ირმა რომაშკო ფინანსურ სექტორში მოღვაწეობს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინთან მანამდე შეხება არ ჰქონია, საკუთარი სახლის რემონტს და ინტერიერის დიზაინს წარმატებით გაართვა თავი და საკმაო გამოცდილებაც დააგროვა. მეუღლის ბაბუის დანატოვარ სახლს მან მეორე სიცოცხლე შესძინა. სახლში რომ დადებითი მუხტი, სასიამოვნო აურა, სიმშვიდე სუფევდეს, საჭიროა კომფორტული გარემო, ლამაზი ხედი და კეთილგანწყობილი მასპინძელი. სახლს, რომელზეც დღეს უნდა მოგიყვეთ, არც ერთი არ აკლია. განსაკუთრებით მომაჯადოებელი კი ის საოცარი ხედია, რომელიც აქედან იშლება.
- ვფიქრობ სახლი ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადგილია ადამიანისთვის, ამიტომ ისე
უნდა მოაწყო, რომ თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნო. მით უმეტეს, ჩვენ ზღვის სეზონზე დამსვენებლებსაც ვმასპინძლობთ, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ისეთი ინტერიერი შემექმნა, რომ ყველა გემოვნების ადამიანს მოსწონებოდა. ვეცადე ყველა ფერი გამომეყენებინა, რომ მრავალფეროვანი ინტერიერი ყოფილიყო. ერთია, როდესაც არსებობს მოლოდინი და მეორეა, როცა ეს მოლოდინი მართლდება.
ვცხოვრობ მეუღლესთან, ილია მემიშიშთან, ორ შვილთან და დედამთილთან ერთად. სახლის ორი სართული ოჯახს გვიკავია, მესამე სართულს კი დამსვენებლებს ვუთმობთ ხოლმე. ჩვენი სახლის გვერდზე 2017 წელს ავაშენეთ საოჯახო სასტუმრო, რომლის აშენება არც ისე მარტივი გამოდგა, როგორც გვეგონა. ფაქტობრივად მოვანგრიეთ კლდე და იმ კდეზე ავაშენეთ სამსართულიანი შენობა. თავიდან, როცა ჩემმა მეუღლემ მოიყვანა არქიტექტორები, გეოლოგები და უთხრა, რომ აქ აშენებას გეგმავდა, ყველა შოკში იყო, რადგან როგორც გითხარით იქ იყო კლდე და შეუძლებლად მიაჩნდათ რაიმეს აშენება. დროთა განმავლობაში ჩამოვშალეთ ეს კლდე, სხვადასხვა საშუალებებით გავამაგრეთ კედელი და რასაც ქვია კლდეში შევაშენეთ სახლი. იმ დროს, როცა ძლიერი წვიმაა, მიწისქვეშა წყლები შემოდის და ერთ კედელზე მუდმივად წვიმს. ფაქტიურად ბუნების საწინააღმდეგოდ წავედით. ამიტომ მუდმივად გვიწევს რემონტის კეთება, გარდა ამისა სასწაული დანადგარებია კედელში შეყვანილი, გაკეთებულია მილები და ამ მხრივ მართლა სერიოზული დანახარჯები გვაქვს. არქიტექტურა და პროექტირება ჩემმა მეუღლემ ითავა, დიზაინი კი მთლიანად ჩემი გაკეთებულია. ფერების შეხამება, ავეჯის განლაგება, დეკორაცია ჩემი კომპეტენციაა.
თავიდან წარმოდგენა არ მქონდა რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. ვაკეთებდით იმას, რაც უბრალოდ მოგვწონდა. შემდეგ, დროთა განმავლობაში ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი თანამედროვე ტენდენციებს. ბოლო დროს ძალიან აქტუალურია ლოფტიც და მინდოდა ამ სტილში, ხის ეკოლოგიურად სუფთა მასალებით გამეკეთებინა ინტერიერი. ასეც მოვიქეცი, ორი ოთახი ამ სტილში გავაკეთე. შევიძინე ბამბუკის და რკინის საწოლები, დავაგეთ ხის იატაკი.
სახლს სიცოცხლეს და მეტ ელფერს სძენს სიმწვანე, რაც მრავლადაა. ერთი სიტყვით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სამშენებლო მასალების თუ ავეჯის შერჩევის დროს სწორედ ამას მივანიჭეთ უპირატესობა.
- როგორც ჩანს საკმაოდ დიდი ეზო გაქვთ...
