როგორ მოვაშოროთ მაცივარს უსიამოვნო სუნი ქიმიკატების გარეშე და სამუდამოდ


როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი მაცივრიდან და თავიდან ავიცილოთ მისი ხელახალი გაჩენა?

თუ მაცივარი ახალია...

მაცივარს, როგორც ნებისმიერ ახალ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, თავისი სუნი აქვს. იმისათვის, რომ ის არ შეერიოს თქვენი საყვარელი საკვების არომატს, გამოყენებამდე უნდა მოიცილოთ ეს "ახალი მაცივრის სუნი."
ამისათვის გამოიყენეთ თბილი წყალი, რომელშიც გახსნით საცხობ სოდას ან ნებისმიერ სარეცხ საშუალებას. არ დაგავიწყდეთ მაცივრის გარედან გაწმენდაც. შემდეგ გააშრეთ ყველა ზედაპირი და დატოვეთ კარი ღია რამდენიმე საათის განმავლობაში კამერების ვენტილაციისთვის. ამის შემდეგ შეგიძლიათ უსაფრთხოდ გაავსოთ მაცივარი საკვებით.

თუ მაცივარი ძველია
მაშინაც
კი, თუ მჭიდროდ დახურავთ საკვების ყველა ქილას და კონტეინერს, დროთა განმავლობაში, თქვენი მაცივრის სუნი აღარ არის სასიამოვნო. საკვების სხვადასხვა არომატი, თავისებური ბაქტერიები საბოლოო დროტა განმავლობაში უსიამოვნო სუნს ტოვებს. ამ დროს უკვე უნდა გამოწმინდოთ მაცივარი ან მინიმუმ სპეციალური სადრენაჟო ხვრელი (ის ივსება ხოლმე) მაინც გაასუფთაოთ. მწარმოებლები ჩვეულებრივ ამ პროცედურის ჩატარებას წელიწადში 2-ჯერ-3-ჯერ გვირჩევენ.

ხალხური საშუალებები კი დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის მოშორებაში.

1. ძმარი: გაწმინდეთ მაცივრის კედლები ძმრის ხსნარში დასველებული ქსოვილით (50/50-ზე წყალში განზავებული).

2. საცხობი სოდა: გამოწმინდეთ მაცივარი საცხობი სოდის წყლის ხსნარით. შემდეგ კი დადგით მასში სოდიანი ღია კონტეინერი და ყოველ 3 თვეში ერთხელ გამოცვალეთ. საცხობი სოდა შესანიშნავად შთანთქავს სუნს.

3. ამიაკი: დაგეხმარებათ ყველაზე მძიმე შემთხვევებში, როდესაც მაცივარი გაწმენდილია, მაგრამ სუნი რჩება. მაცივრის კედლების შიგნიდან ამიაკი წაუსვით და კარი ღია დატოვეთ მთელი დღე.

4. გააქტიურებული ნახშირბადი. ერთი მუჭა ნახშირი დაფშვენით, ჩაყარეთ თეფშში და შედგით მაცივარში ერთი დღით.

5. ლიმონის წვენი. გაწმინდეთ მაცივარი შიგნიდან,ლიმონის წვენში დასველებული ნესტიანი ქსოვილით.




უსიამოვნო სუნის პრევენცია

მომავალში უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად საკვების შთამნთქმელი დაგეხმარებათ. ეს შეიძლება იყოს:

1. ჭვავის პური: ჩვეულებრივი შავი პური დავჭრათ ნაჭრებად და მოვათავსოთ თითო მაცივრის თაროზე.

2. ბრინჯის მარცვლები: მოათავსეთ თეფშზე და შედგით მაცივარში.

3. დაჭრილი ხახვი, ვაშლი და კარტოფილიც მშვენივრად შთანთქავს სუნს, თუმცა ეს ასეთი ბუნებრივი შთამნთქმელი უნდა შეიცვალოს რამდენიმე დღეში ერთხელ.

4. არომატული მწვანილი და სანელებლები: ბაზილიკის, კურკუმას, მიხაკის, ტარხუნის, დარიჩინის, ნიახურის, თიმის შენახვა მაცივარში, ამით აფერხებთ უსიამოვნო სუნის წარმოქმნას. ვანილის ექსტრაქტიც დაგეხმარებათ - საჭიროების შემთხვევაში თაროები არომატულ სითხეში დასველებული ბამბის ტამპონით გაწმინდეთ.

5. ფორთოხალი, ლიმონი: ჰაერის გამაგრილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორთოხლის კანი ან ლიმონის ნაჭრები.

6. მარილი, შაქარი: უბრალოდ შედეთ მაცივარში ღია კონტეინერი მარილით ან შაქრით და ძალიან მალე უსიამოვნო სუნის კვალი აღარ დარჩება.

გახსოვდეთ, რომ მაცივარი არ უნდა განთავსდეს რადიატორთან ან ღუმელთან ახლოს. ექსპერტები განმარტავენ, რომ სითბოს წყარო იწვევს მაცივრის გაცხელებას და მეტი ენერგიის დახარჯვას გაგრილებაზე. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდას. გარდა ამისა, ეს არის დამატებითი დატვირთვა ძრავზე, რომელიც უფრო სწრაფად გადახურდება. ტემპერატურულმა ცვლილებებმა, რომლებიც ყოველი კარის გაღებას მოჰყვება, შეიძლება დაარღვიოს მიკროკლიმატი, შედეგად, საკვები უფრო სწრაფად ფუჭდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები