ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს საკუთარ ეზოში მოწყობილი საგვარეულო აკლდამის გამო სასამართლოში უჩივლეს - "ჩემი მიცვალებულები არიან, ემოციურად ჩემთვის ამაზე ლაპარაკი მძიმეა"

პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ წევ­რს, ბიზ­ნეს­მენ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე წე­ლია მე­ზო­ბელ­თან დავა აქვს. მხა­რე­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა ვერა და ვერ შედ­გა, ამი­ტომ მე­ზო­ბელ­მა მას სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, მო­სა­მარ­თლემ მხა­რე­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის დრო კი­დევ მის­ცა. ამ და­ვის დე­ტა­ლებ­ზე ჩვენ ად­რეც ვწერ­დით. ნინო ნო­ზა­ძის სახ­ლი გე­ლაშ­ვი­ლის სახ­ლის გვერ­დი­თაა. პრობ­ლე­მა მე­ზობ­ლებს შო­რის მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, როცა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ ეზო­ში ჯერ დედა დაკ­რძა­ლა, შემ­დეგ კი მა­მის და ბე­ბია-ბა­ბუ­ას ცხედ­რე­ბიც იქ გა­და­ას­ვე­ნა. მას ეზო­ში ერ­თგვა­რი საგ­ვა­რე­უ­ლო აკ­ლდა­მა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ამის მერე წლე­ბია ნო­ზა­ძე­ე­ბი მათი ეზოს მო­მიჯ­ნა­ვედ აკ­ლდა­მის
გა­კე­თე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რად­გან ამის გამო მათ შვილს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. უფრო მე­ტიც, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვით ხა­შუ­რის და­ტო­ვე­ბაც მო­უხ­დათ. ნინო ნო­ზა­ძე 2021 წელს ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

"ჩემი შვი­ლის ოთა­ხი­დან ჩანს ეს საფ­ლა­ვე­ბი, სა­დაც 4 მიც­ვა­ლე­ბუ­ლია დაკ­რძა­ლუ­ლი. ვა­ლე­რიმ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეზო­ში გად­მო­ას­ვე­ნა წლე­ბის წინ გარ­დაც­ვლი­ლი მამა და ბე­ბია-პაპა. ახლა ხე­ლის გულ­ზე ჩანს მათი სა­საფ­ლაო. ბავ­შვს ში­შე­ბი და­ე­წყო, სულ სიკ­ვდილ­ზე სა­უბ­რობს. გან­სა­კუთ­რე­ბით ში­შე­ბი და­ე­წყო მას შემ­დეგ, რაც საფ­ლავ­თან რი­ტუ­ა­ლი ჩა­ა­ტა­რეს. ეს არ იყო მა­მა­ოს ლოც­ვა ან პა­რაკ­ლი­სის გა­დახ­და. დამ­კვრე­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნეს დოლ-გარ­მო­ნით, ადრე რომ ტარ­დე­ბო­და მსგავ­სი რი­ტუ­ა­ლი, ეს შემ­ზა­რა­ვი სა­ნა­ხა­ვი იყო, ამას უყუ­რა ბავ­შვმა და და­ე­წყო ში­შე­ბი. თან იც­ნობ­და ვა­ლე­რის დე­დას, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. სახ­ლში სვე­ლი წერ­ტი­ლი ქვე­ვით გვაქვს და რო­გორც კი მო­სა­ღა­მოვ­დე­ბა, ოთა­ხი­დან ვერ გა­დის, სულ სიკ­ვდილ­ზე ლა­პა­რა­კობს. ძნე­ლია შენი ფან­ჯრი­დან საფ­ლა­ვებს რომ უყუ­რებ. ბავ­შვმა და­კარ­გა ყვე­ლაფ­რის ინ­ტე­რე­სი, არ გა­მო­დის გა­რეთ, იძა­ხის გული მი­კან­კა­ლებს, ჩვენც მოვ­კვდე­ბი­თო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი ძნე­ლია ამის მოს­მე­ნა დე­დის­თვის... არ მინ­დო­და საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე მი­სუ­ლი­ყო, ამი­ტომ ვა­ლე­რის მივ­მარ­თეთ, ვთხო­ვეთ ამო­ა­შე­ნოს კე­დე­ლი ისე, რომ ჩვე­ნი სახ­ლი­დან არ გა­მოჩ­ნდეს მისი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ვი­ღეთ. შევ­ხვდი ხა­შუ­რის მერს, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას და გა­ვარ­კვიე, რომ თვით­ნე­ბუ­რად აქვს აკ­ლდა­მა სახ­ლში მო­წყო­ბი­ლი. გარ­და ამი­სა, ჩვენ გვაქვს ჭა, რად­გან ქა­ლაქ­ში არ არის წყა­ლი და ჭას ვხმა­რობთ. ისიც არ ვი­ცით, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ამ წყლის და­ლე­ვა, ამი­ტომ და­სა­ლევ წყალს სულ ვყი­დუ­ლობთ... ჩვენ დაგ­ვა­ზი­ა­ნა იმით, რომ ბავ­შვს აქვს პრობ­ლე­მე­ბი. მან­ძი­ლი ჩვე­ნი სახ­ლი­დან იქამ­დე 30 ნა­ბი­ჯია, კა­ნო­ნით სა­საფ­ლაო როცა გა­ა­კე­თა, 300 მეტ­რით უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­შო­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­დან, ეს კა­ნო­ნიც დარ­ღვე­უ­ლია... ტყუ­ი­ლია ისიც, რომ თით­ქოს დიდ თან­ხებს ვი­თხოვთ მის­გან, ვი­თხოვ ერ­თა­დერ­თს, რომ კე­დე­ლი ამო­ა­შე­ნოს. მან 7-8 სახ­ლი შე­ის­ყი­და ირ­გვლივ, ახლა ჩვენ მოგ­ვად­გა, ჩვე­ნი სახ­ლის შე­ძე­ნის შემ­დეგ ჩი­ხის მი­სა­კუთ­რე­ბაც უნდა და არა­ვინ ეყო­ლე­ბა მე­ზობ­ლად. არ ვყი­დი ამ სახ­ლს, რო­გორც ძვირ­ფა­სია მის­თვის მამა- პა­პი­სე­უ­ლი სახ­ლი, ასე­თი­ვე ძვირ­ფა­სია ჩემ­თვი­საც, აქ ვცხოვ­რობთ ჩვენც".

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა ამის პა­სუ­ხად იმ­ჟა­მად ambebi.ge - სთან გა­ნა­ცხა­და: განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

გია 2023-05-24 22:56
უყურებს ბავშვები კორპუსებიდან სასაფლაოებს მაგრამ აშლილობა არ ემართებად, სხვა რაღაცაშია საქმე
ვახო 2023-05-24 22:51
ნახევარი თბილისის კორპუსები სასაფლაოებს გადაჰყურებს და ყველა უნდა გადავიტანოთ???

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები