პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, კინოსცენარისტი - ოცდაათამდე ენაზე თარგმნილი წიგნის ავტორი, ასზე მეტი თეატრის სცენაზე გათამაშებული პიესების შემქმნელი, იაპონიაში ექვსჯერ გამოცემული “ყველაზე ღონიერი ბიჭის” ამბების მეზღაპრე, შემოქმედების ათტომეულის მფლობელი; წიგნების საერთო ტირაჟი - ექვს მილიონამდე.
საით, მსოფლიო რუკის რომელ წერტილს მიაბჯინე გონების თვალი, ძვირფასო მკითხველო?! შვედეთის აკადემიის დიდი დარბაზი ხომ არ წარმოგიდგა თვალწინ და კათედრასთან მდგომი, ლიტერატურული პრემიის მოლოდინით გულაძგერებული ჩილელი, კოლუმბიელი, შვედი, იტალიელი ან გერმანელი შემოქმედი?! იქნებ წითელ ხალიჩაზე ხელჯოხით, ცილინდრით ან პირში სიგარით დინჯად და ამაყად მიმავალი, პაპარაცებით ალყაშემორტყმული
რომელიმე მდიდრული რანჩოს, სასახლისა თუ კუნძულის მფლობელი მწერალი წარმოგესახა?! ცდებით, ჩაყევით სტრიქონებს ბოლომდე, ახლა სწორედ მისი პორტრეტის კონტურებს მოვხაზავთ.
უმაღლესი განათლება არ მიუღია, წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბსა და “ჩინებულად დამთავრებულ მწერლის აკადემიას - უბედურ ბავშვობას” უმადლის საკუთარ ცოდნა-განათლებას! მაგრამ მომავალი მწერლის ცხოვრებას აუწონავი ამაგი ბებიამ – ქრისტინა ავალიანმა დასდო: “პირველი სიტყვა მის კალთაში ვთქვით და პირველი ანბანიც მან გვასწავლა. მან გვაზიარა ენის ჯავარსა და სინატიფეს. რაც ბებიამ იცოდა, უკლებლად ვიცი”.
იცის, რომ რაც უნდა ომი, სიცივე, შიმშილი ეტევებოდეს, სხვისი არც რა უნდა ინდომოს, არც ვინმეს ეზო-კარმიდამოს შეატოვოს თვალი და არც სხვის ქონებას, საკუთარი მკლავისა და ჯანის იმედად უნდა იყოს ამ წუთისა და ტანჯვის სოფელში. “გამოიტანჯა” კიდეც ერთი წლით უმცროს ძმასთან ერთად: ცხოვრებას არც ომის სიავე დაუკლია - უმცირესი სარჩოსათვის ყამირი მიწის ტეხვა, ყავარმორღვეულ სახლში წლობით ჩამომავალი თოვლ-წვიმის ატანა, “გადაღლეტილი შარვლითა თუ დასაკერებელი ფეხსაცმლით” სიარული, მაგრამ როგორ შეუთავსებლად და წარმოუდგენლადაც უნდა გეჩვენოთ, ამ ვითარებამ წიგნი და რვეული მაინც ვერ გააგდებინა ხელიდან: “მე რომ ჩემი ძმის პირდაღებულ წუღას ვაკერებდი, ან ნაჯახის ტარს ვაგებდი, იგი “ვეფხისტყაოსანს” ხმამაღლა კითხულობდა და თერთმეტი კლასი თითქმის სულ მოსმენით შევისწავლე. მიუხედავად ასეთი მოუცლელობისა, თუ ხელთ რაიმე ლიტერატურა ჩაგვივარდებოდა, წაუკითხავს არ ვუშვებდით”.
ამგვარივე სიბეჯითით მოუხდა ცხოვრების სქელტანიანი წიგნის კითხვაც, რომლის ზოგიერთი გვერდი ძალზე სახალისოც გამოდგებოდა ხოლმე, ხშირად კი გაგულისდებოდა და სწორედ მაშინ, იცოცხლე, ხელიდანაც ყველაფერი გამოსდიოდა: მოთხრობები, ნოველები, რომანები, პიესები, სცენარები. მართალია, ხატვის სიყვარულმა აკადემიაში ვერ მოახვედრა, მაგრამ სანუგეშოდ ისიც იკმარა, თავის დროზე შალიაპინიც რომ არ მიიღეს ოპერის “ხორში”.
