რა აზიანებს მტვერსასრუტს ყველაზე მეტად? - ყველაზე ძვირად ღირებული მოდელებიც კი ვერ უძლებენ


ინტერნეტ სივრცეში პოპულარულია ლაიფ ჰაკი: დაყარეთ საცხობი სოდა ლეიბზე, დატოვეთ ცოტა ხნით და შემდეგ მტვერსასრუტით დაამუშავეთ. დასუფთავების თვალსაზრისით, ეს იდეალურად ჟღერს, მაგრამ თუ მტვერსასრუტის დაზოგვაზე ფიქრობთ, ეს არ არის სწორი. საქმე ის გახლავთ, რომ საცხობი სოდის მტვერსასრუტით აღება მყისიერად აფუჭებს ტექნიკას.
რატომ ხდება ეს? სოდა ძალიან წვრილი ფხვნილია, რომელიც ადვილად გადის ფილტრში და აღჭურვილობის სხვა ნაწილებს ბლოკავს. მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს მისი ერთადერთი ნაკლია, ხალიჩებისა და ლეიბების საწმენდი სხვა ფხვნილები შეიძლება შეიცავდეს მჟავებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ფილტრებს დააზიანებს. ქვიშაც
კი უფრო უსაფრთხოა შესაგროვებლად, ვიდრე საყოფაცხოვრებო ქიმიკატები.

არაფრით არ შეძლება მტვერსასრუტით წყლის შეწოვა, ის მტვერსასრუტის ნაწილებს ედება და მაგნიტივით იკრავს ჭუჭყს. მტვრის ნაწილაკები მილის კედლებს ეწებება, რაც შეწოვის ძალას ასუსტებს. მოწყობილობის შიგნიდან გაწმნედა კი ადვილი არ არის.
სახლის დალაგება მტვერსასრუტის გარეშე წარმოუდგენელი გვეჩვენება. მაგრამ ჯობს, მთელი პასუხისმგებლობა მასზე არ გადაიტანოთ. მტვერსასრუტები შინაური ცხოველების თმის, მტვრის, ქერტლის, თმის, ჭუჭყის და სხვა მცირე ნარჩენების შესაგროვებლად გამოიყენება. ისინი არ არის გათვლილი იატაკიდან ქაღალდის ხელსახოცების, სათამაშოების ნარჩების ასაღებად. არადა, ბევრი ადამიანი ამისთვისაც იყენებს.
როდის გაწმინდეთ ბოლოს მტვერსასრუტის ფილტრი? სტატისტიკის მიხედვით, 10 ადამიანიდან მხოლოდ 2 აკეთებს ამას რეგულარულად. დარჩენილ რვას შორის არიან ისეთებიც, რომლებიც არასოდეს რეცხავენ მტვერსასრუტის შიდა ნაწილებს. რატომ არის ეს საჭირო? პირველ რიგში, დაგროვილი ჭუჭყი ამცირებს აღჭურვილობის შეწოვის ძალას. და მეორეც, ფილტრებს უჩნდება სუნი და თუ არ გაიწმინდა, ყოველი ჩართვისას მთელ სახლში გავრცელდება.

კიდევ ერთი რამ, რასაც ადამიანები უფრო იშვიათად აკეთებენ, ფილტრების შეცვლაა. რა თქმა უნდა, რეგულარული რეცხვა გაათავისუფლებს ჭუჭყის დიდ ნაწილს, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი გაწმენდა მაინც გართულდება ნარჩენების გამო, რომლებსაც სტანდარტული გაწმენდა არ აშორებს. მწარმოებლების უმეტესობა გირჩევთ მტვერსასრუტის ფილტრები წელიწადში ერთხელ მაინც მთლიანად შეცვალოთ.
რაც შეეხება დასატენ მოდელებს, მუდმივად დატენვა არ დააზიანებს თქვენს მტვერსასრუტს, მაგრამ შეიძლება ბატარეის ხანგრძლივობა შეამციროს.
ჯობია არ შეაერთოთ დასატენად, სანამ ის მთლიანად არ დაჯდება. აქ ყველაფერი ზუსტად ისევე მუშაობს, როგორც სმარტფონებსა და ლეპტოპებზე: ასევე მიზანშეწონილია მათი განმუხტვა და თითქმის მთლიანად დამუხტვა.
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა გახლავთ ადამიანის თმა, თქვენი კატის ბეწვი, ძაფები - ეს ყველაფერი იხვევს მტვერსასრიტში და თანდათან აზიანებს მას. ჯაგრისის გაწმენდა რუტინული საქმეა,თუმცა, თუ გსურთ, რომ მტვერსასრუტი დიდხანს გემსახუროთ, აუცილებლად უნდა გაწმინდოთ ხოლმე მტვერსასრუტის ჯაგრისი ხელით ან მაკრატლის დახმარებით.

კომენტარის დამატება