კაფე. პროექტის დაფინანსებით მოვიპოვეთ სამზარეულოს ინვენტარი, დანარჩენი კი ჩვენი ძალებით გავაკეთეთ - ინტერიერი, დიზაინი, მოწყობა - ყველაფერი შექმნილია ჩვენი ხელებით. გიორგის ყველაფერი გამოსდის, მხოლოდ ფოტოებს არ იღებს, მეც რაც შემეძლო, ყველანაირად ვეხმარებოდი. შედეგად კაფე რამდენიმე დღეში დაიწყებს ფუნქციონირებას.
წლების განმავლობაში, მე და გიორგის გვინდოდა შეგვექმნა ბაღდათში მრავალფუნქციური სივრცე, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები დროს საინტერესოდ გაატარებდნენ, მეგობრები შეიკრიბებოდნენ, მოუსმენდნენ მუსიკას, ისაუბრებდნენ. ასეთი გარემო და შესაძლებლობა არათუ ჩვენი ბავშვობის დროს, ამ მომენტამდე არ იყო ბაღდათში. ჩვენი კაფე არ იქნება ტიპური კვების ობიექტი, გაიმართება კულტურული ღონისძიებები, მე წიგნიერების მიმართულებით, გიორგი ფოტოხელოვნების კუთხით იმუშავებს ამ საკითხზე. მწერლებს და ხელოვანებსაც მოვიწვევთ, შეიძლება ფილმები ვნახოთ, წიგნზე ვისაუბროთ, სამაგიდო თამაშები მოვაწყოთ და ა.შ. მალე ასევე ამოქმედდება ჩემი სივრცე, გარდა კაფეს კონცეფციისა, იქნება მცირე ბიბლიოთეკა, სადაც ამ ტიპის შეხვედრებსაც გავმართავთ და სამომავლოდ ვგეგმავთ ფოტოსკოლასაც, რომელსაც გიორგი უხელმძღვანელებს. შემდეგ ეზოს სივრცესაც ავითვისებთ, გეგმები დიდი გაქვს.
- საინტერესოა როგორი ტიპის სამზარეულო იქნება - ევროპული, ტრადიციული ქართული, თუ შერეული?
- როგორც აღვნიშნე, პროექტის ფარგლებში მოვიპოვეთ სამზარეულოს ინვენტარი. გვინდოდა, მაღალი ხარისხის ინვენტარი გვქონოდა, ყველა მხრივ უსაფრთხო და დაცული. დანარჩენი ყველაფერი არის გიორგის ხელით რესტავრირებულ-გაახლებული, მისთვის ნივთებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და საოცარი უნარი აქვს, შესძინოს ახალი სიცოცხლე ძველ ნივთებს. შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო, გადასაგდებად განწირული ყუთისგან შევქმნათ ისეთი ნივთი, რომელიც მერე დიდ მოწონებას იმსახურებს. რაც შეეხება სამზარეულოს, სინთეზური იქნება, ვცდილობთ იმერული სამზარეულოს ეშხიც შევინარჩუნოთ, მაგრამ ასევე გვექნება განსხვავებული კერძები თუ დესერტები, რომელთა მირთმევაც მხოლოდ ჩვენთან იქნება შესაძლებელი. ვცდილობთ, კაფეს თავისი სახასიათო ნიშა და სტილი ჰქონდეს ყველაფერში, არა მხოლოდ ფუნქციურად და ღონისძიებების თვალსაზრისით, არამედ კულინარიული კუთხითაც. ჩვენი კაფეს მზარეულს დავეხმარეთ კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა კიდევ უფრო საინტერესო იყოს ჩვენთან სტუმრობა მისი დახმარებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი.
- მახსოვს, გიორგის სურვილი ჰქონდა, რომ მეურნეობაზეც ეზრუნა, საკუთარი ხელით დაემუშავებინა მიწა, მიეღო მოსავალი და გარკვეულწილად აკეთებდა კიდეც ამას. ახლაც ხომ არ გეგმავთ თქვენი კაფესთვის საკუთარი ხელით მოიყვანოთ მოსავალი? ბიო მიმართულებაზე ხომ არ ფიქრობთ?
- წელს ვერ მოვახერხებთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ დროს მოითხოვს, თუმცა მიწა უკვე დავამუშავეთ, ვგეგმავთ მცირე ბოსტნის გაშენებას, სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ სულ მცირე ბოსტნეული მაინც მოვიყვანოთ ჩვენი კაფესთვის, რომელიც იქნება ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა. ოღონდ ესეც დროს მოითხოვს. ადგილობრივ მეწარმეებსა და ფერმერებსაც დავეხმარებით მათი პროდუქტის პოპულარიზაციაში.
- ნათია, რამდენად რთული იყო თბილისის დატოვებისა და ბაღდათში დაბრუნების გადაწყვეტილება? გასაგებია, რომ ბაღდათი თქვენი მშობლიური მხარეა, მაგრამ როცა გაქვს ადამიანს საყვარელი საქმე, კარგი სამსახური, შვილები უკვე დადიან სკოლაში, ალბათ ძნელია შეიცვალო საცხოვრებელი, სამსახური, ბავშვებს შეუცვალო სკოლა...
- რთული ნამდვილად იყო, თუმცა, თითქოს წლების განმავლობაში ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. როდესაც მე და გიორგი ვსაუბრობდით, შორეულ ოცნებაში ყოველთვის არსებობდა ის აზრი, რომ ასაკის მატებასთან ერთად დავბრუნდებოდით მშობლიურ ბაღდათში. ერთხელაც ვთქვით, რომ ხვალინდელი დღის ლოდინი არ ღირდა და დღეს უნდა მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, გავითვალისწინეთ ბავშვების ინტერესი და ვთქვით, რომ მოდი, ვცადოთ და ასეც მოვიქეცით. ჯობდა, რომ გვეცადა ახლა, რათა წლების მერე არ გვენანა და გვეფიქრა იმაზე, რატომ არ გადავდგით ეს ნაბიჯი. ფიქრის დონეზეც არ იყო ეს ყველაფერი ადვილი. მაგალითად, მე 12 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ერთ-ერთ კერძო სკოლაში, სადაც ვიყავი ქართულის მასწავლებელი, იქვე დავაფუძნე ლიტერატურული კლუბი, ასევე ბოლო წლების განმავლობაში ადმინისტრაციის წარმომადგენელიც გახლდით, ჩემთვის მეორე სახლივითაა ეს სკოლა და ცხადია, ძალიან მიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ დღემდე მათთან ვაგრძელებ მეგობრობას და არ ვფიქრობ, რომ ცხოვრების ის ნაწილი დაიკარგა. პირიქით, ის იყო ჩემი ცხოვრების ძვირფასი ნაწილი, მაგრამ ეს სიახლე და გამოწვევაც არანაკლებ საინტერესოა და სხვანაირად ზრდის ადამიანს. ბევრი ფიქრობს, რომ ძნელია რეგიონში განვითარება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თუ გსურს განვითარება, ამას ყველგან მოახერხებ.
- როგორი იყო იმ სკოლაში მასწავლებლად დაბრუნება, რომელშიც თავად სწავლობდით?
- ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, იმიტომ, რომ ზოგიერთი ჩემი მასწავლებელი ახლა ჩემი კოლეგაა, დიდი სიყვარული დამხვდა და ეს ურთიერთობები სიხარულს მანიჭებს. არ მქონია იმის განცდა, რომ სადღაც უცნობ კუნძულზე მოვხვდი, პირიქით, მშობლიურ სკოლაში მობრუნება ემოციურიც იყო და საინტერესოც. ახლა დაინტერესებული ვარ, რომ სასკოლო ბიბლიოთეკა გავამრავალფეროვნოთ და საბავშვო ლიტერატურით შევავსოთ. წამოვიწყე აქცია, ვაგროვებთ თანხას და წიგნებს იმისთვის, რომ საბავშვო ბიბლიოთეკა ისეთ სივრცედ ვაქციოთ, ბავშვებს ეხალისებოდეთ იქ ყოფნა. გავხდი ეკო-კლუბის თანახელმძღვანელი და ისეთ პროექტებს ვგეგმავთ, რომლებიც სკოლის, მოსწავლეების და ამ თემის გაძლიერებას უწყობს ხელს. ოქტომბრიდან ამ დრომდე 70-ზე მეტი აქტივობა და პროექტი გვქონდა ბაღდათში, მაგალითად, მკითხველთა კლუბის ამოქმედება ეკო-კლუბის ფარგლებში, მერიასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვეხმარებიან, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ვთხოვეთ, რომ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით იმ ერთი საათით გარე განათება გაეთიშათ და ასეც მოხდა; ნარჩენების გონივრული მოხმარების მიზნით ჩავატარეთ აქცია და შევაგროვეთ პლასტმასის ბოთლები, ბაღდათში უკვე დგას სანაგვე ურნები ცალკე პლასტმასებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს მოსწავლეები უძღვებიან, მე და ბიოლოგიის მასწავლებელი კი ვართ თანახელმძღვანელები. მართალია, ეს ყველაფერი მოითხოვს დიდ დროს, მაგრამ შედეგები ისე მიმაღლებს განწყობას, რომ ვერ ვწყდები.
საინტერესოა ნამდვილად აქ ცხოვრება და სასიამოვნო იმითაც, რომ ვცდილობთ ჩვენი, მცირე წვლილი შევიტანოთ ბაღდათის განვითარებაში.
(გამოყენებულია გიორგი ებანოიძის და გიორგი ცაავას ფოტოები)
ციცი ომანიძე

კომენტარები
იხარეთ და ვინატრდებდი ყველას მოებაძა თქვენთვის!