ბოლო ხანს ბატონ ოტიასთან შეხვედრის სურვილი ამეკვიატა. ფიქრისა და გარჯის კაცის უჩვეულო სამყოფელიც ცხადად წარმოვისახე - მისი ნაოსტატარი ბუხრითა და მისივე გამართული სკებით. იმაზეც ვიფიქრე, რა თემაზე ვისაუბრებდით, ვინერვიულე კიდეც - არაფერი წამომცდეს ისეთი, ბატონმა ოტიამ “ბჟუტურად” მონათლოს-მეთქი. კაცმა რომ თქვას, ან კი რა საჭიროა თავის მობეზრება, დიდი მწერლის მრავალჟანროვან შემოქმედებაში ხომ “სამყაროულ” ყველა კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია.
აბა, რას ჰკითხავ - სიყვარული არსებობს თუ არა და თუ არსებობს, რამდენ ხანს ცოცხლობსო? მყისვე მოგიგებთ: “სიყვარული თავისთავად მოვაო. ერთ მშვენიერ დღეს, ისე, რომ შენ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს... იმასაც ამბობენ: რავარც მოვა, ისე წავაო... ისემც რა ვუთხრა მე მაგის მთქმელს და დამჯერეს! გაგიგონია, მეტი არაა ჩემი მტერი! არა, ბატონო, არავინ მოგატყუოთ, არ დაიჯეროთ, თავი უბედურებაში არ ჩაიგდოთ! რად მინდა სხვისი ნათქვამის ნათქვამი ან წიგნებში მოგონილი რომანის გახსენება; რავა, სალაპარაკოდ და სამაგალითოდ ჩემი ამბავი არ მეყოფა!..”
იქნებ სიკვდილზე, კაცობრიობის ამ დაუნდობელ და საშიშ მტერზე გვეკითხა რამე? არც ამ კითხვის პასუხს დაახანებს: “საერთოდ, სიკვდილით არ უნდა იზომებოდეს შიშიო”, - გეტყვით. კაცობა? კაცობა რით უნდა იზომებოდეს, ბ-ნო ოტია? - “ყოველი დღე ადამიანის კაცობის გამოცდაა დაბადებიდან სიკვდილამდე. კაცის ცხოვრება ყოველდღე უფსკრულის პირზე ბორძიკს ჰგავს... რაკი მაინც მოსულხარ და ჯახირობ, თუ ქვეყნის უკეთესი არა, მთაში მიკარგული ერთი სოფლის უარესი ვინმე მაინც არ უნდა იყო, რომ მეზობლის გოგოს გამარჯობის თქმა არ გაუჭირდეს”. აკი ვთქვი, ყველა კითხვის პასუხს იპოვით-მეთქი ბატონ ოტიასთან...
მადლობა ღმერთს, რომ არც ცხრა მთა და ზღვა მაქვს გადასალახი, არც სხვა ქვეყნის აკადემიასა თუ გაფუფუნებულ ვილაში მყავს საძებნელი ჩემი მწერალი, “მარტოობით განწმენდილი სულის” შემოქმედი.
იმერული კოინდარია მისი წითელი ხალიჩა, განუყრელი თანამგზავრი და ფიქრთა “მლამბავი” - თითებს შორის უქრობად მხრჩოლავი ჩიბუხი, ხოლო ყველა აკადემიის ჯილდოსა თუ ქვეყნიურ სიკეთეზე აღმატებული - ის პატარა ტკივილები და სიხარული, სადღაც შეუმჩნევლად რომ ეტყობა, არ აწუხებს და რომლებიც ზოგჯერ მაინც “უმტკივნეულოდ სტკივა”.
(ამონარიდი სოფიო ჯაფარიძის წერილიდან "მარტოობით განწმენდილი სული")
"ოტია იოსელიანი ცხოვრობდა წყალტუბოში, თავისივე ხელით აგებულ ლამაზ ოდა-სახლში, სადაც თავს იწონებს ოტიასავე ხელით გაკეთებული ბუხარი. ოტია იოსელიანს სახლის მეორე სარული დათმობილი აქვს ლიტერატურული სალონისათვის. სალონს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ მწერლები, ხელოვნების მუშაკები და ატარებენ ლიტერატურულ საღამოებს.
მწერალს დარჩა სამი შვილი – ბაჩო, მანო და დაჩი, რომელთა სახელები კარგადაა ნაცნობი მისი ნაწარმოებების მკითხველისათვის.
ოფიციალური ბიოგრაფიიდან...
“ამ მდუღარეგადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში, – წერს ოტია იოსელიანი, – ვერც ერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი”...
ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ, როდესაც მამა გარდაეცვალათ. ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას - ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ოტია და მისი ძმა წყალტუბოს სკოლაში ერთად შევიდნენ. მესამე კლასიდან ის მამიდამ, რომელიც რუსული ენის მასწავლებელი იყო, გვიშტიბის მეზობლად სოფელ გუბისწყალში წაიყვანა სასწავლებლად.
ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას შინ ბრუნდებოდნენ და მამისეულ საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდნენ. მწერლის დედა იმ დროისათვის წყალტუბოში ერთ-ერთ სანატორიუმში მუშაობდა და ცდილობდა, იქ აღებული ორიოდე კაპიკით დახმარებოდა ოჯახს. დედას ძალიან უჭირდა ოჯახის გაძღოლა და ნათესავების რჩევით, გადაწყვიტა, ვინმე მშრომელ, პატიოსან კაცზე გათხოვილიყო. მაგრამ ოტიას დედის ეს ნაბიჯი დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგანაც ათი-თერთმეტი წლის ბიჭებმა მეტად მტკივნეულად განიცადეს დედის გათხოვება, არ გაჰყვნენ ქუთაისში და მამისეულ სახლში ბებიასთან და მამიდასთან დარჩენა არჩიეს. დედის გათხოვებამ უმამობას უდედობაც დაუმატა. ეს განცდები კარგად აქვს მწერალს გადმოცემული თავის მოგონებებში, რომლის სათაურის წაკითხვაც კი სევდას გგვრის - ,,დედა გათხოვდა”.
ოტიას და მის უმცროს ძმას ბებია და მამიდა ზრდიდნენ. ბებიამ, ქრისტინა გიგოს ასულმა ავალიანმა, დიდი როლი ითამაშა მწერლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
ოტიას უმაღლესი განათლება არ მიუღია. 1959-61 წლებში დაამთავრა საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლესი ლიტერატურული კურსები მოსკოვში, სადაც საქართველოს მწერალთა კავშირიდან გაგზავნეს. რუსეთში ყოფნის დროს გარდაეცვალა “ქვეყნის უკეთესი ბებია”, რაც ძალიან განიცადა.
...ოტიამ სკოლაში გაიცნო ქეთევან ფანცხავა, რომელიც მათთან მეშვიდე კლასში გადმოვიდა. მოგვიანებით კი ქეთევანი მისი მეუღლე გახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ქეთომ და ოტიამ ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარეს, თუმცა მომავალი მწერალი იქ დიდხანს არ გაჩერებულა. პირველ კურსზევე მიატოვა ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემიას მიაშურა, ერთი წელი მოსამზადებელ კურსებზე დაჰყო, მაგრამ მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში ჩაიჭრა. სოფელში დაბრუნებულმა, გულმოსულმა ოტიამ მოთხრობების წერა დაიწყო - სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რომ დაემტკიცებინა, ქართული სხვაზე ნაკლებად არ ვიციო...
დაიწყო და წერდა და წერდა - ნოველებს, მოთხრობებს, რომანებს, ზღაპრებს, პიესებსა და სცენარებს და არც მკითხველის სიყვარული აკლდა და არც პატივისცემა.
ბატონი ოტია 2011 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა. სამუდამო განსასვენებელიც სიცოცხლეშივე შეირჩია - საკუთარ ეზოში. საფლავი ნაბოლარა ვაჟმა, დაჩიმ მოუწყო - “სხვას ვერ ვანდე, ისე ვერ გამიკეთებდა, როგორც მე მინდოდა”... ოდის წინ წამომართული ბარელიეფიდან საყვარელი მწერალი შემოგვყურებს თავისი განუყრელი სვანური ქუდით.