აბაზანებში არ არის ჩამრთველები, არ სარგებლობენ კონდიციონერებით, ცალ-ცალკე აქვთ ცივი და ცხელი წყლის ონკანები - ინგლისური სახლების უცნაურობები

ყველა ქვეყანას აქვს თავისებურებები და ტრადიციები, რომელიც შორიდან ზოგჯერ ხან უცნაურად მოჩანს და ხანაც სასაცილოდ, მოდით ვნახოთ, რა ახასიათებთ ინგლისელებს სახლის მოწყობის დროს. 

დავიწყოთ იმით, რომ ინგლისში აბაზანაში ჩამრთველებს საერთოდ არ აკეთებენ. ეს კანონით არის აკრძალული და მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი ამის გაკეთება, თუ მანძილი შხაპსა და ჩამრთველს  შორის 3 მეტრია. ინგლისში კი აბაზანები საკმაოდ მცირე ზომის არის და მსგავსი პარამეტრების არსებობა წარმოუდგენელია. ამიტომაც სარეცხის მანქანები ინგლისში სამზარეულოშია დამონტაჟებული.

გარდა ამისა, აბაზანაში შუქი მხოლოდ სპეციალური ზონრის მეშვეობით ირთვება, ჩამრთველი აქ არ
არსებობს. ითვლება რომ, აბაზანაში ჩამრთველმა, მაღალი ნესტის გამო, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.
რაც შეეხება სხვა ოთახებს, აქაც ჩვენგან განსხვავებული სტილი ჩამრთველები აქვთ.

გარდა ამისა, ინგლისის სახლებში ცივ და ცხელ წყალს თავისი ონკანი აქვს, ანუ ინგლისელის აბაზანაში აუცილებლად ნახავთ ორ ონკანს ცივი და ცხელი წყლისთვის.
მიზეზი 1
ძალიან გაგიკვირდებათ, თუმცა ინგლისში არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც ცივი და ცხელი წყლის ერთმანეთში შერევა აკრძალულია. ამ ქვეყანაში არ არსებობს ცენტრალური გათბობა. აქ თითოეულ სახლს აქვს საკუთარი ბოილერი. ადრე წყლის ეს რეზერვუარები არცთუ ხარისხიანი მეტალით მზადდებოდა, რომელიც მალე ჟანგდებოდა და იკეთებდა ნადებს. ამის გამო წყლის დასალევად გამოყენება აღარ შეიძლებოდა. იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ ხალხის მოწამლვა, გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმადაც მოსახლეობას ეკრძალებოდა ცივი, დასალევი წყლის რეზერვუარის თბილ წყალთან შერევა.

მიზეზი 2 - რაციონალური ახსნა, ინგლისელები უბრალოდ წყლის ეკონომიას აკეთებენ. სანამ ჩვენ მოვუშვებთ ონკანს, დავარეგულირებთ ჩვენთვის სასურველ წყლის ტემპერატურას და დავიწყებთ ხელების დაბანას, ბევრი წყალი ტყუილად იხარჯება და მიდის კანალიზაციში. ინგლისში კი ასე როდი ხდება. იქ წყლის ყოველ წვეთს უფრთხილდებიან.

ინგლისური ამინდის შესახებ ყველას ბევრი გვსმენია. აქაური მოსახლეობა მზეს თითქმის ვერ ხედავს, ძირითადად წვიმები და ღრუბელია. შესაბამისად, აქ ზაფხულშიც საკმაოდ ცივა. ამიტომაც ინგლისში ვერსად ნახავთ კონდიციონერს, ამ ქვეყანაში ის უბრალოდ არავის არაფერში სჭირდება. თუ ჰაერის განიავება უნდათ, ვენტილატორს იყენებენ და იმასაც ძალიან იშვიათად. ინგლისურ სახლებს ახასიათებთ ერკერი, ეს გახლავთ სახლის წინა ფასადი დიდი ფანჯრებით. ფორმით შესაძლოა იყოს სამკუთხედი, ოთხკუთხედი, მომრგვალებული და ა.შ. შესაძლოა ეკავოს მცირე ნაწილი ან განთავსებული იყოს მთელს პერიმეტრზე. მსგავსი ტიპის კონსტრუქცია ინგლისში ძალიან პოპულარულია. ერეკრის წყალობით სახლში მაქსიმალურად ბევრი სინათლის შესვლაა შესაძლებელი.

ინგლისური ინტერიერის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ასევე ბევრი ხალიჩა. ხალიჩას შეხვდებით ყველგან: საძინებელში, სამზარეულოში, აბაზანაში და ა.შ.

ბრიტანელებისთვის ხალიჩა უსაფრთხოებასთან ასოცირდება, ხალიჩაზე ფეხის დასრიალების შანსი ნაკლებია. ასევე ხალიჩა დამატებით სითბოს უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ავტოფარეხებს, ინგლისურ სახლებში, ისინი ისეთი მცირე ზომის არის, რომ თანამედროვე მანქანები იქ უბრალოდ არ ეტევა და ამიტომ ყოფილ ფარეხებს ძირითადად საკუჭნაოდ ან ძველი ნივთების შესანახად იყენებენ ხოლმე.

გარდა ამისა, ინგლისისთვის დამახასიათებელია სახლის შესასვლელ კარზე  ჭრილი ფოსტისთვის, რომელიც აქტუალობას დღესაც არ კარგავს.


და კიდევ, ინგლისში კარი შიგნით იღება და არა გარეთ, როგორც ჩვენთან.

კომენტარები

გიორგი 2023-06-19 09:17
კარი გარეთ დასავლეთ საქართველოში იღება, აღმოსავლეთში შიგნით. ტუალეტის კარები აუცილებლივ გარეთ უნდა იღებოდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები