„ეს სახლი ჩვენი ოჯახის დიდი სიამაყეა. აქ ექვსი თაობაა გაზრდილი. 150 წლის, ისტორიული სახლია! ყოველი ზაფხულის გატარება აქ მიწევდა და ჩემი ბავშვობის ყველაზე სახალისო პერიოდი სწორედ მას უკავშირდება...“... - ეს სიტყვები პოლიტიკოს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის.
- ეს სწორედ ის სახლია, სადაც ყველასთვის საყვარელი ფილმი „იმერული ესკიზებია“ გადაღებული. სახლი მანამდეც საკმაოდ ცნობილი იყო. გარკვეული ანაზღაურების საფასურად რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ დაეშალათ და ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაეტანათ. რა თქმა უნდა, ოჯახი ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო. სახლს ბევრი ცნობილი პირი სტუმრობდა - ირაკლი აბაშიძე,
იპოლიტე ხვიჩია... ბაბუაც რეჟისორი გახლდათ, თეატრალურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა და ბევრ ცნობილ ხელოვანთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა... ვინაიდან სახლი შემოქმედებით წრეში კარგად იყო ცნობილი, ფილმის მთავარმა რეჟისორმა, ქალბატონმა ნანა მჭედლიძემ ბებიას შესთავაზა, ფილმის ნაწილი ამ სახლში გადაეღოთ... საინტერესო საოჯახო ალბომები ინახებოდა სახლში, ფილმშიც არის ეპიზოდი - ერთ-ერთი გმირი ტახტზე ზის და ალბომებს ათვალიერებს...
- ბატონო მამუკა, როგორ შეძელით 150 წლის სახლის ასე კარგად მოვლა და შენარჩუნება?
- ამ მხრივ ალბათ ჩვენი წინაპრების დატოვებული ამაგია მთავარი. მამას მეგობრები და ჩვენი მეზობლები ძალიან გვეხმარებიან, სახლმა რომ თავის პირვანდელი სახე შეინარჩუნოს. ზოგადად, ხის სახლებს უფრო მეტი მოვლა სჭირდება. თან სახლი ტრადიციული კრამიტით არის გადახურული. წელს სპეციალისტი მყავდა ჩაყვანილი - გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი. რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანაა, სახლმა ავთენტურობა და პირვანდელი სახე შეინარჩუნოს! ეს ისეთი სახლია და ისეთ ემოციებთანაა დაკავშირებული, არანაირ ცვლილებას არ ვაპირებთ! ხეს ის უპირატესობა აქვს, რომ თუ კარგად მიხედავ, საკმაოდ დიდხანს ძლებს. მთავარია სწორი მოვლა. საბედნიეროდ, საქართველოში არიან კარგი სპეციალისტები.
- ამბობთ, რომ თქვენი ბავშვობაც ისეთივე ტკბილი და მოუსვენარი იყო, როგორც ფილმის გმირების...
- დიახ, ნამდვილად ასე იყო... რბილად რომ ვთქვათ, დინჯ ბავშვად არ ვითვლებოდი, ეზოც გასაქანს მაძლევდა. ძალიან დიდი და ლამაზი ეზოა, სადაც გაზაფხულზე, ზაფხულზე და სექტემბერშიც მწვანე ბალახი ბიბინებს... ქუჩაც არაჩვეულებრივია, იქ საღამოობთ ოჯახები იკრიბებოდნენ, ბავშვები სათამაშოებით ვერთობოდით და იქ ყოფნას მართლაც არაფერი სჯობდა...
- თქვენს ბებიას, ქალბატონ ტატიანა ჩიხლაძეს და ბაბუას, ბატონ მარკი ბახტაძეს დიდი პატივისცემით იხსენებენ იქაური მცხოვრებლები. თქვენ როგორ დაგვიხასიათებდით?
- სამწუხაროდ, ბაბუას ვერ მოვესწარი, მაგრამ ოჯახის წევრებისა და მისი მეგობრების გადმოცემით, ასევე თავად ბაბუს ნაშრომებით ბევრი რამ ვიცი მასზე. ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი იყო. ისეთ პერიოდში მოუხდა ცხოვრება, როდესაც ცენზურა იყო. ოჯახიც გარკვეულწილად იმ კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომელსაც მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ სწყალობდა. მოსახლეობაში არსებობდა რეპრესიების შიში, მაგრამ ბაბუა მაინც ცდილობდა, თავისი ნიჭი და შემოქმედებითი უნარი გამოევლინა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა გარდაიცვალა, საინტერესო შემოქმედებითი კვალი დატოვა... რაც შეეხება ბებიას, ძალიან კარგად მახსოვს, რადგან მთელ ზაფხულს მასთან ერთად ვატარებდი. ზამთარში ჩვენთან ჩამოდიოდა... ბებიას რაიონზე დიდი ამაგი აქვს და ხონში რომ ჩავდივარ, ნებისმიერი თაობის ადამიანი ამას მეუბნება. ძალიან დასაფასებელია მისი ღვაწლი! ყველასთვის ცნობილია, იმ დროს როგორი დამოკიდებულება იყო რელიგიური თემებისადმი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხონში რამდენიმე მნიშვნელოვან ძეგლს, ეკლესიებს, მათ შორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას პატრონობდა... ჩემდა საამაყოდ, ბებია და ბაბუა ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს ხონის კულტურულ ცხოვრებას.
- ხშირად ახერხებთ თქვენთვის უძვირფასეს სახლში ჩასვლას?
- ბავშვობის ტრადიციას ვაგრძელებ და ვცდილობ, ყოველ ზაფხულს გარკვეული პერიოდით ჩავიდე. თუმცა ვისურვებდი, უფრო ხშირად მქონდეს ამის საშუალება... სახლი ძალიან ბევრს აინტერესებს, მათ შორის არქიტექტურული თვალსაზრისით, რადგან უნიკალური ორნამენტებია აივანზე. ქართული ტრადიციული სტილით ნაშენი რამდენიმე ბუხარია შენარჩუნებული.... ჩვენი გადაწყვეტილებით, სახლის კარი ყველა მსურველისთვის ღიაა.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ფილმში შვილიშვილი, რომელიც ტახტზე ზის და ალბომებს ათვალიერებს – ნანა მჭედლიძის ქალიშვილი მაგდა მჭედლიძეა. ქალბატონმა მაგდა მჭედლიძემ ამ სახლში გადაღებული ეპიზოდები გაიხსენა:
- სახლში, რომელიც მარიამ ბებიას სახლად შეარჩიეს, დიდი ხანი აღარავინ ცხოვრობდა და მოუვლელი იყო (დღეს უკვე აღარც არსებობს). ამიტომ, ინტერიერისათვის სხვა სახლების ნახვა გახდა საჭირო... ის სახლი, რომელიც მარიამ ბებიას სახლის ინტერიერისათვის შეირჩა (სადაც მე ალბომს ვათვალიერებ), ძალიან კარგად მოვლილი გახლდათ... თეატრის სცენები, როგორც მახსოვს, ამ სახლის აივანზეა გადაღებული.
იმერული კოლორიტით გამორჩეული სახლი გემოვნებით იყო მოწყობილი! რა თქმა უნდა, გადაღების პროცესში სახლის მფლობელების დიდი სითბო და ყურადღება მახსოვს, ნამდვილი იმერული მასპინძლობა...
„იმერული ესკიზების“ ერთ-ერთი გმირის, ბარნაბას როლის შემსრულებელი - მსახიობი ბადრი კაკაბაძე:
- ჩემი გვარი ხონიდან არის, იქ გავიზარდე და ცხადია, განსაკუთრებული შეგრძნება მქონდა ფილმის გადაღებისას... დიდი ხნის წინანდელი ამბავია, ფილმის გადაღება რომ მიმდინარეობდა, დაახლოებით 25 წლის ვიყავი. მახსოვს, ლამაზი ეზო და სახლი იყო. იმერეთში თითქმის ყველგან ერთნაირად არის - უკან დგას სახლი, წინ დიდი, მწვანე ეზოა, რასაც საოცარი ხიბლი აქვს... ალბათ გახსოვთ კადრი ფილმიდან - მარიამ ბებიასთან სოფლის კოლორიტი, ოლია მათხოვარი რომ მოდის. სანამ ეს კადრი მომზადდებოდა, შუაცეცხლთან ვისხედით, მივირთვით კარგი ღომი, ლობიო, მეზობლებმა არაჩვეულებრივი, მაღალგრადუსიანი ღვინო გადმოგვიტანეს, მოგეხსენებათ, ქართული სტუმარ-მასპინძლობის ამბავი და კარგად გავუტიეთ...
გვეხვეწებოდნენ, დაამთავრეთ ახლა დროსტარება, კადრი გვაქვს გადასაღებიო...
რაღაც პერიოდის შემდეგ ამ სახლთან გავლა მომიხდა და ძალიან გამიხარდა, ისევ ისე კარგად რომ დგას!
ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორის მოადგილე - ქეთევან ყუფარაძე:
- ამ სახლში ცხოვრობდნენ მამუკა ბახტაძის ბებია და ბაბუა, ყოველმხრივ გამორჩეული ადამიანები! ბაბუა – მარკი ბახტაძე წლების განმავლობაში ხონის სახალხო თეატრის რეჟისორი იყო. ბებია - ტატიანა ჩიხლაძე ჩაის საფაბრიკო კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა, შემდეგ გადაყვანილ იქნა ხონის კულტურის სახლის დირექტორად. ძალიან ზრუნავდა ხონის კულტურულ და ისტორიულ განვითარებაზე ჩემს მამიდებთან – ქეთო და ლენა ყუფარაძეებთან ერთად... ისტორიული სახლია, უკვე 150 წელს ითვლის! აქ იკრიბებოდნენ ტატიანასა და მარკის მეგობრები, ღვაწლმოსილი ადამიანები! სახლში არის საგვარეულო და ხელშეუხებელი ისტორიული ნივთები, რომლებსაც რესტავრაციაც არ უტარდებათ! სილამაზით გამორჩეული სახლი ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს და ძალიან სასიხარულოა, ასე რომ უვლიან!
მანანა გაბრიჭიძე
ფოტოების ავტორი კახა წულაია

კომენტარები