გულად მსხალაძე ხელვაჩაურის რაიონის მკვიდრია. ეზოში ჩაის პლანტაცია აქვს გაშენებული, თუმცა მის დამუშავებას ვერ ახერხებს და ამის სანაცვლოდ თურქეთში ჩაის პლანტაციებში სეზონურ სამუშაოებს ასრულებს. უკვე წლებია საკარმიდამო ნაკვეთის მფლობელობაში გადაცემას ითხოვს, რათა ჩაის მოკრეფა და დამუშავება შეძლოს. ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა ბატონ გულადს სურს საკუთარი მეურნეობა ჰქონდეს, საკუთარი შროომით არჩინოს ოჯახი და სახელმწოს დახმარებაზე არ იყოს დამოკიდებული.
- ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ მახოში ვცხოვრობ. ყოფილი ჯარისკაცი ვარ, შვიდი წელი ვიმსახურე. 2000 წლის მაისში აბაშიძის სპეც. დანიშნულების რაზმში დავიწყე მუშაობა, 2003 წლიდან
სამშვიდობო ბატალიონში ვმსახურობდი. 2007 წელს იძულებული გამხადეს ჯარი დამეტოვებინა. ოფიცრებთან დაპირისპირება მქონდა, ფულს უკანონოდ გვართმევდნენ ჯარისკაცებს. ეს ბრძოლა ბატალიონის დაშლით დასრულდა, მაგრამ ციხეში „დალპობას“ დამპირდნენ. არ ვუშინდებოდი, მაგრამ სპეციალურად მოწყობილი უსიამოვნო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი. ბევრს არ გავაგრძელებ, ჯარში აღებული ფულის უმეტესი ნაწილი კანონისა და მშვიდობის დამცველს დოლარის სახით ჩავუთვალე, მართალ კაცს მიჭერენ, რამე მიშველე-მეთქი. დამეხმარა და გადავურჩი…
ჩემი ძმის და ბიძაშვილის სახელზე სესხი გამოვიტანე და რამდენიმე საქმე წამოვიწყე, რომელიც თავიდან შემოსავალს მაძლევდა. 2008 წელს ომი დაიწყო. ველოდე შეკრებას და გამოძახებას, მაგრამ არ გამომიძახეს. თბილისში თავდაცვის სამინისტროში ჩამოვედი და გუშაგის გარდა არავინ დამხვდა. ვისაც ვუკავშირდებოდი და ვეუბნებოდი, რომ მანქანით ვარ და მოვალ სადაც მეტყვით-თქო, არ ვიცით, სად ვართო, მპასუხობდენ, არ გამოხვიდე, თბილისიდანო მირჩევდენ. განსაკუთრებული ვერაფერი გავაკეთე, რადგან გზები ჩაკეტილი იყო. ერთი თვის მერე დავბრუნდი შინ, საქმე გაფუჭებული და ბანკის ვალები გაორმაგებული დამხვდა.
2008 წლიდან თურქეთში ვმუშაობ, ძირითადად ჩაიზე. ხანდახან დიდ ხეებს ფესვებიანად ვგლიჯავ, მიწას ვაფხვიერებ და ჩაის ვრგავ. იმ ჩაის წლების მანძილზე მე ვწმინდავ, მე ვკრეფ, ვაბარებ, ხშირად ვრჩები და ფაბრიკაშიც ვმუშაობ.
სახლი ჩაის პლანტაციაში მაქვს, სადაც ოჯახით ვცხოვრობ, ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია. მყავს ორი გოგო და ერთი ბიჭი.
თურქეთიდან რამდენიმე დღეა დავბრუნდი. წელიწადში 6 თვე გამომდის თურქეთში მუშაობა, რამდენიმე წელია, რაც ვიზის ამოწურვის შემდეგ ვჩერდები.
- როგორ პირობებში უწევთ ქართველებს თურქეთში მუშაობა? ბევრი ქართველი იყო თქვენთან ერთად დასაქმებული?
- იქ ქართველების უფლებებს არავინ არ იცავს და ყოველგვარ ზღვარგადასულ პირობებში გვიწევს მუშაობა. ვინც სოფლად რჩება და ადგილზე მუშაობს, ისე როგორც მე, გვიწევს სარდაფებში ცხოვრება. დიდი იშვიათობაა, თურქმა ოჯახში შეგიყვანოს. თაგვებთან და მორიელებთან ერთად გვიწევს ძილი. რამდენიმე კაცი ვიყავით სოფელში ქართველები, ჩვენს ჩასვლამდე თურქეთში ჩაიზე ქურთები მუშაობდენ, ჩვენ კურსი დავუგდეთ და მათ არ უღირდათ მუშაობა, თუმცა ეს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი იყო. ახლა ავღანელები ჰყავთ ჩამოყვანილი და ისეთ დაბალ ფასში მუშაობენ, ჩვენ არ გვიღირს.
- როგორც ვიცი, თქვენ თავად გაქვთ ჩაის პლანტაცია ხელვაჩაურის რაიონში. მოგვიყევით ამის შესახებ...
- დიახ, ჩაის პლანტაცია მაქვს, ჩაის საგრეხი როლერი. ჩაი ამომაქვს იგივე მეთოდებით, როგორც ამას ჩვენი წინაპრები ოჯახში ამზადებდენ. ჩაის ზავარკას ძალიან გემრიელი სუნი აქვს და დასალევად არის ძალიან სასიამოვნო. ჩაის სუფთა ხარისხი და გემო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩვენს ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც არ იცის. სუფთად დამზადებული ნატულარური ჩაი სანთლით საძებნია. 2011 წლიდან ვცდილობ ამ საქმეს მოვკიდო ხელი, მაგრამ ხელფეხს მიკრავს მთავრობა, არ მიფორმებს საკარმიდამო ნაკვეთს, რომ მივხედო. საჯარო სამსახურები მიზანმიმართულად მატყუებენ და ყოველ მოტყუებაზე წელი მეკარგება. ფაქტობრივად წინ მიდგანან და არ მაძლევენ უფლებას მონაწილეობა მივიღო სოფლის მეურნეობის პროგრამებში. სახელმწიფოს აქვს თავისზე გაფორმებული ჩემი საკარმიდამო, სადაც ვცხოვრობ და რომელსაც კომუნისტების დაშლის შემდეგ ვპატრონობ. არავინ ხელის შემშლელი და მოდავე არ მყავს, უბრალოდ არ სურს მთავრობას სოციალურად დაუცველი ადამიანი მხრებიდან ჩამოვეხსნა, თვითონ ვმართო ჩემი ოჯახი და შევიტანო ბიუჯეტში თანხა. ჩაის საშრობი მჭირდება, რომელიც 28.500 ლარი ღირს. შემიძლია სოფლის მეურნეობას პროგრამაში მივიღო მონაწილეობა, მპირდებიან დახმარებას, თუმცა მიწის საბუთს მთხოვენ, რომელსაც როგორც გითხარით, სახელმწიფო არაფრით არ მაძლევს.
სამი-ოთხი წელია რაც კატეგორიულად ვითხოვ საკარმიდამოს გაფორმებას. რომ არ მიფორმებდნენ მოვიკითხე მიზეზი, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, 24 საათში კეთდებოდა და ხელის მომწერს 100 დოლარი სჭირდებოდა. საბუთი ბევრი ადამიანის ხელში გადიოდა და თანხას ვერ გავწვდი. პროტესტის ნიშნად კარავი გავშალე და დამიშალა პოლიციამ, წესრიგის დარღვევაში დამადანაშაულა. განმეორების შემთხვევაში დაჭერით დამემუქრნენ. გლეხები „დაპყრობილი“ ვართ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თითქოს პოლიცია კანონით ვალდებული გახადეს, მექრთამე დაიცვას, არავის შეუშალოს ხელი, ეს რეალობაა. ფული ვხარჯე სადამდეც გავწვდი, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. ივნისის თვეში გავიგე, რომ გაფორმება შეჩერდა და იყო შესაძლებელი დაჩქარებული წესით სამ თვეში 600 ლარის ოფიციალურად გადახდის შემთხვევაში გამეკეთებინა. მოვიკითხე, ყველას უფორმებდნენ, ვისაც მოდავე არ ჰყავდა. ვისესხე და შევიტანე 600 ლარი. სექტემბრის ბოლოს პასუხზე მივაკითხე, სადაც განმიმარტეს, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ჩემი საკარმიდამო თავის სახელზე გაფორმებული. წერილობითი შეტყობინება გაუგზავნეს, რომ მოიხსნას მისი დაქვემდებარებიდან აღნიშნული ტერიტორია, თუმცა სახელმწიფო ამის კატეგორიული წინააღმდეგია. თუ ვინმე ამიხსნის, რას ითხოვს სახელმწიფო ჩემგან, რატომ არ მიფორმებს საკარმიდამოს, მადლობელი ვიქნები.
საქმეს იცნობს და მქონდა საუბარი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ ირინა აფხაზავასთან, ასევე საუბარი მქონდა და გავაცანი ინფორმაცია ჩაის საქმესთან დაკავშირებით ბატონ ტიტე აროშიძეს...
- დღეს რა მოთხოვნები გაქვთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა გჭირდებათ?
- მინდა ყველა სახელმწიფო მოხელემ თავისი საქმე კეთილსინდისიერად შეასრულოს. მსურს ჩაის საშრობით დამეხმაროს და თუ უნდა ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება გაიფორმოს, ან დაბალ პროცენტიანი სესხი მომცენ, რომ მეურნეობაში ჩავება და სასიკეთო საქმე ვაკეთო.
მერი ბლიაძე

კომენტარები