რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად ცენტრალური გათბობის ჩართვამდე და როგორ უნდა შეამციროთ ხარჯი - სპეციალისტის რჩევები

ზამთრის სეზონის დაწყებამდე, ვიდრე ცენტრალურ გათბობას ან გამათბობელს ჩართავთ, აუცილებელია შეამოწმოთ გაზზე მომუშავე დანადგარები რამდენად გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობს. თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ეს მომსახურება უფასოა კომპანიის აბონენტებისთვის. ამისთვის საჭიროა დარეკოთ თბილის ენერჯის ცხელ ხაზზე 2404004.

როგორ მოიხმაროთ გაზი ეკონომიურად ზამთრის სეზონზე, კომპანიის სპეციალისტების რჩევით, ამისთვის მნიშვნელოვანია სახლს ჰქონდეს კარგი თბოიზოლაცია.
კომპანია მომხმარებელს ასევე ურჩევს, რომ გათბობის ჩართვამდე შეამოწმონ რადიატორები, სადაც ხშირად გროვდება ჰაერი, ასეთ დროს რადიატორები არ თბება სათანადოდ და შესაბამისად გათბობის ქვაბიც მეტი დატვირთვით მუშაობს, ეს კი მეტ გადასახადს
ნიშნავს. რადიატორების ჰაერისგან დაცლა მარტივად არის შესაძლებელი, ამისთვის საჭიროა, გახსნათ რადიატორზე არსებული პატარა ონკანი და როგორც კი წყალი დაიწყებს დენას, ონკანი გადაკეტოთ.

თუ ჯერ არ გაქვთ ცენტრალური გათბობა და მის დამონტაჟებას გეგმავთ, ნახეთ რა უნდა გავითვალისწინოთ გაზის გამათბობელის დაყენებისას და როგორ ვიყოთ უსაფრთხოდ? როგორ ავარჩიოთ ბუნებრივი აირის გამათბობელი ALLNEWS.GE ენერგეტიკოსს, გია არაბიძეს ესაუბრა.

- გაზით გაგუდვის უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ საქართველოში ყველაზე ხშირად მოსახლეობა წვის შედეგად გამოყოფილი გაზით იგუდება, ანუ იმით, რაც ოთახში ბუნებრივი აირის მოწყობილობის ტექნიკური გაუმართაობის გამო რჩება.

- ტექნიკურ გაუმართაობაში კონკრეტულად რა იგულისხმება?

- სრულყოფილად არ ხდება გარედან ჰაერის შემოტანა და წვის ნაწარმის გარეთ გატანა, ეს არის პირველი ტექნიკური პირობა, რომელიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს. ეს პროცესი რომ ირღვევა, იმიტომ ხდება ტრაგედიები. ამას გარდა მნიშვნელოვანია გამათბობლის ტიპი. განაგრძეთ კითხვა



გაზის გამათბობელის სპეციალისტის ინტერვიუ და რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ მონტაჟისა და მოხმარების დროს, იხილეთ სტატიაში:
როგორ შევარჩიოთ გათბობის ქვაბი და სხვა დეტალები, რომ ფართი ეფექტურად გათბეს და როგორ მოვუაროთ უკვე დამონტაჟებულ სისტემას - სპეციალისტის რჩევები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები