ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო გვიმძაფრდება სუფთა ჰაერზე, აგარაკზე ყოფნის სურვილი, თბილი საღამოების გრილ ტერასაზე გატარებას მართლა არაფერი ჯობს.
ტერასის მოწყობისას პრინციპული საკითხია ტერასის კონსტრუქცია. ყელაზე მარტივი უსახურავო, ღია სივრცეა. ასეთი ტერასის მოწყობა ძალიან იაფი დაგიჯდებათ და არც ბევრ დროს წაგართმევთ. ეს ძალიან კარგი ვარიანტია მათთვის, ვისაც აგარაკზე ყოფნა არც ისე ხშირად უწევს, თუმცა ასეთ ტერასას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, ის ვერ დაგიცავთ წვიმისს და ქარისაგან.
აი, ასეთი მარტივი სახურავის გაკეთების შემთხვევაში მზისგან ნამდვილად დაცული იქნებით.
იმისთვის, რომ თავი დაცულად
იგრძნოთ ამინდის ცვალებადობის მიუხედავად, ასეთი დახურული ტერასის გაკეთებას არაფერი ჯობს. მისი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ერთდროულად ეზიარებით სუფთა ჰაერსაც და კომფორტსაც. გამოიყენოთ პანორამული ფანჯრები, მინის კედლები. ასეთი ტერასით ზაფხულშიც კარგად ისარგებლებთ და ზამთარშიც.
როგორი იქნება ტერასა ვიზუალურად მის ფუნქციაზეა დამოკიდებული. თუ ადგილი იძლევა ამის საშუალებას გირჩევთ ტერასაზე სრულფასოვანი მისაღები ოთახი მოაწყოთ. უფრო მეტი მოხერხებულობისთვის კი საზაფხულო სამზარეულოს მოწყობასაც გირჩევთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბარბექიუ და ელექტროღუმელი. ასევე დაგჭირდებათ წყალგაყვანილობა და, რაღა თქმა უნდა, შუქი.
თუ ტერასის არსებობა წარმოგვიდგენია კედლებისა და სახურავის გერეშე, იატაკის გარეშე ნამდვილად ვერაფერს გავხდებით. მისი შერჩევისას ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეთ. იატაკი ისეთი უნდა იყოს, რომ გაუძლოს საკმაოდ დიდ დატვირთვას, უნდა უძლებდეს წყალს და ზამთარში ყინვას, ფეხი არ უნდა ცურავდეს. იატაკის საფარისთვის ყველაზე მისაღები ფიცარი და კერამიკული ფილებია.
გაითვალისწინეთ, რომ ნატურალური ხე ამ შემთხვევაში დიდხანს ვერ გემსახურებათ.
რაც შეეხება ავეჯს, მისი შერჩევისას ყურადღება პრაქტიკულობაზე უნდა გაამახვილოთ. მიუხედავად იმისა, რომ რბილი ავეჯი საკმაოდ კარგად გამოიყურება და მოხერხებულიც არის, ღია ტერასისთვის ის ნამდვილად არ გამოგადგებათ. ის ვერ უძლებს ყინვასა და ძლიერ სიცხეს. არც ტყავის ავეჯის ყიდვას გირჩევთ. აი, დაწნული ავეჯი კი საკმაოდ პრაქტიკულია. ასევე მისაღებია მეტალის ავეჯი. არც პლასტმასის იაფი ავეჯის დავიწყება ღირს.
და ბოლოს არ უნდა დაგვავიწყდესა არც დეკორი. სიმყუდროვისთვის დაგჭირდებათ ყვავილები, გამწვანება, ბალისები, პლედები და სანათები.
ყვავილები შეგიძლიათ განათავსოთ როგორც იატაკზე, ასევე - ჩამოკიდოთ. ეცადეთ, რომ ავეჯის ზედაპირი, ბალიშები და პლედები ერთ ფერში იყოს.