31 მაისის ჩათვლით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, თუმცა, პერიოდულად შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს - ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს:
- თვის ბოლომდე ღამისა და საღამოს საათებში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. ტემპერატურა კი მომდევნო დღეების განმავლობაში, 31 მაისამდე, +27, +32 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. თბილისში ასევე ღამისა და დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, პერიოდულად ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. 23-25 მაისის ჩათვლით +30, +32 გრადუსის ფარგლებშია დღის ტემპერატურა და +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება შემდეგი დღეების განმავლობაში.
თამარ იაკობაშვილი