- დიახ, ეზო არის 5 000 კვ.მ, რომელიც სრულად არის ათვისებული და გამწვანებული. ეზოში გვაქვს ბანანის ხეები, სხვადასხვა ხეხილი, ციტრუსი, ვაშლი, ატამი, მსხალი, ფეიხოა და სხვა. ბაღში არის უამრავი გვიმრა. ბაღს შუაზე ყოფს კიბე, რომელიც 386 საფეხურისგან შედგება და ჩვენს სახლს ზღვის ულამაზეს სანაპიროსთან აკავშირებს. მწვანეში ჩაფლული ეს ძველი კიბე კიდევ ცალკე სანახაობაა.
მზიან ამინდში ჩვენი სახლიდან კავკასიონიც კი მოსჩანს. წარმოიდგინეთ, როგორი სანახავია პაპანაქება ზაფხულში, როცა შენი სახლიდან დათოვლილი კავკასიონი ჩანს.
- ვინ უვლის ამ ყველაფერს?
- მთელი ოჯახი ვუდგავართ ერთმანეთს მხარში, თუმცა როგორც გითხარით, იმდენად დიდი ბაღია, მარტო ჩვენ ვერ გავწვდებით, ამიტომ ვქირაობთ ადამიანებს, რომლებიც ბაღის საქმეებში გვეხმარებიან. არც ისე მარტივი საქმეა ამხელა ბაღის გაცელვა, დაბარვა, შეწამვლა, მიწის განოყიერება და ა.შ.
- უამრავი ყვავილი გაქვთ. რამ განაპირობა თქვენი ყვავილების იმართ ასეთი სიყვარული?
- ბავშვობიდან მიყვარს ყვავილები, ცხოველები და ზოგადად ბუნება. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი არ გიყვარდეს? ჩემს დედამთილსაც ძალიან უყვარს, ამიტომ ყველა ყვავილს ერთად ვუვლით. თუ რამე არ გვაქვს, აუცილებლად უნდა შევიძინოთ. გამიჭირდება თითოეული სახეობის ჩამოთვლა. უხვად გვაქვს, როგორც მოყვავილე, ისე ტროპიკული, დიდფოთლოვანი მწვანე მცენარეები. ბოლო დროს ორიენტირებული ვარ მონსტერას ოჯახის წევრ მცენარეებზე. ჩემს მეუღლეს პალმები უყვარს. სხვათა შორის, ამ ბოლოს ულამაზესი პალმა შეუჭამა ძროხამ და ძალიან განიცადა. მას შემდეგ ეძებს მსგავს პალმას. ჩემს დედამთილს მოყვავილე მცენარეები უყვარს, ამიტომ მრავლად გვაქვს სამივეს საყვარელი მცენარეები, რაც რავალფეროვანს ხდის ჩვენს გარემოს.
- სახლში გყავთ ოთხფეხა მეოგობრებიც...
- დიახ, გვყავს ორი ცუგა და ფისო. გვყავს პოინტერი ბენი და შეიძლება ითქვას, რომ ის ჩვენი სავიზიტო ბარათია. კვარიათში ჩამომსვლელი, აბსოლუტურად ყველა ადამიანი იცნობს. ძალიან საყვარელია და კიდევ აქვს ერთი თავისებურება, ცხვირი აქვს ცოტა გვერდზე გაქცეული, ფეხიც ცოტა გვერდულად მიაქვს. როცა პატარა იყო, პარალიჩი ჰქონდა და ნახევარი მხარე წაერთვა. ამის მერე სერიოზული მკურნალობა დაჭირდა, რომ ფეხზე დაგვეყენებინა. ასევე გვყავს ბელგიური მალინუა, რომელიც ძალიან კარგად აღზრდილია და სახლის დაცვა სწორედ მას ევალება. გყავს კიდევ ძალიან სასაცილო ვინმე, შოტლანდიური სტრაიტი, თეთრი ფისო სახელად ხელი. ოთხი წლის მყავს უმცროსი შვილი, ლაზარე, რომელმაც დაბადების დღეზე ისურვა ფისო და ის არის მისი საკუთრება.
გაგიკვირდებათ და ჩემს პირად აივანზე მყავს ღამურები. სხვაგან არსად არ არიან და მშვიდად, ერთად თანავხცოვრობთ. არანაირ პრობლემას არ ვუქმნით ერთმანეთს. ღამე გარეთ არ გავდივარ, სინათლეს არ ვანთებ. სახლის წინ გვქონდა მაღალი განათების ფარი, რომელოც დაზიანდა. გავიგე, რომ თურმე ციცინათელებისთვის ყოფილა ძალიან ცუდი, ამიტომ აღარ შევაკეთებინე. სადაც ეს ფარი არ მუშაობს და არის ჩაბნელებული, იქ აუარებელი ციცინათელაა. ბუნებაში თუ უნდა ადამიანს ცხოვრება, სხვა ბინადრებთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს, სხვა შემთხვევაში უნდა იცხოვროს ქალაქის ცენტრში, მაღალსართულიან კორპუსში.
მერი ბლიაძე

კომენტარები