გერმანიაში ახალგაზრდა ფერმერების გლობალურ ფორუმზე ქართველ ფერმერს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა. მან სოფლის მეურნეობაზე, სურსათზე, სასათბურე მეურნეობასა და ახალგაზრდა ფერმერების საქმიანობაზე ისაუბრა. ქეთევან კოწოწაშვილს ევროპარლამენტარებმაც ყურადღებით მოუსმინეს. ფორუმზე ქართველმა გოგონამ განიხილა სხვადასხვა კრიზისის დროს (კლიმატის ცვლილება, გაუდაბნოება) სასათბურე მეურნეობების ინოვაციურობის სიკეთეები.
"ეს ფორუმი 2009 წლის შემდეგ ყოველწლიურად იმართება. ფორუმზე წარმოდგენილი იყო მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაცია, რომლის წევრი ჩვენი ასოციაციაცაა", - გვეუბნება ქეთევანი, რომელიც ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერთა ქსელის მენეჯერიც გახლავთ. ქეთევანს ფერმერულ მეურნეობაში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. ის მინესოტის
უნივერსიტეტში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით სასათბურე მეურნეობაში ერთი წლის განმავლობაში იღრმავებდა ცოდნას.
- გამოცდილების მიღება რა მიმართულებით ამჯობინეთ?
- ამერიკაში წავედი მინესოტის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამით (MAST), რომელიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ისე აკადემიურ განათლებას ანუ უნივერსიტეტში სწავლას. ასევე შესაძლებელია აარჩიო დარგი (მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მევენახეობა, მეყვავილეობა და სხვ.), რომელშიც გამოცდილებას მიიღებ. მე სწორედ სასათბურე მეურნეობებში მეყვავილეობის აგრობიზნესის მიმართულება ავარჩიე. მასპინძელი კომპანია იყო აშშ-ში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია Bergen’s Greenhouses.
- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ამერიკაში ყოფნისას რამ მოახდინა?
- გამაოცა მეყვავილეების ენთუზიაზმმა, დამოკიდებულებამ საქმისადმი. ჩვენთან ხშირად არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც საქმეზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობს, განსაკუთრებით აგრონომიაში. იქ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მცენარეების სიჯანსაღეს. მუშაობის დაწყების წინ თუ შესვენებიდან დაბრუნების შემდგომ ხელებს სპეციალური სითხით ვიბანდით, რათა ყვავილებთან რაიმე ვირუსი არ მიგვეტანა. სპეციალურ ხსნარში ხელთათმანებსაც ვავლებდით, რათა რისკი მინიმალური ყოფილიყო. საქართველოში მსგავსი რამ არ მინახავს. ჩვენს ჯგუფში არაერთი სტუდენტი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან და ბევრს ჩემსავით უკვირდა მსგავსი დამოკიდებულება მცენარეების სიჯანსაღისა და დაცულობის მიმართ. ყურადღება მიიქცია მორწყვის მრავალფეროვანმა სისტემებმა. მაგალითად, სათბურში გრუნტში წვეთოვანი წყალგაყვანილობაა და პერიოდულად რწყავდნენ დიდ ყვავილებს. თავად სათბურებიც ზედმიწევნით გამართულია, მთლიანად ბეტონით მოპირკეთებული, რათა ყველა ეტაპი - დათესვა, ჩითილების დარგვა, მოკრეფა თუ დასაწყობება იდეალურ სისუფთავეში მოხდეს...სათბურიდან გაგზავნამდე მცენარე სუფთავდებოდა, ეცლებოდა ზედმეტი, მიმჭკნარი ფოთლები, იწმინდებოდა მტვრისგან...
ჩემი მუშაობით კმაყოფილი იყვნენ და "ინვენტორი გოგო" გავხდი, ანუ მცენარეების შემფასებელი გოგო... მანამდე მკითხეს, რა განათლება მქონდა. იმ პერიოდში ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მათემატიკა ვიცი და ამიტომ საქმე ჩამაბარეს. სათბურებში ვამოწმებდი გასაყიდად გამზადებულ ყვავილებს. ვიწერდი მათ რაოდენობას, ვითვლიდი და შეკვეთებს ამის მიხედვით ვამუშავებდით. შემდეგ სხვადასხვა მომხმარებელს ვუგზავნიდით - დიდ ჰიპერმარკეტებს მიჰქონდათ. მეურნეობა ვისიც იყო, მისი მეუღლე და შვილებიც ჩართული იყვნენ საქმეში: რიგითი თანამშრომლის სტატუსი ჰქონდათ და ყველა თანაბრად შრომობდა. განაგრძეთ კითხვა