თანამედროვე მაცივარი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ეს არის თანამედროვე, ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც ყველა ოჯახს აუცილებლად სჭირდება.
თუ მაცივრის ყიდვას აპირებ, წინასწარ, ზუსტად უნდა იცოდე რა აუცილებელ ტექნიკურ მახასიათებლებს მიაქციო ყურადღება იმისთვის, რომ შემდგომში იმედები არ გაგიცრუვდეს.
რა ინოვაციებს ფლობს თანამედროვე მაცივარი:
ისტორიული
ფესვები და გაგრილების კონცეფცია
იცი, მაცივრის გამოგონებას რამ დაუდო საფუძველი?
ისტორიას უძველეს დროში მივყავართ, როცა ჩვენი წინაპრები საკვების შესანარჩუნებლად ბუნებრივ ყინულს და გამოქვაბულებს იყენებდნენ.
პირველი მექანიკური მაცივარი გამოიგონეს მე-19 საუკუნეში, რასაც მომდევნო საუკუნეში მოჰყვა ფრეონის გამოგონებაც. შეიქმნა, აგრეთვე, კომპრესორის ტექნოლოგია. საბოლოოდ, ამ ინოვაციებმა და ტექნოლოგიურმა განვითარებამ შექმნა თანამედროვე მაცივარი.
დაინტერესდი სტატიით და მაცივრის შერჩევაში დახმარება გჭირდება? მაშინ განაგრძე კითხვა, ბევრ საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენ.
როგორ შევარჩიოთ მაცივარი
1. კამერების რაოდენობა
ერთკამერიანი მაცივრები იაფად შეგიძლია იყიდო, შედარებით ძვირადღირებული კი ორკამერიანი ან დიდი მოცულობის - Side-By-Side მოდელებია.
2. ინსტალაციის ტიპი და ზომა
ჯერ გადაწყვიტე, ჩასაშენებელი მაცივარი გინდა თუ ცალკე მდგომი. შემდეგ, განსაზღვრე, რა ზომის მაცივარს დაიტევს შენი სამზარეულო.
3. ფერი და დიზაინი
შენ უკეთ იცი, რა ფერის მაცივარი დაგიმშვენებს სამზარეულოს ინტერიერს. მაცივრის დიზაინიც შენს გემოვნებას გაუსვამს ხაზს. რჩევის სახით გეტყვი, რომ ქვედა საყინულიანი მაცივარი მოხმარებისას უფრო კომფორტული და ტევადია.
4. მოცულობა
მაცივრის მოცულობა პირდაპირ კავშირშია შენი ოჯახის წევრების რაოდენობასთან და იმასთანაც, რა რაოდენობის პროდუქტს განათავსებთ მასში.
5. გალღობის სისტემა: NO FROST VS DEFROST VS კომბინირებული
მშრალი გალღობისას (NO FROST) მაცივარში არ წარმოიქმნება ყინული. ნახევრად მშრალი გალღობის Defrost მაცივარში, პირიქით, წარმოიქმნება. კომბინირებული ვარიანტი კი აერთიანებს ორივეს.
6. ენერგოეფექტურობის კლასი
დააკვირდი ვარსკვლავების რაოდენობას მაცივრის სტიკერზე. რაც მეტი ვარსკვლავი ექნება, მით მეტ ელექტროენერგიას დაგიზოგავს.
7. კომპრესორი და ფრეონი
ხარისხიანი კომპრესორი განსაზღვრავს მაცივრის დაბალი ხმაურის დონეს და ეკონომიურობას. მნიშვნელოვანია მაცივებელი სისტემაც, ანუ ფრეონი. ყველაზე ეკონომიური და გარემოსადმი უსაფრთხოა ფრეონი R600a.
რომელი მაცივარი ჯობია?
ბაზარზე დღეს მაცივრების მრავალფეროვანი არჩევანია და აჯობებს, გადაწყვეტილება, შენი საჭიროებებიდან გამომდინარე, მიიღო.
აუცილებელია, წაიკითხო ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტში, სადაც გაეცნობი როგორ უნდა მოუარო მაცივარს, რომ დიდხანს გაგიძლოს.
იმედია, რჩევები დაგეხმარება იპოვო, ზუსტად, შენი ცხოვრების რიტმზე მორგებული მაცივარი და შეიგრძნო თანამედროვე ტექნოლოგიის ხიბლი.
სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი
თუ მაცივრის ყიდვას აპირებ, წინასწარ, ზუსტად უნდა იცოდე რა აუცილებელ ტექნიკურ მახასიათებლებს მიაქციო ყურადღება იმისთვის, რომ შემდგომში იმედები არ გაგიცრუვდეს.
რა ინოვაციებს ფლობს თანამედროვე მაცივარი:
- შეგიძლია ტემპერატურის კონტროლი
- ენერგოეფექტურია, რაც რაც გეხმარება დაზოგო კომუნალური გადასახადები და შეამცირო გარემოზე ზემოქმედება
- აქვს ჭკვიანი ტექნოლოგიები: სენსორული ეკრანი, Wi-Fi კავშირი, ხმოვანი კონტროლი, დისტანციური მართვა
- მოსახერხებელი სათავსოები: რეგულირებადი თაროები, ტენიანობის კონტროლირებადი განყოფილებები, ე.წ. ფრეშ ზონა
- ჩაშენებული ყინულისა და წყლის დისპენსერები