სარეცხის მანქანა ნიჟარასთან ერთად ან მის ქვეშ - რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად

მცირეგაბარიტიან სახლში ძნელია სარეცხის მანქანისთვის ადგილის მოძებნა, თუმცა გამოუვალი მდგიმარეობა არ არსებობს და თუ ადამიანი მოინდომებს, გამოსავალს ყოველთვის მოძებნის. ადგილის ეკონომიის მიზნით ხშირად შეხვდებით მცირე ზომის სააბაზანოში სარეცხის მანქანის თავზე დამონტაჟებულ ნიჟარას ან ნიჟარასა და სარეცხის მანქანას გვერდიგვერდ, ერთი სიბრტყის ქვეშ მოქცეულს.

ეს უკანასკნელი შედარებით უმტკივნეულო ვარიანტია და ბევრად ნაკლები მინუსი აქვს. პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ სარეცხის მანქანის თავზე მოქცეული დაფა არ დატვირთოთ ძალიან და მანქანასთან მისადგომი ადგილიც იყოს დატოვებული. ასევე, მანქანა არ იყოს ისეთ მდებარეობაში, რომ ძალიან ხშირად
იწუწებოდეს და სველდებოდეს გარედან. 

რაც შეეხება მეორე ვარიანტს - სარეცხის მანქანას ნიჟარის ქვეშ, ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.
სანამ ნიჟარის აღნიშნული მოდელით განთავსებას გადაწყვეტდეთб კარგად გაეცანით აღნიშნული ვარიანტის პლუსებს და მინუსებს, შესაძლოა გადაიფიქროთ კიდეც.

ჯერ აღნიშნული ვერსიის უპირატესობებს გავეცნოთ:
შეზღუდული სივრცის რაციონალურად გამოყენება. სარეცხის მანქანის ნიჟარის ქვეშ მოთავსება, იძლევა საშუალებას, ის დარჩეს აბაზანში და არ მოგიწიოთ მისთვის ადგილის სხვა ოთახის მოძებნა.

შედეგად მიიღებთ ასევე ორიგინალურ აბაზანას, მით უმეტეს, რომ თანამედროვე ბაზარი იძლევა საშუალებას შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფორმის, ზომის და ფერის ნიჟარა.
ნიჟარის ქვემოთ დამონტაჟებული სარეცხის მანქანას ბევრად მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე იგივე ვარიანტით დამინტაჟებულს სამზარეულოში. საქმე ის არის, რომ აბაზანის ნიჟარა ისეთი დატვირთვით არ იხმარება, როგორიც სამზარეულოსი. ამასთან, სარეცხის მანქანა აბაზანაში უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე სამზარეულოში.


ეს რაც შეეხება დადებით მხარეებს, ახლა კი უარყოფითზე ვისაუბროთ:
მსგავს კონსტრუქციას სპეციალური სიფონი ან ჩამოსხმა სჭირდება. შესაძლოა, მაღაზიაში მისი მოძიება ვერ მოახერხოთ, ამიტომ სპეციალისტები გირჩევენ ის ნიჟარასთან ერთად შეიძინოთ კომპლექტში.
დაზიანების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილების მოძიება ადვილი არ იქნება.
თუ მიჩვეული ხართ, რომ ნიჟარის ქვემოთ თავისუფალი ადგილია, პირველად შეიძლება დისკომფორტი შეგექმნათ. ნიჟარასთან წარამარა თუ მიდიხართ და ოჯახშიც ბევრი წევრია, არ იქნება დიდად მოხერხებული ამ ნიჟარის ხმარება.
წყლის გამავალი სისტემის ჰორიზონტალური მდებარეობა ზრდის მილის გაჭედვის ალბათობას. საქმე ის არის, რომ ნიჟარა ამ შემთხვევაში არ იქნება ღრმა და წყალიც ისე კარგად ვერ გავა, როგორც ღრმა ნიჟარის შემთხვევაში. მისი გაწმენდა უფრო ხშირად დაგჭირდებათ.
და ბოლოს, წყალთან დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა სახიფათოა და მასთან სიფრთხილეა საჭირო. უმნიშვნელო წყლის გაჟონვამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს მოკლე ჩართვა ან მოწყობილობის დაზიანება.

როგორ შევარჩიოთ ნიჟარა
სარეცხის მანქანის თავზე ჩვეულებრვი ნიჟარის დამონტაჟება არ შეიძლება. ეს არც პრაქტიკულია და თან სახიფათოა. საოჯახო ტექნიკის მსხვილ კომპანიებს თავად შემოაქვთ მოსახერხებელი კომპლექტი, რაც მონტაჟის პროცესს ბევრად მოსახერხებელს და მარტივს ხდის.
სარეცხის მანქანის თავზე დასამონტაჟებელ ნიჟარას ფოთლის ფორმა აქვს და თუ სტანდარტულ ნიჟარას გწყლის გამავალი სისტემა ცენტრში აქვს, ასეთ მოდელს უკანა კედელზე აქვს. ასეთი წყობა სარეცხის მანქანას იცავს შემთხვევითი ინციდენტების დროსაც კი.
არცთუ ღრმა ნიჟარას აქვს ის ნაკლი, რომ წყლის შხეფები გარეთ გადმოდის, ამიტომ სასურველია შესაფერისი სიმაღლის შერჩევა.
იდეალური იქნება, თუ ნიჟარა ზომით სარეცხის მანქანაზე დიდი იქნება. წყლის გამავალი სისტემა უმჯობესია სარეცხის მანქნის უკან გადიოდეს, გაჟონვის შემთხვევაში ასე უფრო დაცული იქნება ელექტრომოწყობილობა.
რაც შეეხება მასალას, სპეციალისტები ხელოვნური ქვის გამოყენებას გვირჩევენ.

როგორ შევარჩიოთ მანქანა

სარეცხის მანქანას უნდა ჰქონდეს ფრონტალური ჩატვირთვმა, ანუ წინა კარი და არა ზედა.
ოპტიმალური სიმაღლე 60 სმ-ია. კონსტრუქციის სიმაღლის გასათვალისწინებლად უნდა გაითვალისწინოთ ასევე ნიჟარის გაბარიტებიც და დაშორება ნიჟარასა და სარეცხის მანქანას შორის.
სარეცხის მანქანის სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 47 სმ-ს. ამ ტიპის მანქანის ტევადობა 3,5 4 კგ-ია, ამიტომ მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის არცთუ მოსახერხებელია.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ მცირეგაბარიტიანი სარეცხის მანქანები სტანდარტულთან შედარებით უფრო ძვირი ღირს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები