ქეთი ეკალაძე პროფესიით ეკონომისტია და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობს, თუმცა ძირითადი საქმიანობის გარდა აქვს ჰობი - მებარეობა და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინი. თავის მეუღლესთან - გია მამულაშვილთან ერთად მცხეთის ცენტრში მშვენიერი ბაღი მოაწყო და სწორედ მასზე გვესაუბრება.
- ჩვენი სახლი არის მცხეთაში, ცენტრში, დედათა მონასტერთან ახლოს, ამ ადგილას იყო ჩემი მეუღლის მამა-პაპისეული სახლი, რომელიც ექვსი წლის წინ დავანგრიეთ და ავაშენეთ ახალი. უკვე მეხუთე წელია ვსწავლობთ მცენარეებს და ვაშენებთ ბაღს მე და მეუღლე ერთად, ჩვენი დიზაინით. დავიწყე ქოთნის მცენარეების შეგროვებით, ზოგიერთი ქოთნის მცენარე
უკვე თორმეტი წელია ჩემთან ცხოვრობს. ბევრი საკოლექციო ჯიშის მცენარეა ჩემთან. მაგალითად, რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოტანილი პელარგონიის სახეობები, 70 სახეობაზე მეტი.
ასევე უნდა აღვნიშნო ჩემი ძმის წვლილი, რომელიც ძალიან მეხმარება მცენარეების მოგროვებაში.
- როგორ გაქვთ საქმე გადანაწილებული და დღის რა დროს უთმობთ ბაღის მოვლას?
- გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, პირველ ყინვებამდე, ჩვენი დღე იწყება და მთავრდება ბაღით. დილით ადრე, როდესაც ყველას სძინავს და ქუჩაშიც სიმშვიდეა, მე და მეუღლე აუცილებლად შემოვივლით ბაღს, ვნახულობთ, იქნებ რაიმეს მოაკლდა ჩვენი ყურადღება, შემდეგ ვსხდებით და ვსაუბრობთ სანამ გაიღვიძებენ შვილები, მოვამზადებთ სასკოლოდ და ჩვენც მივდივართ სამსახურებში, საღამოს სრულდება ისევ ბაღით.
- რომელი მცენარეები გაქვთ ბაღში?
- ჩვენი ბაღი არ არის დიდი სამწუხაროდ, თუმცა გვაქვს ბევრი მცენარე, ზოგი მარადმწვანე, ზოგიც სეზონური. გამოვყოფდი წითელი ნეკერჩხლის ხეებს და ვარდებს, რომლებიც განსაკუთრებით გვიყვარს. ყიდვისას აუცილებლად ვსწავლობთ, მცენარეს როგორი ადგილი უყვარს, უძლებს თუ არა მზეს, ყინვას და ასე შემდეგ... მოგეხსენებათ, ვარდები მოითხოვენ განსაკუთრებულ მოვლას, მათი გასხვლა, წამლობა, ასევე ბაღის სარეველებისგან გასუფთავება ორივე ჩვენგანის მოვალეობაა. ძალიან დიდი შრომა სჭირდება ამ ყველაფერს, ბევრჯერ დამიმალია კიდეც ეკლებისგან დაკაწრული ხელები, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ნამდვილად ღირს...
- განსაკუთრებული მეთოდები თუ გაქვთ მოვლის?
- მე ვამბობ ჩემს მეგობრებთან სულ, რომ მცენარეები ყოველთვის გრძნობენ ჩვენს განწყობას მათ მიმართ, არ გპატიობენ უყურადღებობას. არის ჩვენს ბაღში რამდენიმე მცენარე, რომელმაც დარგვის შემდეგ დაიწყო გაფუჭება და დილა-საღამოს ველაპარაკებოდი როგორც ადამიანს და ვთხოვდი, გაეხარა, გაელამაზებინა ჩვენი ბაღი და მართლაც სასწაულით მცენარე გადარჩენილა.
მცენარეზე ვამბობ ასე - მე მყავს და არა მაქვს. ეს ძალიან ხშირად იწვევს გარშემო მყოფთა ღიმილს... მაგრამ მართლაც ასეა, ამაში ალბათ დამერწმუნება ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს მცენარეები და ვინც უვლის მათ. ერთი ყველაზე მთავარი, როდესაც ახალი მცენარე მოგვყავს სახლში და ვრგავთ, ვამბობთ ასე - გაიხარე და გაგვახარე, როგორც დაგვარიგა ჩვენმა პატრიარქმა.
- გვიამბეთ თქვენს მარანზე, როგორ მოაწყეთ და ვისია დიზაინი?
- მარანი ავაშენეთ და მოვაწყეთ ჩვენი საკუთარი დიზაინით და შეხედულებით. ჩემი მეუღლისთვის მარანს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ყოველ წელიწადს ჩამოგვაქვს ყურძენი კახეთიდან, ვწურავთ და გვაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ოჯახური ტრადიცია - ყოველ რთველზე აუცილებლად მობრძანდება მამაო, დაგვლოცავს და აკურთხებს ჩვენს სახლს. ჩემი მეუღლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინის წარმოებას, მთელი გულით უვლის, ეფერება ამ ყველაფერს.
ჩვენი ერთ-ერთი გატაცება არის ძველებური ნივთების შეგროვება, ეტყობა კიდეც ჩვენს მარანს, თითოეული ნივთის შეძენისას ვცდილობთ მოვაგროვოთ ინფორმაცია მისი წლოვანების, გამოყენების შესახებ, შემდეგ ვუყვებით შვილებს, ჩვენს სტუმრებს, მეგობრებს.
ჩვენი ბაღიც და მარანიც მეგობრების და ახლობლების საყვარელი ადგილია.
- რამდენად მნიშვნელოვანია ცოლ-ქმრის საერთი ინტერესები და მხარდაჭერა ამგვარი საქმიანობის დროს?
- მე ვიტყოდი ასე, რომ არა ჩემი მეუღლის მხარდაჭერა, მე ამას ვერ შევძლებდი, მეუღლეების ურთიერთმხარდაჭერას აქვს უდიდესი მნიშვნელობა აბსოლუტურად ყველა საკითხში, ძალიან ბევრჯერ, მისი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე დაღლილს ერთი პატარა ნერგის გამო წავუყვანივარ საკმაოდ შორს, ვმდგარვართ საცობში და მე მისგან არ მიგრძნია საყვედური ან ჩივილი.
- რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა აპირებს ბაღის მოწყობას, რა უნდა გაითვალისწინონ?
- მე ვურჩევდი და ვუსურვებდი, რომ ყველამ შეძლოს და მოაწყოს თავისი ოცნების ბაღი, სიმშვიდის ადგილი, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი იქნება ის თუ სულ პატარა, ან ძვირად ღირებული მცენარე იქნება დარგული თუ არა... ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, როდესაც შენს შრომის შედეგს უყურებ, შენი გადარჩენილი და ნაფერები მცენარე რომ მოგცემს ყვავილს, ნაყოფს. ხშირად ვჩუქნი ნერგს, ან უბრალოდ ტოტს, კალამს ხან სრულიად უცხო ადამიანებს, რომ მათ მივცე სტიმული, გავახარო და გავუზარდო ინტერესი, იქნებ ჩემი ნაჩუქარი ტოტი იყოს დასაწყისი და მანაც შეძლოს და გააშენოს ოცნების ბაღი... წარმატებები თქვენ ყველას...