როგორ ცდებიან ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეშა მხოლოდ ბუხრის დასანთებად გამოიყენება. არადა, ვერ წარმოიდგენთ, რა კარგი სახლის აშენებაა შესაძლებელი ამ ეკოლოგიურად სუფთა და საკმაოდ იაფი მასალისგან. ამ ტექნოლოგიას ადამიანები ჯერ კიდევ უძველეს დროში იყენებდნენ. ხის სახლი არა მარტო ვიზუალურად არის ლამაზი სანახავი, არამედ საკმაოდ თბილი და მყარიც გახლავთ, თუ, რა თქმა უნდა, სახლს პროფესიონალი და ამ საქმის კარგი მცოდნე აშენებს.
ძნელია იმის თქმა, როდოს აშენდა პირველი ხის სახლი, ამაზე პასუხი არქეოლოგებსაც კი არ აქვთ, თუმცა ფაქტია, ეს ტექნოლოგია დღესდღეობით
სულ უფრო მოთხოვნადი და ტრენდული ხდება, მით უმეტეს, რომ ის საკმაოდ მცირებიუჯეტიანია და არც ძალიან რთულია.
თუ არჩევანს ხის სახლზე აკეთებთ, პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ, თუ რომელ ხეს შეარჩევთ თქვენი სახლის საფუძვლად და რა ნარევს გამოიყენებთ კონსტრუქციის შესაკრავად. სწორედ ამ ორ უმთავრეს ფაქტორზე იქნება დამოკიდებული თქვენი მომავალი სახლის სიმტკიცე.
ნაზავისათვის მხოლოდ თიხის, სილისა და ნახერხის გამოყენება არცთუ კარგი აზრია, პროფესიონალები თვლიან, რომ ამ შემთხვევაშია უმჯობესია გამოიყენოთ ქვიშა, ხის ნახერხი და ცემენტი.
რაც შეეხევა ხეს, უმჯობესია გამოიყენოთ მუხა. არის კიდევ სხვადასხვა ჯიშები, თუმცა ნაძვის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
სახლის ასაშენებლად ხის მასალა წინასწარ უნდა მოამზადოთ, ის დაახლოებით ერთი წელი უნდა შრებოდეს. რაც შეეხება კედლების სისქეს, სპეციალისტები თვლიან, რომ 40-50 სმ სისქის კედელი ოპტიმალურია, ის კარგად შეინარჩუნებს სითბოს.
ხის სახლის აშენება არ არის რთული პროცესი, მთავარია გახსოვდეთ, რომ ხე ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება ლპობის პროცესი. იმისათვის, რომ კედლებმა კარგად შეინარჩუნოს სითბო, შესაკრავი ნაზავი უნდა დაიდოს არა ერთ ფენად, არამედ ორ პარალელურ ფენად.
საბოლოოდ, როგორც ხედავთ, შესანიშნავი სახლის აშენებაა შესაძლებელი, ლამაზიც არის, მარტივიც და იაფიც.

კომენტარები