რემონტი მარტივი საქმე რომ არ არის, ყველამ კარგად ვიცით. ფული, დრო, კონტროლის უნარი, ნერვები და ენერგია, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადამიანს, რემონტი რომ დაიწყოს. და ესეც არ არის გარანტი იმისა, რომ სასურველ შედეგს მიიღებთ. უმეტესწილად, ადამიანებს რეალურად წლობით გაწელილი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები შერჩებათ ხოლმე ხელში. თუმცა ამჯერად ჩვენ შევეცდებით გაგიქარწყლოთ ეს მითი და დაგარწმუნოთ იმაში, რომ რემონტი სასიამოვნო რუტინაა, რომლის საბოლოო შედეგიც ამად ღირს.
1. მთავარი და პირველი წესი გახლავთ ის, რომ რემონტის პროცესს შთაგონებით უნდა მოეკიდოთ. დაარწმუნეთ საკუთარი
თავი იმაში, რომ ეს თქვენთვის სასიამოვნო და საჭირო ცვლილებაა, რომ რემონტის შემდეგ თქვენი ცხოვრება მეტად კომფორტული და ლამაზი გახდება. ერთი სიტყვით, განეწყვეთ პოზიტიურად და ყველაფერი უფრო მარტივად ჩაივლის.
2. კარგად დაფიქრდით და თავიდანვე განსაზღვრეთ, რამდენად გჭირდებათ სწორედ კაპიტალური რემონტი. ბინის გაქირავებას ხომ არ აპირებთ, ან უბრალოდ გარემოს შეცვლა ხომ არ გინდათ? თუ ასეა, მცირედითაც შეიძლება დაკმაყოფილება, ასეთ შემთხვევაში კედლების გადაღებვა და ავეჯის გადაწყობა სავსებით საკმარისია. თუ უახლოეს მომავალში თქვენს ოჯახში მატებაა მოსალოდნელი, ნუ იჩქარებთ ოთახების გაერთიანებას და სტუდიოს ტიპის მოწყობას. გახსოვდეთ, ბავშვები სწრაფად იზრდებიან და ყველას საკუთარი ოთახი უნდა. კარგად დაფიქრდით და განსაჯეთ რაციონალურად, რა გჭირდებათ. ეს თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ხარჯებსა და გლობალურ ცვლილებებს.
რას ნანობენ ადამიანები და რას აღარ გაიმეორებდნენ, ხელახლა რომ აკეთებდნენ რემონტს
3. თავიდანვე მკვეთრად განსაზღვრეთ რემონტისათვის გამოყოფილი თანხა და მკაცრად მიყევით მისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს. ნუ დაისახავთ მიზნად მთელი ბინის რემონტს, თუ თანხები მხოლოდ ერთი ოთახის მოსაწესრიგებლად გყოფნით. რემონტი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და დამატებითი ხარჯები აუცილებლად გაგაღიზიანებთ, ამიტომ თავიდანვე დასახეთ პრიორიტეტები და გააკეთეთ მხოლოდ ის, რის გაკეთებასაც თავდაპირველად გეგმავდით.
4. აუცილებელი პირობაა ასევე პროფესიონალი ხელოსნების შერჩევა. თავიდანვე კარგად უნდა იცოდეთ, ვისთან გაქვთ საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხის გადახარჯვა და სამუშაო პოროცესის დროში გაწელვა გარდაუვალი იქნება. ხელოსნების შემოწმება კი მეგობრების რეკომენდაციით არის შესაძლებელი, ასევე კარგი იქნება მათი ბოლო ობიექტის დათვალიერება. და ბოლოს, ნუ მოგერიდებათ ჩეკების გადამოწმება. ასე თავიდან აიცილებთ ბევრ გაუთვალისწინებელ ხარჯსა თუ სიტუაციას.
5. არასდროს გადაიხადოთ მთელი თანხა წინასაწარ. ეს ოქროს კანონია. პროფესიონალი მშენებლები თანხას ეტაპობრივად იღებენ. ეცადეთ თავადაც ჩაერთოთ მასალების შეძენის პროცესში და ხშირად აკონტროლთ სამუშაო პროცესიც.
6. თუ რემონტს საკუთარი ძალებით აკეთებთ, კარგად შეისწავლეთ ბაზარი. მართალია, ეს გარკვეულ დროს წაიღებს, თუმნცა მოგეცემათ საშუალება მასალები ეკონომიურად შეიძინოთ. გახსოვდეთ, ყველაზე რეკლამირებული პროდუქტი ყოველთვის საუკეთესო როდია. გაეცანით ფორუმებს, გაიარეთ კონსულტაციები დაიზაინერებთან.
7. ყოველთვის ჩაიწერეთ რა, სად და რამდენად შეიძინეთ. ეს ინფორმაცია გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მასალა დაგაკლდებათ და მისი ხელახლა შეძენა იქნება აუცილებელი.
და ბოლოს, მთავარი -ნუ შეგეშინდებათ რემონტის. ამ პროცესისგან უნა მიიღოთ სიამოვნება და უნდა მიმართოთ ექსპერიმენტებს. თქვენი სახლი თქვენი პიროვნების გამოხატულებაა, ის თქვენი ციხესიმაგრეა. მართალია, სარემონტო პროცესი დროს მოითხოვს, თუმცა სამაგიეროდ მიიღებთ სიმყუდროვესა და ოჯახურ ბედნიერებას.

კომენტარები