ზაფხული ძალიან ცხელ ფაზაში შედის და უკვე ყველა ცდილობს, ამ გაუსაძლის სიცხეებს აგარაკებზე გაექცნენ. კარგი აგარაკი ხო ნამდვილად დიდი ფუფუნებაა.
ცნობილი პროდიუსერი მამუკა ღლონტი ზაფხულის დადგომამდე ბევრად ადრე სტუმრობს ხოლმე გურიას და წელიწადის დიდ დროს შეკვეთილში ატარებს. მოგეხსენებათ, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეკვეთილს რა ხიბლიც აქვს - ტყე, მთის ჰაერი და ზღვა ერთადაა აქ თავმოყრილი, ბუნების სილამაზეზე ხომ აღარაფერს ვამბობთ. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ბატონი მამუკას სახლის ეზო ზღაპრულ ადგილს ჰგავს.
როგორც მისი ფეისბუქ-გვერდიდან ირკვევა, ამ "სამოთხის" მშენებლობა მამუკა ღლონტს 50 დღეში დაუსრულებია.
თეკლა ჟვანია
კომენტარები
ტექნიკური მხარე მაინტერესებს, ორი კოტეჯია? თუ კარგად ვერ ვხედავ?.
ძალიან მომწონს.