აგარაკის საკუთარი ხელით გაფორმება ღირსეული მიზანია, ამით არა მარტო თანხას დაზოგავთ, არამედ აბსოლუტურად ყველაფერს საკუთარი გემოვნების გათვალისწინებით გააკეთებთ, ზუსტად ისე, როგორც თავად წარმოგიდგენიათ. ჩვენ კი, როგორც ყოველთვის, რჩევებით დაგეხმარებით.
მიუხედავად იმისა, თუ რამხელა ფართობის მფლობელი ხართ ლანდშაფტის დიზაინი წინასწარი დაპროექტებით იწყება. ასეთი პროექტი მოგცემთ საშუალებას ყველა ელემენტს საკუთარი ადგილი მიუჩინოთ.
პროექტის შედგენის დროს აუცილებლად წინასწარ გაითვალისწინეთ, რისი ხილვა გსურთ მიწის ნაკვეთზე, აუზის, საზაფხულო შხაპის, ბარბექიუს ადგილის და ა.შ. ყველაფერი ზონებად დაყავით, რომელი იქნება მწვანე ზონა, რომელიც გაზონი. ერთი სიტყვით, ყველა
დეტალს შეურჩიეთ ადგილი, ფორმა და ზომა.
ლანდშაფტის დიზაინის დროს უპირველეის და უმთავრესი გამწვანებაა, რაც თქვენს ნაკვეთს სიმყუდროვეს შესძენს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბილიკები, რომელიც არცთუ მარტივი დასაგეგმია. ერთი შეხედვით ადვილი ჩანს, თუმცა ყველა დეტალი და ნიუანსი საგულდაგულოდ უნდა გათვალოთ, რათა სახლამდე თუ სხვა ზონამდე მისვლა კომფორტული იყოს და პრობლემები არ შეგექმნათ. ასევე წინასწარ უნდა გათვალოთ, როგორ ბილიკები გნებავთ - ქვაფენილი, კენჭები, ბალახი თუ სხვა სახის.
ძალიან მნიშვნელოვანია შადრევანის ადგილის გათვლა იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელის გაკეთება ნამდვილად გაქვთ გადაწყვეტილი.
უმთავრესია ყვავილების დეკორიც, რომლიც თქვენს აგარაკს საბოლოო იერს ჩამოუყალიბებს.
გაითვალისწინეთ, რაც უფრო პატარაა ნაკვეთი, მით რთულია მისი გალამაზება. ამ შემთხვევისთვის რამდენიმე რჩევას მოგცემთ.
1. უსწორმასწორო გზა. ის თქვენს ტერიტორიას უფრი დიდად წარმოაჩენს, თან ყოველთვის საინტერესოა, რა მოყვება აღმართს და პირიქით, რა მოყვება დაღმართს.
2. მაღალი ხეები. საამისოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაძვები. ასეთი ხეები თქვენს სივრცეს სიღრმეს მიანიჭებს.
3. პატარა შადრევანი – ის თქვენს ლანდშაფტს ძალიან გაამდიდრებს.
4. ზონები ერთმანეთისგან ქვის ბორდიურებით გამოყავით. ეს აგარაკს ძალიან უხდება.