ცხელ ზაფხულში ალბათ ბევრს აქვს შეკითხვა, თუ როგორ შეიძლება უშველოს ოთახის მცენარეს, რომელსაც ფოთლები მცხუნვარე მზემ დაუწვა, დაუზიანა.
თუ სიმპტომები დროულად შენიშნეთ
ოთახის მცენარეების პატრონს უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი გადაადგილების დროს აივანზე ან ფანჯრის რაფაზე ძალიან მიშვნელოვანია მცენარეს შეუმოწმოთ ფოთლები.
შესაძლოა მცენარე ზამთარში ამა თუ იმ ადგილზე თავს კარგად გრძნობდეს, თუმცა ზაფხულში მზე ძალიან აჭერდეს და ეს შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. თუ დროულად ვერ შენიშნეთ დამწვარი ფოთლები, ორი-სამი დღის შემდეგ დიდი ალბათობით საყვარელი მცენარეს გარეშე დარჩებით.
დამწვრობა, როგორც წესი, მცენარეს ფოთლის
ცენტრში უჩნდება შავი ლაქის სახით და ძალიან მალე ვრცელდება მთელ ფოთოლზე.
მნიშვნელოვანია, რომ ეს არ აგვერიოს სოკოში, რომელიც შედარებით ნელა ვრცელდება და არა მთელ ფოთოლზე.
დამწვრობის დროს ხორციანი ფოთლები ჭკნება და შრება.
თუ შენიშნეთ, რომ მცენარე დაიწვა, სასწრაფოდ უნდა მოაშოროთ მზეს და მიაღებინოთ შხაპი. შხაპი ანუ წყლის ჭავლი არ უნდა იყოს ძალიან ძლიერი, მნიშვნელოვანია ასევე, რომ წყალი არ იყოს ძალიან ცივი, სასურველია იყოს ოთახის ტემპერატურის, რათა მცენარე და მისი ფესვთა სისტემა ახალი სტრესის ქვეშ არ აღმოჩნდს.
წყალი ქოთნიდან ადვილად უნდა გამოდიოდეს, რომ ფესვები არ დააზინანოს.
შემდეგი ეტაპი გახლავთ აღდგენის ეტაპი, მიეცით მცენარეს აზრზე მოსვლის საშუალება. დაზიანებული ფოთლების მქონე მცენარე არ უნდა მოათავსოთ მზიან ადგილზე, სინათლის მოყვარული რომ იყოს, იმ შემთხვევაშიც კი. ასეთი მცენარე უმჯობესია ოთახის სიღრმეში განთავსდეს.
არ არის აუცილებელი დამწვარი ფოთლების დაჭრა, რადგან ის არ დააზიანებს სხვა, ჯანსაღ ფოთლებს როგორც სოკო ან მაგალითად ობი. ფოთლების დაჭრა ამ შემთხვევაში მხოლოდ ესთეტიკურ მხარესთან არის დაკავშირებული.
დამწვრობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შეგიძლიათ დაზიანებული მცენარის ნიადაგი გაანოყივროთ სასუქით. ამის გაკეთება დამწვრობიდან მალევე არ არის მიზანშეწონილი.