როგორ შევამციროთ გაზის გადასახადი? - პრაქტიკული და მარტივი რჩევები



ზამ­თარ­ში გაზ­რდი­ლი გა­ზის გა­და­სა­ხა­დი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ყო­ველ­თვი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. რამ­დე­ნი­მე პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შეძ­ლებთ გა­და­სა­ხა­დი შე­ამ­ცი­როთ ისე, რომ სახ­ლში სით­ბო შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. რჩე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია და არც მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დიდ ხარჯთან. 

ამოქოლეთ ჭუჭრუტანები

შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენს სახლს ჭუჭრუტანები არ აქვს, მაგრამ კარგად შეამოწმეთ, რამდენად მჭიდროდ იკეტება ფანჯრები, ფანჯრების და კარების ჩარჩოების გარშემო მინიმალური სივრცე მაინც ხომ არ არის დატოვებული ცარიელი. ნებისმიერი მცირე ჭუჭრუტანაც კი დაფარეთ სილიკონით ან სპეციალური ქაფით. ეს მარტივი და ბიუჯეტური განახლება გაზის გადასახადს დაახლოებით
10%-ით შეგიმცირებთ.

წყლის მილებს გაუკეთეთ თერმოიზოლაცია

წყალი გამათბობლიდან თქვენს ონკანამდე გადის გზას, რომელიც ხშირად საკმაოდ გრძელია. მილების გავლის დროს წყალი კარგავს ტემპერატურას და ონკანში იმაზე ცივი მოდის, ვიდრე გამათბობელზე გაქვთ დაყენებული. ამიტომ გიწევთ, რომ გამათბობელზე წყლის ტემპერატურა აწიოთ, ეს კი გაზის მოხმარებას ზრდის. მილების თბოიზოლაციის შემთხვევაში წყალი გზაში აღარ გაცივდება და აღარც გაზის გაზრდილი მოხმარება მოგიწევთ.
განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები