აგარაკზე, სოფლად თუ ქალაქად, სახლს აქვს სხვენი, რომელიც ხშირად უსარგებლოდ არის და ფუნქცია არ აქვს დაკისრებული. არადა არსებობს ბევრი საშუალება, რომ სხვენს თუ მანსარდას საკმაოდ კარგი დატვირთვა, ფუნქცია მიანიჭოთ და თუ ამ საქმეს გემოვნებით და ფანტაზიით მიუდგებით, შეიძლება, სხვენი სახლში ყველაზე საყვარელ და მყუდრო ადგილადაც კი აქციოთ. ნახეთ ფოტოიდეები გალერეაში და იმედია, ბევრ საინტერესო დეტალს მოინიშნავთ, რომელიც თქვენი სხვენის გალამაზებასა და იდეურად დატვირთვაში დაგეხმარებათ.