ფანერა ინტერიერში ერთ-ერთი უახლესი ტრენდია. სულ ცოტა ხნის წინ ის მხოლოდ სარემონტო მასალად გამოიყენებოდა, თუმცა თავისი პრაქტიკულობისა და ესთეტიური ვიზუალის წყალობით, ბოლო დროს ძალიან პოპულარულ მოსაპირკეთებელ მასალად იქცა შიდა სარემოტო სამუშაოების დროს. ფანერა ძალიან ადვილი მოსავლელია, მშვენვრად იდრიკება, საინტერესოდ გამოიყურება და წყლის მიმართაც მდგრადია.
დეკორატიული მოსაპირკეთებელი მასალა და კედლებისა და ჭერისთვის
განსაკუთრებული და საინტერესო ტექსტურის გამო ფანერა შესანიშნავი მოსაპირკეთებელი მასალაა. ნათელი და თბილი ფერი მას ინტერიერის შესანიშნავ აქცენტად აქცევს. ის ძალიან უხდება თანამედროვე სტილს.
ავეჯი
ნამდვილ აღმოჩენად ავეჯის ინდუსტრიაში იქცა მე-20
კონსტრუქციული ელემენტები
ძალიან მოსახერხებელია ეს სხვადასხვა დეტალების, მაგალითად პოდიუმის, თაროების, კარადების, კიბეებისაც კი ფანერისგან დამზადება. ფანერის ფირფიტები არის სხვადასხვა სისქის და ამტანობის, ამიტომ შეუძლია სხვადასხვა დატვირთვის გაძლება.
ფანჯრების მოპირკეთება
ძალიან მომგებიანია ფანჯრის რაფების ფანერით გაკეთება. ეს იქნება არა მარტო მოდური არამედ ძალიან პრაქტიკულიც. ფანერა ხომ ხეზე მყარი და ამტანია და ამასთანავე დრეკადი.
სანათები
ფანერის პლასტიურობა იძლევა საშუალებას ეს მასალა სანათებისთვის გამოვიყენოთ. როგორც წესი, ეს არის ხოლმე მინიმალისტური მოდელი მკვეთრად გამოხატული ტექსტურითა და ფორმით. ასეთი სანათები ძალიან ბევრ სტილს უხდება.
აქსესუარები
თუ ვერ წარმოგიდგენიათ საკუთრი ინტერიერი ფანერით სცადეთ და მხოლოდ რამდენიმე დეტალით დაიწყეთ. სცადეთ გააკეთოთ ჯერ თაროები, საკიდები ან სხვა აქსესუარები.