რომელი ქართველი სელებრითები ცხოვრობენ თანამედროვე მინიმალისტური სტილის სახლებში? (ფოტოები)

ინტერიერში არსებული სტილისტიკის მრავალფეროვნება იძლევა საშუალებას, სახლი ჩვენი გემოვნების მიხედვით ამა თუ იმ სტილსა და ტონალობაში გადავწყვიტოთ. ისინი, ვინც სახლს თანამედროვე მინიმალისტურ სტილში აკეთებენ, ფერებსაც ძირითადად მშვიდს და პასტელურს ირჩევენ.

მაგალითად, მოდელი ლალი ტოტიკაშვილი შეიძლება ითქვას, რომ თეთრ სალხში ცხოვრობს და მისი ბინა თანამედროვე მინიმალისტურისა და კლასიკური სტილის ნაზავია.

ლალი:
- ჯერ კიდევ არ იყო მშენებლობა დასრულებული, როცა ბინა ვიყიდეთ. რემონტი ჩვენი გემოვნებითა და დიზაინით სამშენებლო კომპანიამ გაგვიკეთა, დაპროექტებით კი მე და ჩემმა მეგობარმა დიზაინერებმა დავაპროექტეთ. წინასწარ ვიცოდი, რომ არჩევანს
ღია ფერებზე შევაჩერებდი. ინტერიერში ღია ტონალობა ძალიან მომწონს, მამშვიდებს. სანამ სამუშაოები ბოლომდე არ დასრულდა, მანამდე ჩემს სახლში არ მიშვებდნენ (იღიმის). შავი კარკასი საერთოდ ვერ ვნახე, თეთრ კარკასამდე რომ მიიყვანეს საქმე, მაშინ მომცეს ნახვის უფლება. შევჯერდით დეტალებზე და როცა ყველაფერი დასრულდა, მხოლოდ მერე შემოვედი აქ. ამ შემთხვევაში სარემონტო სამუშაოებმა ჩვენთვის ძალიან მშვიდად, ჩვენი ზედმეტი ჩართულობის გარეშე ჩაიარა, მაგრამ რეალურად, მე მიყვარს ეს პროცესი.


სულ ვამბობ, ახლა რომ ვირჩევდე პროფესიას, ფსიქოლოგი ან დიზაინერ-არქიტექტორი ვიქნებოდი-მეთქი. მომწონს, როცა დავდივარ სახლისთვის საჭირო ნივთების შესარჩევად, ვეძებ, ვბჭობ, ვახამებ და ა.შ. ამ სახლის გაკეთებისას კი მივედი შოურუმში, ვთქვი - ეს მინდა, ეს მინდა, ეს მინდა, ავარჩიე ყველაფერი და წამოვედი. ჩემთვის ასევე საყვარელი და სასიამოვნო საქმეა სახლის მოწყობა. ვფიქრობ, რომ ავეჯი უპირველესად უნდა იყოს კომფორტული, პრაქტიკული და ამასთან, ქმნიდეს სიმყუდროვეს.

ნახეთ მეტი ფოტო ლალი ტოტიკაშვილის სახლიდან
ლალი ტოტიკაშვილის თეთრი სახლი

თუ ლალის ბინა თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, მოდელმა მანიკა ასათიანმა უპირატესობა უფრო თბილ კრემისფერს და ბუნებრივ ხის ფერს მიანიჭა. მისი ბინაც თანამედროვე მინიმალსიტურ სტილშია, სახლში მხოლოდ პრაქტიკულ ნივთებს შეხვდებით, რომელიც ყოველდღიური საჭიროებისთვისაა განკუთვნილი.

მანიკა:
- საერთო ჯამში ჩემი სახლით და რემონტით კმაყოფილი ვარ, ფერები არის ისეთი, როგორიც მე მიყვარს: მშვიდი, არც ძალიან ფერადი და შემაწუხებელი და არც სულ მთლად თეთრი. ზოგადად თეთრი მიყვარს, მაგრამ ჭარბად ეგეც მაღიზიანებს. აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი, ყველა დეტალი ჩემი ნაფიქრი და ნაწვალებია, თუ შეიძლება ასე ითქვას (იღიმის). მე დავდი-ოდი, ვარჩევდი, ვხაზავდი, ვხატავდი, ვაჩვენებდი ხელოსნებს და მოკლედ, თავიდან ბო-ლომდე ჩართული ვიყავი ამ პროცესში. ყველაზე მეტად შპალერის შერჩევა გამიჭირდა, დიდხანს ვორჭოფობოდი. ალბათ იმიტომ, რომ ზოგადად, არ მიყვარს შპალერი, ზედმეტი ორნამენტები, ფერები ცუდად მხდის. მითხრეს, მაშინ ქაღალდი გააკარი და შეღებეო. არც ეს მინდოდა, რაღაც ძალიან უბრალო გამოვიდოდა.

დავიწყე სიარული და კატალოგში აღმოვა-ჩინე ნალესი ეფექტის მქონე შპალერი... მაინცდამაინც ეს არ ჰქონდათ ადგილზე, სად არ ვე-ძებე და ბოლოს გამოვაწერინე. ორი თვე ამის გამო რემონტი შევაჩერე. საბოლოოდ ის გამო-ვიდა, რაც მინდოდა, არაა შემაწუხებელი და არა „შპალერულია“ (იღიმის).“

იხილეთ მეტი ფოტო მანიკა ასათიანის სახლიდან
რატომ შეაჩერა რემონტი 2 თვით მანიკა ასათიანმა და როგორია მისი ბინა ახალაშენებულ კორპუსში

მომღერალ ნინო ძოწენიძის სახლიც თანამედროვე სტილშია მოწყობილი, კლასიკურისა და მინიმალისტურის ნაზავია, თუმცა მანიკას და ლალისგან განსხვავებით აქ ფერთა უფრო ფართო პალიტრაა გამოყენებული. საერთო ჯამში ბინა კი პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი, მაგრამ რუხი, ბუნებრივი ხის ფერი, თეთრი სალათისფერით და ღია იასმანისფერი დეტალებითაა ამონათებული. აღმოჩნდა, რომ ბინის რემონტსა და დიზაინზე არა ნინოს, არამედ მის მეუღლეს გიგას უზრუნია.

ნინო:
- ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ძალიან დიდი შრომის და წვალების შემდეგ მოახერხა ჩემმა მეუღლემ. ამდენი ხნის შემდეგ გვეღირსა სახლი, რისთვისაც მადლობა უფალს და გიგას. მის ყიდვაში და გერემონტებაში მე არანაირი წვლილი არ მიმიძღვის. ყიდვა, რემონტი, დიზაინი ყველაფერი გიგამ აიღო საკუთარ თავზე. როცა გიგამ რემონტი დაიწყო აჭარაში ვიყავი. ჩამოვედი და უკვე გამზადებული სახლი დამხვდა, ბარგიც კი გადმოეტანა. უკვე ორი წელია აქ ვცხოვრობთ. როცა ამ სახლზე ვსაუბრობ, ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს.

მე აქ არაფერი გამიკეთებია, ამიტომ ბევრსაც ვერ ვისაუბრებ. არ იფიქროთ, რომ ზარმაცი ვარ ან დედოფალივით ვცხოვრობ, უბრალოდ გიგას უყარს ყველაფრის საკუთარ თავზე აღება. რჩევა რომც მკითხოს, ბოლოს მაინც ისე გააკეთებს როგორც თვითონ უნდა. ამიტომ ვენდე და მივუშვი საკუთარ ნებაზე. მეც, როცა რამეს ჩემი ინიციატივით ვაკეთებ, არ მიყვარს, რომ მერევიან. ხასიათით ძალიან სულსწრაფი ვარ და ვცდილობ საქმე მალე დავასრულო. გიგა თითოეულ დეტალს აკვირდება და გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე სჭირდება.


იხილეთ უფრო მეტი ნინო ძოწენიძის სახლიდან
უნიკალური ხელნაკეთი ავეჯი ნინო ძოწენიძისა და გიგა კუხიანიძის სახლში - დაათვალიერეთ
ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები