ქსოვილიდან ლაქების ამოყვანის დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები

არ აქვს მნიშვნელობა, სად ჩნდება ლაქა - ტანსაცმელზე, ხალიჩაზე თუ ავეჯზე - ეს ყოველთვის უსიამოვნოა. საბედნიეროდ, საყოფაცხოვრებო ქიმიკატების თანამედროვე ასორტიმენტი იმდენად დიდია, რომ შეგიძლიათ მარტივად აირჩიოთ პროდუქტი, რომელიც თითქმის ნებისმიერი სახის დაბინძურებას რამდენიმე წუთში გაუმკლავდება. თუმცა, ყველგან არის ხაფანგები. მოდით ვნახოთ, რა შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე ყველაზე ხშირად ამა თუ იმ ზედაპირიდან ლაქების ამოყვანის დროს.

როდესაც ქსოვილზე ლაქა ჩნდება, ხელი ავტომატურად გაგვირბის ხოლმე იქით, რომ ავიღოთ ხელსახოცი ან ნესტიანი ქსოვილი და კარგად გავწმინდოთ დალაქავებული ადგილი, თუმცა, რაც უფრო ძლიერად გავაკეთებთ ამას,
მით მეტად შეაღწევს ქსოვილის ბოჭკოებში ლაქა და მით უფრო რთული იქნება მისი ამოღება. უმჯობესია შეანელოთ ზეწოლა და ლაქასთან მიმართებაში რაც შეიძლება დელიკატურად იქმომედოთ. ნაზად გადაუსვით სუფთა ქსოვილით, რომ ზედმეტი მოაცილოთ, შემდეგ კი გარეცხეთ გამდინარე წყალში ან პირდაპირ სარეცხის მანქანაში, თუ ეს შესაძლებელია.

ცხელი წყალი შეუცვლელი ასისტენტია მრავალი საყოფაცხოვრებო საკითხის გადაჭრაში, მაგრამ ზოგიერთი ლაქის შემთხვევაში უმჯობესია მისი გვერდის ავლა. ნებისმიერი დაბინძურება, რომელიც შეიცავს პროტეინს, არ უნდა მუშავდებოდეს მაღალ ტემპერატურაზე, ასე მხოლოდ გააუარესებთ სიტუაციას. ხორცის, რძის, ოფლისა და სისხლის ლაქების ამოსაყვანად უნდა გამოიყენოთ ცივი წყალი ლაქების ამომყვანთან ერთად.
ლაქების ამოსაყვანი საშუალება ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოთ, შეძენის წინ ყურადღებით შეისწავლოთ შემადგენლობა. მაგალითად, თეთრი ქსოვილებისთვის ლაქების მოსაშორებელი საშუალება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ფერადი ნივთებისთვის - შეიძლება გააფუჭოს ისინი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იპოვოთ პროდუქტი, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული ფერად მასალებთან სამუშაოდ.
ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ გამოშვების ფორმას. ფხვნილი უნდა დაემატოს წყალს რეცხვისას, თხევადი პროდუქტები შესაფერისია გაჟღენთისთვის, ასევე დელიკატური მასალისგან ლაქების მოსაშორებლად. არსებობს ასევე ლაქების მოსაშორებელი ჩხირები და ფანქრები - ეს მოსახერხებელია ახალი ლაქების სწრაფად დასამუშავებლად, ხოლო საპნის სახით - ხელით სამაუშავებლად.

წყლის სწორი ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვანია ლაქების მოშორების დროს. დალაქავებული ნივთის მაშინვე სარეცხ მანქანაში შეგდება იმის იმედით, რომ ის გააკეთებს საქმეს, ცუდი იდეაა. დიდი ალბათობით, ასეთი მანიპულაციების შემდეგ, ლაქა უფრო მეტად შეჭამს ქსოვილს და შემდეგ მასთან გამკლავება უფრო რადიკალური მეთოდების გამოყენებით მოგიწევთ.
ამიტომ, მთავარ რეცხვამდე არ დაგავიწყდეთ დალაქავებული ადგილის დამუშავება ლაქების ამომყვანით, სამრეცხაო საპნით ან უბრალოდ 20-30 წუთის განმავლობაში ჩაალბეთ ფხვნილიან წყალში. ამგვარად, საგრძნობლად გაიზრდება ალბათობა იმისა, რომ ლაქა პირველივე რეცხვის შემდეგ გაქრება.
არ უნდა გადადოთ დალაქავებული ტანსაცმელი და არ უნდა დაელოდოთ, სანამ კალათაში საკმარისი რაოდენობის ჭუჭყიანი ნივთები დაგროვდება. ამ დროის განმავლობაში, ლაქა გაშრება და კიდევ უფრო ღრმად ჩაჯდება ქსოვილში. რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ მოგვიანებითაც იქნება შესაძლებელი მისი ამოყვანა, მაგრამ ამისთვის დაგჭირდებათ ძვირად ღირებული საყოფაცხოვრებო ქიმიკატების ყიდვა აგრესიული შემადგენლობით, რამაც შეიძლება დააზიანოს ქსოვილი. ამიტომ გირჩევთ, არ გარისკოთ და ყველაფერი დროულად გააკეთოთ: როგორც კი ლაქას აღმოაჩენთ, დაამუშავეთ, შემდეგ კი ხელით ან სარეცხი მანქანით გარეცხეთ, პროდუქტის შემადგენლობის მიხედვით.

ქსოვილისგან ლაქების მოსაშორებლად დიასახლისები იყენებენ საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს სხვადასხვა შემადგენლობით. მაგალითად, ჩვენი დედები და ბებიები ყველაზე ხშირად იყენებდნენ ქლორის შემცველ პროდუქტებს, რადგან მაღაზიაში სხვა რამის შოვნა უჭირდათ. თუმცა, დღესდღეობით ასეთი პრობლემები არ არსებობს, ამიტომ ღირს ქლორის მიტოვება ნაკლებად აგრესიული პროდუქტების სასარგებლოდ.

• ჟანგბადი ძლიერი ჟანგვის საშუალებაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოიცილოთ ქსოვილს თუნდაც ღრმად ცამჯდარი ლაქები. ის გვხვდება წყალბადის ზეჟანგში, ნატრიუმის პერკარბონატში. ჟანგბადი არატოქსიკურია, ასე რომ, არ უნდა ინერვიულოთ მის უარყოფით გავლენას თქვენს ჯანმრთელობაზე.
• ადსორბენტები მაგნიტივით იზიდავს ჭუჭყის ნაწილაკებს და მათთან ერთად ირეცხება ქსოვილიდან. ეფექტური საშუალებაა, თუმცა მოქმედებს მხოლოდ ახალ ლაქებზე - ძველებს ვერ უმკლავდება.
• გამხსნელები, მათ შორის ალკოჰოლი, ეთერები, გლიცერინი - იდეალურია ძველი და ძნელად მოსაშორებელი ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველად.
• ნატრიუმის ცხიმოვან მჟავებს შეიცავს ჩვეულებრივი სარეცხის საპონი, თუ დალაქავებულ ნივთს საპნიან ხსნარში ჩაალბობთ, დიდი შანსი გექნებათ იმის, რომ ლაქა თითქმის მთლიანად გაქრეს.

კომენტარის დამატება