ვისაც ინტერიერის დიზაინში ცოდნა და გამოცდილება არ აქვს, ცდილობს ამ სფეროში დადგენილი წესებით იხელმძღვანელოს და დიზაინის მთავარი პრინციპები დაიცვას. საქმე ისაა, რომ წესებიც დროს ემორჩილება და ერთ დროს საყოველთაოდ მიღებული ტენდენცია დღეს ძველმოდურად და უგემოვნოს გამოიყურება. დღეს სწორედ 10 ასეთ მოძველებულ შეხედულებას წარმოგიდგენთ, რომლის მსხვერპლიც ჩვეულებრივი მობინადრეები ხშირად ხდებიან.
1. მინიატიურულ ოთახებში მხოლოდ პასტელის ფერები უნდა იყოს
რატომ უნდა დაამსგავოთ ოთახი მოსაწყენ ოფისს? თუ მკვეთრი ფერები გიყვართ, ნუ მოგერიდებათ მათი ციცქნა ბინაშიც გამოყენება. თუ კედლების ნეიტრალურ ფერად შეღებვა გსურთ, გამოიყენეთ მკვეთრი
2. სხვადასხვა მეტალის ამ ხის იმიტაციის ერთ ინტერიერში გამოყენება დაუშვებელია.
აუცილებელი არაა ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მაქსიმალურად დააშოროთ ერთმანეთს. საინტერესოდ გამოიყურება ინტერიერში რამდენიმე სახეობის ხე, _ ფაქტურითა და ფერით განსხვავებული. ასეთი გარემოცვისთვის კარგი გემოვნება რომ შეინარჩუნოთ ნეოტრალური გარემოცვა აირჩიეთ.
3. პატარა ოთახში პატარა ავეჯი
დიდი, მოსახერხებელი დივანი იდეალურად გამოიყურება პატარა მისაღებში; მასზე მეგობრების მხიარული კამპანია დაეტევა. ერთი მსხვილი ნივთი მინიატიურულ ოთახში ვიზუალურად გაზრდის მას. თუმცა, მოერიდეთ წვრილ-წვრილ ნივთებს მის გარშემო. მსხვილი ნივთი უმჯობესია პასტელური ფონთან განათავსოთ.
4. კერამიკული ფილა მხოლოდ სააბაზანოს ან სამზარეულოს უხდება
ასე მხოლოდ ის ფიქრობს, ვისაც თანამედროვე კერამიკაზე წარმოდგენა არა აქვს. დღეს კერამიკული ფილით ელიტური მისაღები ოთახის მოწყობაც შეგიძლიათ. ასეთ იატაკს განსაკუთრებით მოუხდება ჰაეროვანი ფარდები, აბრეშუმის თეთრეული და პლუშის პლედები.
5. კერამიკა საუკეთესოა სამზარეულოს კედლისთვის
თუ შევთანხმდით, რომ მისაღებს კერამიკული იატაკი უხდება, რატომ არ ვცადოთ სამზარეულოს კედელზე შპალერი? სცადეთ, სასადილო ზონას განსაკუთრებით მოუხდება.
6. თანამედროვე და კლასიკური დიზაინი შეუთავსებელია
გავრცელებული მოსაზრებაა, მაგრამ ასე არაა. მნიშვნელოვანი რჩევა: იმისათვის, რომ სხვადასხვა სტილის ინტერიერის ნივთები ერთმანეთს მოუხდეს, კარგი კომბინაცია შეიქმნეს, ნეიტრალური ფერები აირჩიეთ.
7. სამზარეულო მაქსიმალურად შეუმჩნეველი უნდა იყოს
თუ სტუდიური ბინა გაქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში. გაიხსენეთ მოდურ რესტორნებში გახსნილი სამზარეულოები, სადაც ბზინვარე ქვაბები. კერამიკული ჭურჭელი და სანელებლების ქილები იდეალურ დეკორს ქმნის.
8. საძინებელი - მოკრძალებული და სიმეტრიული
სიმეტრია ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და დაძინებაში გვეხმარება. მაგრამ დამტკიცებული არაა, რომ ასიმეტრია უძილობასა და შფოთს იწვევს. თუ გსურთ, საძინებელი ასიმეტრიულად მოაწყვეთ. საწოლის ერთ მხარეს წიგნის წასაკითხავად სავარძელი დადგით, მეორე მხარეს კომოდი სანათით.
9. მისაღებ ოთახში ერთნაირი სკამები უნდა იდგას
ზოგიერთს ასეთი დიზაინი სტუდენტურ დროს აგონებს. თუმცა, თანამედროვე დიზაინში სხვადასხვანაირ სკამიანი ავეჯი იშვიათობა არაა. თუმცა, გახსოვდეთ, რომ სკამები ერთი ნიშნით მაინც - ფერი, დასაჯდომის ფორმა - უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს.
10. ნახატები თვალის სიმაღლეზე უნდა ეკიდოს
დიდი ზომის ნახატები შეგიძლიათ იატაკზეც დაალაგოთ. კედელს ან ავეჯს მიაყუდოთ. ასეთი განლაგება მეტ შემოქმედობითობას მიანიჭებს ინტერიერს. განათავსეთ ნახატები არასტანდარტული მეთოდით, ამგვარად, ინტერიერი მეტი თამამი ფანტაზიის განხორციელების საშუალებას მოგცემთ.