ეს ფერადი და ლამაზი სახლი თამარ ასათიანს წინაპრებისგან ერგო. დიასახლისს სახლთან ბევრი ტკბილი მოგონება აკავშირებს და განსაკუთრებით ძვირფასია მისთვის. ქალბატონი თამარი ყოველ ზაფხულს ამ ულამაზეს ადგილას ატარებს და ცდილობს, ყოველ ჯერზე ახალი ელფერი შესძინოს. ინტერიერი და ექსტერიერი საკუთარი ხელით შეალამაზა, მოაწყო და შვილებისთვის მყუდრო, ტკბილ დასასვენებელ ადგილად აქცია.
- სახლი დაბა მანგლისში მდებარეობს. აშენებულია ჩემი დიდი ბაბუის მიერ და სულ მცირე 130 წელს ითვლის. ამჟამად მისი მეპატრონე მე გახლავართ.
- რა მოგონებები, განცდები გაკავშირებთ ამ სახლთან და რამდენად მნიშვნელოვანია ის
თქვენთვის?
- ძალიან დიდხანს ვერ ვხვდებოდი მიზეზს, რატომ მქონდა ასეთი განსაკუთრებული სიყვარული ამ ნახევრად ჩამოშლილი სახლის მიმართ. ბოლოს მივხვდი, რომ ის ბავშვობაში მაბრუნებდა... დღემდე ზუსტად იგივეა ყველაფერი, როგორიც ბავშვობაში იყო. ალბათ ეს არის ძირითადი მიზეზი იმის, რომ უზომოდ მიყვარს ეს ადილი და სახლი.
- დღეს ხის სახლებს ნაკლებად აშენებენ, თუმცა მას განსაკუთრებული ელფერი აქვს. თქვენი აზრით, რით არის ასეთი სახლი გამორჩეული?
- გარდა იმისა, რომ ხის სახლს განსაკუთრებული ელფერი აქვს, არის ეკოლოგიურად სუფთა, ამასთან, ჯანსაღი. სიცივის დროს ოთახები თბილია, ხოლო როცა ცხელა - საგრძნობლად გრილი.
- რთული არ იყო ძველი სახლისთვის სიცოცხლის შენარჩუნება?
- მოგეხსენებათ, ძველ სახლს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მით უმეტეს, როცა ის მთაშია. ცივი ზამთარი, დიდთოვლობა ძალიან აზიანებს სახლს, განსაკუთრებით კი - სახურავს (კრამიტს), ამიტომ ყოველ წელს სჭირდება ხელის შევლება. რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ძირითადად მე ვაკეთებ. იდეებს შვილები და შვილიშვილები მაწვდიან. ყოველი სეზონის დასრულება და სახლის დაკეტვა ჩემთვის დიდი ტკივილია. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ცოცხალ არსებას ვტოვებ... ხოლო ყოველი ჩასვლა-დიდი დღესასწაულა.
მერი ბლიაძე

კომენტარები