დახვეწილი საახალწლო სათამაშოები ქართველი ხელოვანისგან - "მინდა, ჩემმა ნამუშევარმა სითბო და ზეიმი შეიტანოს ოჯახში"

კერამიკოსსა და მხატვარ თამარ ვაჩეიშვილს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. მისი ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლობს საზოგადოებაში. მხატვრობა შერეული ტექნიკით, თიხის ჭურჭელი, სანათები, კედლის დეკორაცია - ეს იმ ნივთების მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც ქალბატონი თამარი ქმნის. ამ ჩამონათვალს რა ხანუა შეემატა ხელნაკეთი სამაჯურები და საოცარი საახალწლო სათამაშოები. სწორედ მათ შესახებ გვესაუბრება ამჯერად ქალბატონი თამარი.

- დეკორის შექმნა როდის დაიწყეთ და რატომ დაინტერესდით ამ საქმიანობით?
- ყველაფერი საკუთარი სახლის გალამაზებით დაიწყო. მერე ახლობლების სახლებიც გავალამაზე. ამის შემდეგ შეკვეთებიც მივიღე. თავიდან მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის ვქმნიდი.
ნახატები, სათამაშოები, სანათები, ქუდები, შარფები... ხლობლებში აღფრთოვანებას და ემოციას იწვევდა. მერე კი იქცა პატარა საქმედ.

- საახალწლო ნამუშევრებზე მუშაობა ალბათ განსაკუთრებით სასიამოვნოა ემოციურად... 
- დიახ, ახალი წლის სათამაშოებზე მუშაობა განსაკუთრებით მიყვარს. თითქოს დღესასწაული იწყება სხეულში და ფეიერვერკივით იფრქვევა.

- რა მასალაზე მუშაობთ და როგორ არჩევთ ფორმებს, ფერებს, გამოსახულებებს... 
- მასალა აუცილებლად ხარისხიანი, ძვირფასი უნდა იყოს - ხავერდი, კრისტალები, აბრეშუმის და ოქროს ძაფები და კიდევ უამრავი რამ...
რაც შეეხება ფორმებისა და ფერების შერჩევას, ვაკეთებ იმას, რაც გულიდან მოდის. მინდა, რომ ჩემმა ნამუშევარმა სითბო, სიმყუდროვე და ზეიმი შეიტანოს ოჯახში.





კომენტარები

tsiko 2021-12-06 14:16
სად შეიძლება შეძენა? ულამაზესიააააა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები