6 თებერვალს, გვიან ღამით, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგთა ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მას შემდეგ არაერთი ბიძგი განმეორდა, დღის განმავლობაში კიდევ ერთი ძლიერი მიწიძვრა მოხდა. ამჯერად 7.5 მაგნიტუდა.
მომხდარიდან მალე, თურქეთის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა კვიპროსზე, ეგვიპტეში, ლიბანსა და ერაყშიც.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის
შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. მაშველები ამ დრომდე განაგრძობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას.
სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი ამბობს, რომ მომხდარი საქართველოზე გავლენას არ მოახდენს, რადგან ეპიცენტრი ჩვენგან შორს მდებარეობს. თუმცა მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის მიწისძვრას საქართველოს დიდი ქალაქები ვერ გაუძლებდნენ...
- ბატონო ზურაბ, რამდენად მოსალოდნელი იყო ამ მასშტაბის მიწისძვრა კონკრეტულ რეგიონებში?
- მოსალონდელი იყო იმ მხრივ, რომ თურქეთის სეისმურ რუკას თუ დახედავთ, ეს ზოლი, სადაც გამთენიისას მიწისძვრა მოხდა, სეისმურად სახიფათო ზონად არის გამოყოფილი. სეისმური საფრთხის რუკაზე ეს ორი ზოლი ყველაზე დიდი რისკის შემცველად მიიჩნევა.
- მსგავსი მასშტაბის მიწისძვრა, ზარალით, გარდაცვლილთა რაოდენობით, ბოლოს როდის მოხდა მსოფლიოში?
- უფრო დიდი მასშტაბისაც ყოფილა. ჩილეში მოხდა რამდენიმე მიწისძვრა, იაპონიაში, 2011 წელს, რომელმაც ცუნამი გამოიწვია, გავიხსენოთ ინდონეზიის 2004 წლის მიწისძვრა, სადაც მსხვერპლიც გაცილებიც დიდი იყო. შეგახსენებთ თურქეთშიც, 1999 წელს მომხდარ მიწისძვრას, იზმირთან, ოღონდ დასავლეთით. მაშინ თითქმის 20 ათასი ადამიანი დაიღუპა. თვითონ მიწისძვრა ასეთი ძლიერი არ იყო, მაგრამ მჭიდროდ დასახლებულ არეალში მოხდა, რამაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი გამოიწვია. თურქეთი სეისმურად აქტიური ზონაა. ასეთი სიძლიერის მიწისძვრა გასული საუკუნის 1939 წელსაც მოხდა.
- უმძიმესი კადრები ვნახეთ, სადაც ჩანს, რომ ერთ ზოლში ზოგიერთი კორპუსი მთლიანად ჩამოიშალა და ზოგიც ხელუხლებად დგას...
- ეს ძალიან დამახასიათებელი სურათია და პირდაპირ დაკავშირებულია შენობების ხარისხთან. ზოგადად, მიწისძვრისგან დაცვის პროგნოზი არ არსებობს. მაგალითად ის, რომ სეისმოლოგებმა თქვან, რომ ამა და ამ ადგილას მოხდება ასეთი მიწისძვრა, ჯერჯერობით შეუძლებელია. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ საერთოდ ასეთი რამის პროგნოზირება შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომელია სეისმურად აქტიური ტერიტორიები, სადაც მდებარე შენობების დაცვა მაინც არის შესაძლებელი, ვგულისხმობ აშენების პროცესში ამის გათვალისწინებას.
- სირია და თურქეთი, ორივე ქვეყანა აღმოჩნდა დაზარალებული...
- 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვართან მდებარეობს, მართალია, თურქეთის ტერიტორიაზეა, მაგრამ საზღვართან ახლოს. როდესაც ასეთი სიძლიერის მიწისძვრაა, ბიძგები შორს იგრძნობა და ახლოს მდებარე შენობების დაზიანება და ნგრევაც მოსალოდნელია.
- დღეს, საქართველოში ალბათ ყველა ფიქრობს, ჩვენც ხომ არ გვემუქრება საფრთხე? განაგრძეთ კითხვა