ეს სახლი ძველ თბილისში, მთაწმინდაზეა და იქ ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძის ქვრივი, დიდებული ქალბატონი ოლღა გურამიშვილი ცხოვრობდა გარდაცვალებამდე. როგორც ცნობილია, წიწამურის ტრაგედიის შემდეგ, რომლის დროსაც თავად ოლღაც სასტიკად სცემეს, მან აღარ ისურვა ძველ ბინაში ცხოვრება, სადაც მანამდე ილიასთან ერთად ცხოვრობდა და მთაწმინდაზე, მამადავითთან, ილიას საფლავთან ახლოს გადავიდა - ძველებურ სახლში ლამაზი აივნით, მთაწმინდის ქუჩაზე, დღევანდელ ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩაზე.
აქ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გარდაცვალებამდე, 1927 წლის 27 აპრილამდე.
წლების წინ სახლი ასე გამოიყურებოდა, დღეს კი ლამაზად არის შეფერადებული.
ეპოქალური მნიშვნელობის
სახლი - „შინ“ ილიასთან...
აქ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გარდაცვალებამდე, 1927 წლის 27 აპრილამდე.
წლების წინ სახლი ასე გამოიყურებოდა, დღეს კი ლამაზად არის შეფერადებული.
ეპოქალური მნიშვნელობის