ძლიერნი ამა სოფლისანი ყველანაირად ცდილობენ ხოლმე თავი დააღწიონ ისეთ უსიამოვნო შედეგებს, რაც ომებს მოაქვს. ადრე ფეოდალები, მთავრები და მეფეები აუღებელ ციხესიმაგრეებს თუ აშენებდნენ, თანამედროვე სამყაროში მსგავს შემთხვევებში ღრმა მიწისქვეშეთში აფარებენ თავს, დარწმუნებულები არიან, რომ შეუძლიათ დაბომბვისა და ბირთვული აფეთქებების შემთხვევაში უსაფრთხოდ იყვნენ.
ჯონ კენედის მიწისქვეშა სამალავები ცივი ომის დროს (ფლორიდა, მასაჩუსეტსი)
ჯონ კენედი შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი 1960 წლის ნოემბერში გახდა, ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ პერიოდში, რომელიც ცივი ომის სახელით არის ცნობილი.
ბირთვული განადგურების აქტიურად მზარდმა საფრთხემ სახელმწიფოს მეთაურები და ოფიციალური
პირები აიძულა ყველაფერი გაეკეთებინათ თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად, რაც იმას ნიშნავდა, რომ საჭირო იყო მიწისქვეშა თავშესაფრების აშენება. ამ მიზნით, 1960 წლის დეკემბერში, აშშ-ის საზღვაო სამშენებლო ძალების სპეციალისტებმა დაიწყეს საიდუმლო მისია - საიდუმლო ბუნკერის მშენებლობა დაახლოებით 150 კვადრატული მეტრის ფართობით.
მალე კუნულ არაქისზე, რომლამდე პრეზიდენტსა და მის ოჯახს ვერტმფრენით 5 წუთი სჭირდებოდათ, გამოჩნდა სპეციალური ობიექტი, რომელიც დედამიწის 4-მეტრიანი ფენის ქვეშ იმალებოდა.
ქვაბულამდე 13-მეტრიანი გოფრირებული ლითონის გვირაბი მიდიოდა, მკვეთრი 90-გრადუსიანი მოსახვევით, ბირთვული აფეთქების შედეგების შესამცირებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბუნკერი პრეზიდენტისთვის იყო განკუთვნილი, კეთილმოწყობაზე და ფუფუნებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, ქვეყნის ლიდერისა და მისი ოჯახის კომფორტი პატარა მაგიდით, სპეციალური სკამით, ორსართულიანი საწოლით და სადეზინფექციო შხაპით შემოიფარგლებოდა, არ ფუნქციონირებდა ტუალეტი ან კანალიზაცია.
ეს ჯონ კენედის ერთადერთი ბირთვული თავშესაფარი არ გახლდათ, ახალგაზრდა პოლიტიკოსს თავშესაფარი მასაჩუსეტშიც ჰქონდა, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ გადაწყდა, რომ ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში იქვე უნდა აეშენებინათ ბუნკერი. 1962 წელს დაარსდა თავშესაფარი ტომ ნევერის საზღვაო ბაზის მახლობლად ნანტუკეტის კუნძულზე.
თუმცა ეს ობიექტი სუპერ სანდო არ იყო, რადგან კუნძულზე მიწა ღრმა ორმოს გათხრის საშუალებას არ იძლეოდა, ამიტომ მშენებლებმა უმარტივესი გზა აირჩეს - ასაწყობი კონსტრუქციები უბრალოდ მიწის მცირე ფენით (1 მეტრამდე) იყო დაფარული, თავშესაფრის შენიღბვის მიზნით კი ბუჩქები დარგეს. ამ ბუნკერსაც არ გააჩნდა არანაირი კეთილმოწყობა, თუმცა გათვლილი იყო 30-მდე ადამიანის ერთჯერადი ყოფნისთვის ერთი თვის განმავლობაში.
ბრიტანეთის სამხედრო მთავრობის ბუნკერები ლონდონში (დიდი ბრიტანეთი)
ბრიტანელი ოფიციალური პირები ბირთვული იარაღის შექმნამდეც კი ზრუნავდნენ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ამიტომაც, 1938 წლის ივნისში დაიწყო მიწისქვეშა კომპლექსის მშენებლობა უაიტჰოლში მდებარე სახაზინო შენობის ქვეშ. ეს გაკეთდა მეორე მსოფლიო ომის წინ, რათა ბრიტანეთის მთავრობა უსაფრთხოდ ყოფილიყო საჰაერო თავდასხმების დროს.
პრემიერ მინისტრად დანიშვნის შემდეგ, უინსტონ ჩერჩილი პირველად თავშესაფარს 1940 წლის მაისში ეწვია. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან წინასწარმეტყველური ფრაზა: "ეს არის ოთახი, საიდანაც მე წარვმართავ ომს". და ის არ შემცდარა. აქ კაბინეტი სულ 115-ჯერ შეიკრიბა.
ადოლფ ჰიტლერის "მგლის ბუნაგი" - ბუნკერი გიერლოზთან (თანამედროვე პოლონეთის ტერიტორია)
მოგეხსენებათ, ჰიტლერმა მეორე მსოფლიო ომის ნახევარი (800 დღეზე მეტი) ვოლფშანცში ("მგლის ბუნაგი") გაატარა/ ეს საბედისწერო კომპლექსი 1941 წლისთვის აშენდა.
ტყეში 200-მდე შენობა იყო დამალული, მათ შორის ყაზარმები, ოფისები, კინო, ელექტროსადგურები, მატარებლის სადგური, ორი აეროპორტი და ჰიტლერისთვის ცნობილი ბუნკერი.
სამხედრო კომპლექსის სწორედ ეს ნაწილი მუდმივად ძლიერდებოდა, წითელი არმიის მოახლოებასთან ერთად ჰიტლერი დაემშვიდობა მგლის ბუნაგს (1944 წლის ნოემბერი), რის შემდეგაც ბუნკერის აფეთქება სცადეს.
სტრუქტურა იმდენად მყარი იყო, რომ რამდენიმე ტონა ასაფეთქებელმა ნივთიერებამ შენობის უმეტესი ნაწილი ვერ განადგურდა.
ცუკერბერგი ჰავაიზე "აპოკალიფსისგან დამცავ ბუნკერს" იშენებს - რა ჯდება გასაიდუმლოებული მიწისქვეშა შენობა, საოპერაციო ოთახებითა და უცნაური დაპროექტებით
როგორ ააგო მილიარდერმა "ნოეს კიდობანი" უდაბნოში და მოათავსა ადამიანები მინისა და ბეტონის ბუნკერში - ექსპერიმენტი, რომელზეც მსოფლიო ლაპარაკობდა
როგორ გამოიყურება 18 მილიონიანი ბუნკერი - ბიზნესმენმა ის კატასტროფებისა და ომებისგან თავდასაცავად ააგო
"საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქი" ურალის მთებში - რა არის ცნობილი პუტინისა და მისი უახლოესი გარემოცვის ბუნკერის შესახებ და რას "მალავს" იამანთაუს მთა