ბინაში ფართის გადიდების სრულიად ახალი მეთოდი


სივრცის გასაზრდელად თეთრი ფერი, სარკეები თუ ავეჯი წვრილ ფეხებზე - ეს საიდუმლოებები უჩვენოდაც იცით, თუმცა კიდევ არსებობს რამდენიმე...

წავშალოთ საზღვრები
ჩვეულებრივ ოთხი კედელი ჭერი და იატაკია. ერთ ფერში შეღებილი ჭერი და კედელი გარდამავალ ეფექტს იძლევა და შლის საზღვრებს. ეცადეთ ოთახი ზონებად დაჰყოთ ავეჯით და ჭერით. ასე უფრო საინტერესო გამოვა.


არა მხოლოდ ავეჯი
პატარა ფართში სხვადასხვა თაროს კი ნუ განათავსებთ, ერთი მთლიანი ჩაშენებული კარადა დადგით სწორი ზედაპირით. ოთახში რაც უფრო ნაკლებია პატარა კარადა, სტელაჟი და კარადა, მით მეტი ფართი ჩანს. თუ გსურთ,

ვიზუალურად გაადიდოთ ფართი, გამოიყენეთ პუსჰ-ტო-ოპენ-ის სისტემა. მოაშორეთ ჩამოკიდული კარადები, თაროები, კომოდები კედლის გასწვრივ. ნუ დაკიდებთ პატარა ჩარჩოიან ნახატებს. ჩამოკიდეთ 1-2 კონცეპტუალური ტილო ან ფოტოგრაფია.
თუ პატარა ოთახში ჟურნალის მაგიდის დადგმას აპირებთ, ჩამოკიდეთ სანათი, ტორშერი. ფოკუსი იმაშია, რომ ავეჯმა გადაადგილებაში არ შეგიშალოთ ხელი. აგრეთვე, ჩამოკიდეთ მსუბუქი, ჰაეროვანი ფარდები.

 

უარი ზედმეტ ნივთებს
მთავარია, ოთახი გაათავისუფლოთ ზედმეტი ავეჯისა და ნივთებისგან. დიდ ოთახშიც რომ განათავსოთ ბევრი ნივთი, პატარა გამოჩნდება. ოთახში დატოვეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებსაც გამოიყენებთ. უმჯობესია, ავეჯი შეკვეთით დაამზადოთ, სანტიმეტრები ეკონომიას მოგცემთ.

  • წინა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები