ჰობიტების სახლის შთაგონებით შექმნილი საოცარი სივრცე, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

ჰობიტების ფერადი თიხის სახლები არანაკლებ გვაინტრიგებენ, ვიდრე თავად ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის გმირები. როდესაც წიგნები პირველად გამოვიდა, 70 წლის წინ, ხალხი იმდენად მოიხიბლა ტოლკინის შექმნილი სამყაროთი, რომ გულშემატკივრებმა მთელ მსოფლიოში დაიწყეს "ჰობის ხვრელების" აშენება როგორც საცხოვრებლად, ისე გასაქირავებლად. გამონაკლისი არც ინდოეთი აღმოჩნდა, სადაც საყვარელი ნაწარმოებით შთაგონებული ექსპერიმენტული არქიტექტურის ნამდვილი მარგალიტი გამოჩნდა.


ეკოლოგიურად სუფთა მშენებლობა სულ უფრო პოპულარული ხდება პროგრესულ თანამედროვეებს შორის. ცოტა ხნის წინ პუნეს (ინდოეთი) მახლობლად გამოჩნდა ფერადი სასტუმრო სახლი. ეკოლოგიურად სუფთა თავშესაფარი მიწაშია ჩაფლული და უხვადაა დაფარული ბალახით. ტოლკინის
ფანტაზიის გაცოცხლებით, ექსპერტებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ შეექმნათ ჯადოსნური გარემო თანამედროვე კეთილმოწყობასთან ერთად.
სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ორიგინალური საცხოვრებლით.


გარდა დასასვენებელი ადგილებისა და ბარბექიუს ზონის ადგილისა, აქ, ერთ-ერთ ტერასასთან არის საცურაო აუზი, რაც სასიამოვნო ბონუსი იქნება ენთუზიაზმით სავსე მოგზაურებისთვის.



ინდურ "ჰობის ხვრელს" უჩვეულო დიზაინი აქვს. ჭერსა და ფანჯრებს შორის არის სავენტილაციო მილები, რომლებიც მიწისქვეშა ოთახების ყველა კუთხეს სუფთა ჰაერით უზრუნველყოფს.


საცხოვრებელს აქვს ტრადიციულად ცნობადი მრგვალი კარი, თუმცა ის საიდუმლო გასასვლელია. სასტუმრო სახლს აქვს ლამაზი ფორმის ტერასა, სადაც აუზთან ერთად არის ლაუნჯის ფართი.


რაც შეეხება ინტერიერს, ისევე, როგორც ექსტერიერში, ვერ ნახავთ ვერც ერთ მკვეთრ კუთხეს ან სწორ კედელს. ინტერიერის დიზაინის კიდევ ერთი მახასიათებელია მოზაიკა, რომელიც ამშვენებს ყველა საცხოვრებელ ადგილს, რაც მთავარი აქცენტია დიზაინში.

კერამიკული ფილების, ქვის, შუშისა და ხის კომბინაცია სასტუმრო სახლის ინტერიერს უფრო ეკლექტიკურს და მდიდრულს ხდის, ინტერიერი გაფორმეულია ბეტონისგან ჩამოსხმული უჩვეულო მაგიდებით, დივნებით, სკამებითა და პუფებით, რომლებიც დაფარულია ფერადი რბილი ბალიშებით და ლეიბებით - ეს ყველაფერი გარემოს მართლაც ჯადოსნურ ადგილად აქცევს.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები