რატომ ვაცხობთ ბარბარობას ლობიანებს და რა უნდა შევევედროთ წმიდა ბარბარეს

 

ბარბარობას ძალიან ბევრ ოჯახში ლობიანების ცხობითა და მეკვლეს მოლოდინით აღნიშნავენ. ბევრი ახალ წელს არ ელის მეკვლეს ისე, როგორც ბარბარობას. რამდენად სწორია ეს ტრადიციები და როგორ უნდა აღვნიშნავდეთ ბარბარობას. გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):


- ბარბარობას მოსახლეობის უმრავლესობა ლობიანებით აღნიშნავს და მეკვლეს ელოდება. საიდან წარმოიშვა ასეთი ტრადიცია და რამდენად გამართლებულია?
- ჩვენთვის უცნობია რაიმე სასწაული, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ლობიანისა და წმინდა ბარბარეს დაკავშირება. ეს

სუფთა წარმართული ტრადიცია გახლავთ. მაგალითად, ხორბალი, მარილი პანაშვიდის ჟამს, ღვინო წირვისას, სეფისკვერი, კვერცხი სხვადასხვა სახით გამოიყენება, მაგრამ ლობიანის საღვთისმსახურო ან სიმბოლური დანიშნულება ეკლესიისთვის უცხოა.
კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის ნაშრომებში გვხვდება ღვთაება ბარბალე, რომლის თაყვანისცემა სწორედ დეკემბრის თვეს ემთხვევა, თან ეს ღვთაება მდედრობითი სქესისაა. ბარბარე - ბორბ- თან, ბორბალთან, მრგვალ ფორმასთან, მზესთან იგივდებოდა(ასეთი თქმულებაც არსებობს), მას საქართველოს ყველა კუთხეში განადიდებდნენ. ბედის მფარველ ღვთაებად მიიჩნევდნენ. როგორი გუნებითაც შეხვდებოდა კაცი ბარბალეს დღესასწაულს, მთელი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათი დაჰყვებოდა. ისტორიკოს სერგი მაკალათიას თქმით: ბარბალეს მზესა და ბედს ერთად ურწყავდნენ. სვანებში - ბარბლაში, ზანები ბარბოლის უწოდებდნენ. ბარბალეს ბომონს მიართმევდნენ მსხვერპლს(ქრისტიანებს მკაცრად ეკრძალებათ ნაკერპალის მიღება, ვინაიდან თანამოზიარე ხდებოდა ავტომატურად იმ რიტუალისა), მის სახელზე ცხვებოდა კვერები, ბასილიკები, ხოლო მეთექვსმეტე საუკუნიდან ლობიანები.

თვითონ ლობიო XVI საუკუნეში შემოვიდა ევროპაში და იქიდან გადმოვიდა ჩვენში, მანამდე ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ლობიანის წმინდა ბარბარესთან გაიგივება. ქრისტიანისთვის შეუფერებელია ლობიანის მისადაგება ბარბარობასთან, როგორც მეკვლეობისა. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ვინც, სახლიდან გამოსული, კოჭლსა და მახინჯს შეხვდება და ამას "ნიშნად" მიიჩნევს, იგი სატანურ საქმეს ჩადის, რადგან დღეს უბედურებად აქცევს არა
ადამიანთან შეხვედრა, არამედ ცოდვილი ცხოვრება". ქრისტიანობამ იცის განწმენდის, სულის განახლების წუთები, ეს გახლავთ აღსარება, ზიარება. ეს არის უმაღლესი დამბეჭვდელი ბედნიერებისა ადამიანის გულში.

- როგორ უნდა აღნიშნავდეს ოჯახი ბარბარობას? განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები