21 წლის თელაველი გიორგი მოსიაშვილი გარკვეული პერიოდი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა თელავში განსხვავებული სივრცე შეექმნა, სადაც ადამიანებს განტვირთვის და სასიამოვნოდ დასვენების შესაძლებლობა მიეცემოდათ. მამაპაპისეულ სახლში ულამაზესი ინტერიერი და ექსტერიერი შექმნა. ყველაფერი საკუთარი დიზაინით და ხელით მოაწყო. შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა.
- დავიბადე და გავიზარდე ქალაქ თელავში. ამჟამადიაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ, სასურსათო ტექნოლოგიების განხრით. ამ ეტაპზე დასაქმებული ვარ ჩემს მიერვე დაარსებულ კვების ობიექტში, რომლის შექმნის იდეაც მე მეკუთვნის, მენეჯმენტს, მენიუში არსებული კერძების მომზადების პროცესის კონტროლს და მომზადებას,
დამოუკიდებლად ვუძღვები.
- მოგვიყევით ამ სახლის ისტორია და როგორ აქციეთ ის ადამიანების საყვარელ თავშეყრის ადგილად...
- სახლში, სადაც ჩემი ობიექტის განთავსება გადავწყვიტე, ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. აშენებულია დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ და თელავის გარეუბანშია, ამიტომაც გარემო განსაკუთრებული სიმყუდროვით გამოირჩევა. ჩემი მეგობრებისთვის სასიამოვნო და საყვარელ თავშეყრის ადგილი იყო და გამიჩნდა იდეა, რომ ეს გარემო სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ბავშვობიდან ვოცნებობდი, საკუთარი რესტორანი მქონოდა. დედა კარგი კულინარია, როდესაც საჭმელს ამზადებდა, მე ყველაფრით ვინტერესდებოდი, ვეკითხებოდი მომზადების და ინგრედიენტების შესახებ.
იდეის რეალობად გადაქცევაში ასევე ძალიან დამეხმარა საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება, რომლის დამსახურებითაც მენიუში ბევრი უცხო კერძი შევიტანე.
- განსხვავებული და ორიგინალური ინტერიერი შექმენით. თქვენი დიზაინით გაკეთდა ყველაფერი?
- ამ კითხვას ბევრი მისვამს, თუ რომელმა დიზაინერმა დააპროქტა ინტერიერი. რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი ჩვენი ხელითაა გაკეთებული. დიზაინი, სკამები და მაგიდები, კედლის ფერი და დიზაინი, ბალიშებიც კი ჩვენი ხელით გვაქვს შეკერილი.
იდეაც ეგ იყო, რომ ორიგინალური და ყველასაგან განსხვავებული სივრცე ყოფილიყო. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად გავართვით თავი და რაც მთავარია, ყველა დეტალში ჩანს ის, რომ ყველაფერი გულით და ჩვენი ხელითაა შექმნილი. სწორედ ეს იყო მიზანი, არ ყოფილიყო „გადაპრანჭული“ სივრცე ძვირიანი აქსესუარებით. ყოფილიყო სადა, მყუდრო და განსხვავებული.
ინტერიერის გასახალისებლად ვიყენებთ ყველაფერს, ძველ ღვინის ბოთლებს, დამტვრეულ ჭურელს საყვავილეებად, ლამაზ და ძველ ქილებს ლარნაკებად, ძველ ჩემოდნებს. მოკლედ, ყველა ძველი და გამოუსადეგარი ნივთებისგან ვქმნით ორიგინალურ აქსესუარებს.
- ულამაზესი ეზო გაქვთ. ბაღი ვინ გააშენა და ვინ უვლის?
- ყოველდღიურად გარემოს გასალამაზებლად ჩვენივე ბაღში მოკრეფილ სხვადასხვა სახეობის მცენარეებს ვიყენებთ. ეზოს რაც შეეხება, დედა უვლის და ზრუნავს მცენარეებზე. დიდ სიყვარულს დებს მათ მოვლაში და ამას ყველა შემოსვლისთანავე აღნიშნავს.
ბევრ მცენარეს გადააწყდებით ჩვენს ეზოში, სხვადასხვა ჯიშის მარადმწვანე მცენარეს, ყვავილებს, ხეხილს და ბოსტნეულს, რომლის ბიო მოსავალსაც სამზარეულოში კერძების მოსამზადებლად ვიყენებთ.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველ რიგში ჩვენი საზრუნავია გაფართოება, რომელიც საშუალებას მოგვცემს მეტად კომფორტულად ვუმასპინძლოთ უფრო მეტ სტუმარს, წლის ნებისმიერ სეზონზე და დავასაქმოთ უფრო მეტი ადამიანი.
მერი ბლიაძე

კომენტარები