შორეულ საბჭოთა პერიოდში ყველა სახლში მოიპოვებოდა ინტერიერის დეკორაციები, რომელიც ეპოქის სიმბოლოდ იქცა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ბევრ ნივთზე წვდომა იყო შეზღუდული იყო, თუმცა ადამიანები მაინც პოულობდნენ გზას სახლებში სიმყუდროვისა და კომფორტის შესაქმნელად. დღესდღეობით ეს ნივთები შეიძლება მოძველებული და უსარგებლო მოგეჩვენოთ, თუმცა იმ დროს ისინი ნამდვილ ფუფუნებად ითვლებოდა.
პირველი დეკორაცია, რომელიც ყველა სახლში მოიძებნებოდა, სპილენძის ჭედური გამოსახულება იყო. საბჭოთა მრეწველობის ეს ნამუშევარი, სპილენძისა თუ ბრინჯაოსგან დამზადებული, ხალხის განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებდა. სხვადასხვა ფორმისა და ზომის ამოტვიფრული გამოსახულებები საბჭოთა სიმბოლოების ან ბუნების მოტივებით გაფორმებული, პოპულარული საჩუქრები
განსაკუთრებით ხშირად საძინებლის კედლებზე დაინახავდით, ხანდახან ტუალეტის კარზეც ეკიდათ, შესაბამისი თემატიკის გამოსახულება.
მეორე დეკორაცია, რომელიც თითქმის ყველა საბჭოთა სახლში არსებობდა, იყო ყვავილები. ცოცხალი ყვავილები თითქმის ყველა სახლის ინტერიერის განუყოფელი ნაწილი იყო. ხშირად კედლებზე ეკიდა სპეციალურ თეთრ სტენდებში, რომელიც არცთუ მოსახერხებელი იყო. თუმცა, სხვა კედელზე დასამაგრებელი ქოთანი არ არსებობდა, ამიტომ ამ უხერხულობას ყველა დიასახლისი გმირულად იტანდა.
ყვავილების, ძირითადად გერანიუმებისა და იების განსათავსებელი კიდევ ერთი ადგილი ფანჯრის რაფა იყო. თუ ბინაში საკმარისი ადგილი მოიძებნებოდა, ფიკუსის ხეებიც ამშვენებდა სახლის მყუდრო ინტერიერს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ხალიჩაც, რომელიც ერთგვარი კეთილდღეობის სიმბოლოდაც მიიჩნეოდა. ხალიჩა იმ დროს იმდენად მოდური იყო, რომ ეს ატრიბუტი არა მხოლოდ იატაკზე ეეფინა, კედლებსაც ამშვენებდა. ომის დამთავრების შემდეგ კი გობელენებიც გამოჩნდა, ძირითადად ირმების გამოსახულებით.
ეს აქსესუარი შედარებით იაფი ღირდა, ვიდრე ხალიჩა, ამიტომ მას საბჭოთა სახლებში უფრო ხშირად შეხვდებოდით.
აღსანიშნავია ასევე ყაისნაღით ნაქსოვი ხელსახოცები, საბჭოთა კავშირის ნამდვილი სიმბოლო. ხშირად შეხვდებოდით ტელევიზორზე, ჟურნალის და სასადილო მაგიდაზე. ორიგინალური ნაქსოვი და მოდური დიზაინი სახლს სიმყუდროვეს სძენდა, ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ფიქრობდნენ.
ინტერიერის ამ უჩვეულო ნივთს კი ყველგან ნამდვილად ვერ შეხვდებოდით. რქა ეგზოტიკურ და რთულად მოსაპოვებელ ნივთად მიიჩნეოდა, ის ან მონადირეება ჰქონდათ სახლში ან მათგან უნდა შეეძინათ, სხვაგვარად არ იშოვებოდა.
პოპულარობით სარგებლობდა ჩვეულებრივი ზღვის ნიჟარებიც, დიდი და პატარა, ძირითადად ავეჯზე, ტელევიზორზე განთავსებული.
და ბოლოს, კიდევ ერთი აუცილებელი ნივთი ნებისმიერი სახლისთვის იყო კალენდარი. იაპონური კალენდარი ძირითადად მეზღვაურებს ჩამოჰქონდათ.
აღარაფერს ვამბობთ ჭაღზე, სახელად კასკადი, გრანდიოზულ ნივთზე, რომელის ქონის ფუფუნებაც ყველას ნამდვილად არ ჰქონდა.
რადიოლა და ტელევიზორი კი ყველას კარგად გვახსოვს და ახლაც არის შემორჩენილი ზოგიერთ სახლში.
კომენტარები