როგორ გამოიყურება ბრედლი კუპერის 3-საუკუნოვანი სახლი, რომელიც ახალი შეყვარებულის მეზობლად იყიდა

გასული წლის ბოლოს მსახიობმა ძვირად ღირებული უძრავი ქონება შეიძინა შეყვარებულის საოჯახო მეურნეობის მეზობლად. ჰოლივუდის 48 წლის ჯენტლმენ ბრედლი კუპერს და 28 წლის სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდს, როგორც ჩანს, სერიოზული გეგმები აქვთ.

როდესაც ცნობილი გახდა, რომ კუპერმა 6,5 მილიონი დოლარის ღირებულების მდიდრული სასახლე იყიდა პენსილვანიაში, იოლანდა ჰადიდის მამულიდან არცთუ მოშორებით, თაყვანისმცემლები მიხვდნენ, რომ წყვილი ერთად ყოფნას გეგმავდა. შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავები ერთად პირველად გასული წლის ოქტომბერში შენიშნეს, ისინი ერთმანეთს საერთო მეგობრებმა გააცნეს. ცნობილია, რომ ამ სახლში ჰადიდი თავის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა პანდემიის დროს. როგორ
გამოიყურება ბრედლის უზარმაზარი სახლი, სადაც ის და ჯიჯი ერთად იცხოვრებენ?

სახლი 13 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. შენობა 1704 წელს არის აშენებული და სამი საუკუნის განმავლობაში რამდენჯერმე განიცადა რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც შეიქმნა ძველი სახლი თანამედროვე ატმოსფეროთი. სახლში არის 7 საძინებელი და 6 სველი წერტილი, ასევე რესტავრირებული სასტუმრო სახლი და ქვის ბეღელი. ოთახები მოწყობილია მარტივ, კლასიკურ სტილში მყუდრო დეტალებით, ქვის ბუხრებითა და ხის ჭერით.

განახლებულ სახლში დამონტაჟდა თანამედროვე ტექნიკა და ავეჯი: სამზარეულო აღიჭურვა საჭირო მოწყობილობებითა და მინიმალისტური ავეჯით, მარტივი განათებითა და პრიალა ნაცრისფერი ქვის სამუშაო ზედაპირით. გაარემონტეს სველი წერტილებიც. ბრედლი კუპერს და ჯიჯი ჰადიდს შეეძლებათ ვარჯიში დიდ ფიტნეს ცენტრში და მყუდრო ვერანდაზე დასვენება, რომელიც საოცარ პეიზაჟს გადაჰყურებს. სახლს აქვს ასევე მდიდრული საცურაო აუზი და წვდომა წყნარ კერძო ტბაზე.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები