მცენარეები, რომლებიც ნეგატიურ ენერგიას განდევნიან

სტრესის, ნეგატივის განსადევნად ძალიან ბევრ სურნელოვან მცენარეს იყენებენ თურმე ადამიანები. ამის ბევრს სჯერა, ბევრსაც კი სასაცილოდ არ ჰყოფნის, თუმცა, ვისაც სჯერა, მათთვის საინტერესო იქნება, კონკრეტულ რომელ მცენარეებს მოიხმარენ სახლში დადებითი ენერგიისა და პოზიტივის მოსაზიდად და ნეგატივის გასაფანტად.

ღვია და სხვა წიწვოვანი მცენარეები

თურმე ღვია წმენდს გარემოს ნეგატივისაგან და წვავს შურისა და ბოღმის ენერგეტიკას. ღვიას ჩანაცვლება ნებისმიერი წიწვოვანი მცენარით არის შესაძლებელი.

როზმარინი

ეს სურნელოვანი ბალახი ადამიანებს ავი თვალისგან იცავსო, ამბობენ. ძალიან სასარგებლო ყოფილა როზმარინის აბაზანა და როზმარინის ჩაი, რომელიც ადამიანს სულიერად
აძლიერებს.

დაფნა და შავი პილპილი
გაგიკვირდებათ და გაგეცინებათ, მაგრამ გაცხელებული შავი წიწაკა ეფექტურად განდევნის სახლიდან ავ სულებსა და ნეგატიურ აურას. ასევე დაფნის ფოთლის სურნელი.

სალბი

ძალიან კარგად წმენდს ენერგეტიკას.

ჭინჭარი
ავი მცენარე კი არის, თუმცა როგორი ეფექტური. აფრთხობს ყველას და ყველაფერს, რასაც კი სიავის და ნეგატივის მოტანა შეუძლია ოჯახში.


5 ოთახის მცენარე, რომლებსაც ფინანსური კეთილდღეობის საზიანოდ მიიჩნევენ

კომენტარის დამატება