როგორ მოვაშოროთ მაკიაჟის ლაქები ტანსაცმელს

თუ შემთხვევით თქვენი საყვარელი კაბა თვალის შავი ლაინერით ან თეთრი პერანგი ტონალური კრემით დაგესვარათ, ნუ გადააგდებთ მაშინვე ნივთს და ნუ გაიქცევით ქიმწმენდაში. გასწავლით, როგორ მოაშოროთ მსგავსი ლაქები ტანსაცმელს მისი დაზიანების გარეშე.

ხრიკი ცხვირსახოცით
როგორც უმეტეს შემთხვევაში, ჩვეულებრივ უკეთესია (და ბევრად უფრო ადვილია) ინციდენტის თავიდან აცილება, ვიდრე მოგვიანებით მის შედეგებთან გამკლავება. ცნობილი სახეების ვიზაჟისტი დანი პარკსი გვირჩევს მაკიაჟის დასაფიქსირებლად სპრეის ან ფხვნილის გამოყენებას, ასევე ერთჯერადი ქუდის, შარფის ან ჩვეულებრივი ცელოფნის გამოყენებას, რათა თავიდან აიცილოთ ტანსაცმლის დალაქვა ტონალური კრემით და სხვა კოსმეტიკური
საშუალებებით.

იმოქმედეთ სწრაფად
თუ ეს უსიამოვნო ინციდენტი მაინც მოხდა, დაუყოვნებლივ დაიწყეთ ლაქის მოცილება! ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც დაგეხმარებათ ნივთის გადარჩენაში. რა თქმა უნდა, შეიძლება ცდუნებას გიქმნიდეთ ის ფაქტი, რომ დასვრილი ნივთი შესაძლოა სარეცხის კალათაში ჩააგდოთ და მოგვიანებით გარეცხოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ლაქასთან გამკლავების საუკეთესო დრო მისი შემჩნევისთანავეა. ფაქტია, რომ როდესაც ტონალური კრემი ქსოვილზე უფრო დიდხანს რჩება, მისი პიგმენტები უფრო ღრმად აღწევს ბოჭკოებში და პროდუქტის მოცილება უფრო რთული იქნება.

ენდეთ დელიკატურ ქსოვილებს პროფესიონალებს
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ქსოვილის ტიპი, რადგან ზოგიერთი მათგანის სახლში გაწმენდა მართლა ძალიან რთულია. ამიტომ, იმისათვის, რომ პროდუქტი არ დააზიანოთ ან ფერი არ გააფუჭოთ, უმჯობესია, დალაქული აბრეშუმის ან ბამბის ტანსაცმელი რაც შეიძლება მალე წაიღოთ ქიმწმენდაში, სადაც მას პროფესიონალური პროდუქტებით "დაეხმარებიან". ნუ ეცდებით ლაქის დამოუკიდებლად მოშორებას, არსებობს ყველაფრის სრულად გაფუჭების რისკი.


გამოიყენეთ მიცელარული წყალი
სანამ სპეციალურ ლაქების მოსაშორებელ საშუალებას მიმართავთ, სცადეთ იგივე ფორმულა, რომელსაც სახიდან მაკიაჟის მოსაშორებლად იყენებთ. მაგალითად, მიცელარული წყალი, რომელიც ყველა აბაზანაშია. დაიბანეთ ხელები, ლაქას წაუსვით უცხიმო მაკიაჟის მოსაშორებელი - ეს გააკეთეთ ნიჟარაზე ან პირსახოცის დახმარებით. ნაზად, დიდი ძალისხმევის გარეშე, გადაუსვით ლაქას ბამბის დისკით წინ და უკან მოძრაობებით დაახლოებით 10 წამის განმავლობაში. ცოტა ხანს დაელოდეთ, გააშრეთ. საჭიროებისამებრ ხელახლა წაუსვით გამწმენდი. თუ ტუში ან ტონალური კრემი წყალგაუმტარია, მაშინ ჯერ ზეთზე დამზადებული მოსაშორებელი საშუალება დაგჭირდებათ.

მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცები
ვიზაჟისტი მელისა ბედი ლაქების მოსაჭორებლად ასევე იყენებს მაკიაჟის მოსაშორებელ ხელსახოცებს. უბრალოდ, არ გახეხოთ ლაქა, არამედ ნაზად დაამუშავეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალის ჩრდილის ან პუდრის მოსაშორებლად. ჯერ ზედმეტი სითხე მოწმინდეთ ან გამოიყენეთ ტანსაცმლის საწმენდი წებოვანი როლერი.



საპარსი ქაფი (კიმ კარდაშიანის საყვარელი ხრიკი)
ზოგიერთი ვიზაჟისტი ჩვეულებრივ საპარს ქაფს იყენებს ტონალური კრემის ლაქების მოსაშორებლად (განსაკუთრებით თუ ის ქსოვილშია ჩამჯდარი). პირველ რიგში, დაასველეთ დალაქული ადგილი ცივი წყლით და წაუსვით საპარსი კრემი ან ქაფი. ნაზად შეაზილეთ თითებით ან რბილჯაგრიანი კბილის ჯაგრისით (მნიშვნელოვანია, რომ პიგმენტმა ძალიან ღრმად არ შეაღწიოს ბოჭკოებში), შემდეგ კი ტანსაცმელი თბილ წყალში გარეცხეთ. თუ საპარსი კრემი ხელთ არ გაქვთ, შეგიძლიათ შამპუნი გამოიყენოთ. ის ასევე ეფექტურია ტონალური კრემის, პუდრისა და კორექტორის ლაქების მოსაშორებლად. ფერადი ან დელიკატური ქსოვილების გამოყენებისას, დარწმუნდით, რომ ჯერ მცირე ფართობზე გამოსცადეთ, რათა თავიდან აიცილოთ ტანსაცმლის დაზიანება.

თმის ლაქი
ახლა გაგაოცებთ, მაგრამ ძლიერი ფიქსაციის სპირტის ბაზაზე დამზადებული თმის ლაქი განსაკუთრებით კარგია პომადის ლაქების მოსაშორებლად. ლაქის მოსაშორებლად, შეასხურეთ პროდუქტის მცირე ნაწილი, გაიჩერეთ ფაქტიურად ათი წუთი, შემდეგ მსუბუქად შეიზილეთ დალაქავებული ადგილი და შემდეგ ნივთი ჩვეულებრივ სარეცხ მანქანაში გარეცხეთ ფხვნილის ან გელის გამოყენებით. ტემპერატურის პარამეტრი შეარჩიეთ ქსოვილის ტიპისა და ნივთის დაბინძურების მიხედვით.

ჭურჭლის სარეცხი სითხე და წყალი
კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ტანსაცმლიდან ყველა ყველაზე გავრცელებულ ლაქას შემთხვევათა 99%-ში აშორებს, არის ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი სითხე, რომელიც ყველა დიასახლისს აქვს სამზარეულოში. ასე რომ, აიღეთ თასი ან სხვა კონტეინერი, ჩაასხით წყალი და დაამატეთ პროდუქტის რამდენიმე წვეთი. წაუსვით ეს ნარევი ლაქაზე, დაელოდეთ 5-10 წუთი და ფრთხილად ჩამოიბანეთ. სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით!

სპირტი
დიახ, ეს არ არის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ყველა ჩამოთვლილი პროდუქტიდან, მაგრამ მაინც, თუ გაქვთ, სცადეთ. დიახ, ის ასევე შესაფერისია მაკიაჟის ლაქების მოსაშორებლად.

რა უნდა გააკეთოთ: დაასველეთ პირსახოცის წვერი, სუფთა ნაჭერი ან ბამბის დისკი სპირტით და მოაშორეთ ლაქა ტანსაცმელს. შემდეგ გარეცხეთ ნივთი ჩვეულებრივად, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სუნი არ დარჩეს. თუმცა, ეს მეთოდი ჯერ ნივთის შეუმჩნეველ ადგილას უნდა გამოსცადოთ: სპირტს შეუძლია შეცვალოს მასალის ფერი, ოდნავ გააღიავოს იგი.
დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა გაიმეორეთ: ნუ დაკარგავთ იმედს, რომ პომადას, ტონალურს ან სხვა კოსმეტიკურ პროდუქტს შემთხვევით დარჩენილ ლაქას მოაშორებთ. ამ მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ლაიფჰაკების წყალობით, თქვენ არ მოგიწევთ საყვარელ ნივთთან დამშვიდობება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები