განწყობა ოჯახში დამოკიდებულია არა მხოლოდ პრობლემების არარსებობაზე და ფინანსურ კეთილდრეობაზე, ზოგჯერ თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რაღაც ისე არ არის -ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ, მომატებული აქვთ შფოთი, დეპრესია. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ხანდახან დამოკიდებულია ჩვენს გარშემო არსებულ ობიექტებზე, ნივთებზე. სახლი ხომ ჩვენი ციხესიმაგრეა, ჩვენი ნავსაყუდელია და ამ ციხესიმაგრეში არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი და უარყოფითი ენერგია. მოდით ვნახოთ, რამ შეიძლება იმოქმედოს ნეგატიურად ადამიანის მდგომარეობაზე და ხელი შეუწყოს დეპრესიას.
გაფანტული დოკუმენტები
უშუალოდ სამუშაო ქაღალდები ადამიანს დეპრესიაში არ აგდებს,
თუმცა როცა ქაღალდები უწესრიგოდაა მიმოფანტული, შესაძლოა გამოიწვიოს სტრესი და შფოთვა, რაც თავისთავად განაპირობებს შემდგომ დეპრესიას. ყველგან მიმოფანტული ქაღალდები, სამუშაო სიტუაცია მაგალითად, საძინებელში, აუცილებლად შეგიშლით ხელს მოდუნებაში. რაც უფრო მეტი ფურცლები გექნებათ მომოფანტული სახლი, მით მეტად დაისტრესებით.
ბევრი სარკე
ბევრი სარკის არსებობა სახლში არც თვითშეფასებისთვის ყოფილა კარგი, რადგან ყოველ ჯერზე ავტომატურად ვუყურებთ საკუთარ თავს და ვპოულობთ ნაკლოვანებებს, გარდა ამისა, თითქოს იწვევს განცდას, რომ სულ სადღაც ვირეკლებით, სულ დაკვირვების ქვეშ ვართ. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია.
გამხმარი ყვავილები
ყვავილები ქოთანში, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფლორა, სიცოცხლის სიმბოლოა. მაგრამ თუ ოთახის მცენარე უსიცოცხლოდ გამოიყურება ან, უარესი, უკვე მკვდარია, მისი დანახვაც კი დამთრგუნველია ადამიანისთვის. მკვდარი მცენარე სასწრაფოდ უნდა მოაშოროთ სახლიდან.
არეულობა კარადებში და თაროებზე
ხშირად ხდება, რომ სამუშაო კვირის განმავლობაში მოუცლელი დიასახლისები ნივთებს კარადებში შეყრიან, თვალს რომ მოაშორონ, შედეგად არეულობა გარედან გადაინაცვლებს შიგნით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ქაოსის განცდა, ცხოვრებაში წესრიგის ნაკლებობა. ამიტიმ გირჩევთ გამოყოთ დრო, მოაწესრიგეთ კარადები, მაგიდის უჯრები და თაროები. გადაწმინდეთ მტვერი, გადაყარეთ ზედმეტი ნივთები და იგრძნობთ, როგორ გაგიადვილდებათ სუნთქვა და ცხოვრება უფრო მხიარული გახდება.
გაბარიტული ავეჯი შეზღუდულ სივრცეში
დამთრგუნველად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე გადატვირთული სივრცე, რომელშიც თავისუფლად სუნთქვა შეუძლებელია. ამიტომ, თუ მსგავსი მოცემულობა გაქვთ, ეცადეთ განტვირთოთ სივრცე და შეიგრძნოთ სიმსუბუქე.
უსარგებლო ჭურჭელი
ყოველ მესამე სახლში შეხვდებით ისეთ ჭურჭელს, რომელიც მხოლოდ დღესასწაულებზე გამოიყენება და წლიდან წლამდე ხელუხლებლი დევს. ასეთი ჭურჭელი ან გააჩუქეთ, ან გამოიღეთ და ყოველდღიურად მოიხმარეთ, ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ. გახსოვდეთ, სახლში ყველა ნივთი უნდა ასრულებდეს გარკვეულ ფუნქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არაფერში გჭირდებათ.
წყობიდან გამოსული ნივთები
ნივთები, რომლებიც გაფუჭდა, იქნება ეს ტექნიკა თუ სხვა რამ, და არ კეთდება ან არ გიღირთ მისი გაკეთება, სასწრაფოდ გადაყარეთ და გაათავისუფლეთ სივრცე. ნახავთ, რომ თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ.
გაფუჭებული საათი
არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება საათი, უბრალო თუ ანტიკვარული, თუ ის არ მუშაობს, აუცილებლად უნდა შეაკეთოთ ან მოაშოროთ სახლიდან. გაფუჭებული საათი ოთახში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააჩეროთ.