სად მოვათავსოთ ჰაერის დამატენიანებელი, ლამაზიც რომ იყოს და მოსახერხებელიც


ჰაერის დამატენიანებელი დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ეგზოტიკურ ნივთს და ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ნაწილად აღიქმება. მისის ყიდვის შემდეგ ხშირად იჩენს ხოლმე თავს კითხვა, სად შეიძლება მოთავსდეს ეს ნივთი სახლში. შემოგთავაზებთ საინტერესო იდეებს.

იატაკზე

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგიერთი მწარმოებელი სპეციალურად იატაკზე დასადგამ გაჯეტებსაც კი აწარმოებს. მთავარია მოწყობილობა ისეთ ადგილას განთავსდეს, რომ ოჯახის წევრებს გადაადგილების დროს დაბრკოლება არ შეუქმნას. მნიშვნელოვანია ასევე საფარი, თუ ლამინატი გაქვთ, გირჩევთ დააკვირდეთ, გამოფრქვევის დროს იატაკი ხომ არ დასველდება.

კომოდზე


კომოდი დამატენიანებლისთვის შესანიშნავი ადგილია, არც სადენები გამოჩნდება და დიზაინითაც
ისეთი შეგიძლიათ შეარჩიოთ, რომელიც თქვენს ინტერიერს მოუხდება.

ტუმბოზე

ჰაერის დამატენიანებელი ყველაზე მეტად საძინებელში სჭირდება ადამიანს, რათა უზრუნველყოს ჯანმრთელი და ღრმა ძილი, შეგიძლიათ ის საწოლთან ტუმბოზე კი განათავსოთ, თუმცა ამ შემთხვევაში გირჩევთ შერჩევის დროს უპირატესობა შედარებით კომპაქტურ მოდელს მიანიჭოთ. ასევე შეარჩიეთ მაქსიმალურად ჩუმ რეჟიმში მომუშავე, რათა ძილის დროს ხელი არაფერმა შეგიშალოთ.

ტუალეტის მაგიდაზე

ამ შემთხვევაშიც უფრო კომპაქტური მოდელი გამოგადგებათ.

ჟურნალის მაგიდა

ესეც ძალიან მოხერხებული ვარიანტი იქნება, თუმცა ამ დროს ისეთ მოდელი უნდა შეარჩიოთ, რომელიც მისაღების ინტერიერს მოუხდება.

სამუშაო მაგიდა

განსაკუთრებით კარგი იდეაა იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო მაგიდასთან დიდ დროს ატარებთ.

ფანჯრის რაფა

კარგ იდეაა ფანჯრის რაფაც, ყვავილებთან ახლოს თუ იქნება ეს ყვავილებსაც ძალიან მოუხდებათ.

სამზარეულოს სამუშაო ზედაპირი

სამზარეულოში, სამუშაო ზედაპირზე განთავსებული დამატენიანებელი ხელს ნამდვილად არ შეგიშლით, თუ ფართობი ამის საშუალებას იძლევა.

კომენტარის დამატება