გიორგი ბოჭორიძე წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა, თუმცა ოთხი წლის წინ გადაწყვიტა, თელავში გადასულიყო საცხოვრებლად. მუშაობს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პარალელურად ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების შესანახად ამზადებს სხვადასხვა მოცულობის კასრებს. მომავალში გეგმავს, თავისი ხელით დამზადებულ კასრებში საკუთარი წარმოების სასმელი ჩამოასხას.
- ოთხი წელია, თელავში გადავედი საცხოვრებლად. სამსახურის გარდა მაქვს ჰობი, რომელიც დამატებით შემოსავლის წყაროდ ვაქციე. ყოველთვის მიყვარდა და შინაგან სიმშვიდეს მანიჭებდა ხეზე მუშაობა, ამიტომ ამ მიმართულებით განვავითარე ჩემი ნიჭი. ვამზადებ ხის პატარა კასრებს, სადაც შესაძლებელია, როგორც ალკოჰოლური, ისე არაალკოჰოლური სასმელების შენახვა. მერვე
წელია, ამ საქმეს ვაკეთებ. კასრებს იყენებენ ოთახის დეკორად, ასევე ყიდულობენ ტურისტები სუვენირებად. ვამზადებ როგორც დიდი, ისე პატარა მოცულობის კასრებს თბოიზოლაციით, ასევე გაგრილების სისტემით. ძირითადად ისეთ რეგიონებში მიაქვთ, სადაც ტურისტების რაოდენობა მეტია.
- მასალას აქვს მნიშვნელობა? თქვენ რა მასალით ამზადებთ კასრებს?
- რა თქმა უნდა, მასალა ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად ვამზადებ ფიჭვისგან. შიგნით მოთავსებულია უჟანგავი ფოლადი, ე.წ. ნერჟავეიკა და გარედან ვფუთავ ფიჭვით. ეს არის ყველაზე საიმედო მასალა.
- რამდენად ინარჩუნებს სასმელი გემოვნურ თვისებებს?
- ალკოჰოლური სასმელი გემოვნურ და სხვა თვისებებს ინარჩუნებს ჩასხმიდან გახსნამდე. როცა დალუქავთ, იმ დღიდან მოყოლებული, სანამ არ გახსნით, მასში სასმელი შეინახება უცვლელად. ღვინის ქარხნებში, მარნებში იყენებენ ე.წ. ნერჟავეიკის ჭურჭელს, რადგან სასმელის გემოს ყველაზე მეტად აღიქვამს ეს მასალა და თან ამავე დროს ყველაზე უკეთ უნარჩუნებს სასმელს თავის თვისებებს. მეც შესაბამისად ხარისხზე ვარ ორიენტირებული. მართალია, ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ღირს.
სამწუხაროდ, ცნობადობა არის დაბალი. მომხმარებელს რატომღაც ჰგონია, რომ მუხის კასრში კონიაკი განიცდის დაძველებას. რეალურად ასე არ არის. ძირითადად კონიაკს ასხამენ კასრებში, მაგრამ ამას თავისი პროცესი აქვს. როცა კონიაკი თავის დაძველების პროცესს გაივლის, იმას ხის კასრში ჩაასხამ თუ შუშის ბოთლებში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ, მას თავისი დაძველების ეფექტი დასრულებული აქვს. მიჭირს მომხმარებლებისთვის ამის ახსნა, ამიტომ ჩემს კასრებს ყიდულობენ ისეთი კატეგორიის ხალხი, ვინც ამ ყველაფერში გათვითცნობიერებულია.
- კასრებს მარტო ამზადებთ თუ გყავთ დამხმარე?
- ამ ეტაპზე ყველაფერს მე ვაკეთებ. თითოეული დეტალი ჩემი ხელით იქმნება. ვფიქრობ, სხვას თუ დავუძახე დასახმარებლად, ისეთი არ გამოვა, როგორი ჩანაფიქრიც მე მაქვს ხოლმე. ჩემი ჩანაფიქრი მინდა, რომ მე თვითონ განვახორციელო. ერთადერთი ელექტროშემდუღებელი მჭირდება, რომელიც ლითონის კონსტრუქციას კრავს. დანარჩენი ყველაფერი არის ჩემი ხელით დამუშავებული.
- თქვენ გაქვთ ვენახი? თუ გიფიქრიათ, რომ საკუთარი წარმოების სასმელი ჩამოასხათ ამ კასრებში?
- დიახ, სამოსახლო მიწყობს ხელს, რომ მომავალში მე თვითონ განვავითარო ეს მიმართულება. მინდა, რომ ეს ყველაფერი მთავარ საქმიანობად ვაქციო და დროთა განმავლობაში განვვითარდე ამ კუთხით. მაქვს იმის, ფუფუნება, რომ სახლის პირობებში ვაწარმოო პროდუქცია და არ მიწევდეს სხვადასხვა ადგილებში სიარული.
მერი ბლიაძე

კომენტარები