მცირეგაბარიტიანი სახლი განაჩენი არ არის. სივრცის სწორად დაგეგმვის და ავეჯის სწორად განლაგების შემთხვევაში სიმყუდროვის შექმნა შეზღუდულ პირობებშიც შესაძლებელია.
თანამედროვე დიზაინერები მიიჩნევენ, რომ ზედმეტი ავეჯი პატარა სივრცეს კიდევ უფრო აპატარავებს. რა არის საჭირო და რისი მოშორებაა შესაძლებელი მცირეგაბარიტიანი სახლიდან.
1. ტუმბო საწოლთან
ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ტუმბო საწოლთან საძინებლის შეუცვლელი ატრიბუტია, თუმცა რეალურად ასე როდია, როდესაც სახლში ადგილის დეფიციტია ტუმბოებზე თავისუფლად შეიძლება უარის თქმა.
თუ საძინებელში ადგილი გჭირდებათ შეგიძლიათ ტუმბოს ნაცვლად საწოლის თავზე ღია თარო დაკიდოთ და საჭირო და აუცილებელი ნივთები
2. ჟურნალის მაგიდა
სანამ ერთოთახიანი ბინის ცენტრში ჟურნალის მაგიდას განათავსებთ კარგად დაფიქრდით ძალიან დიდ ადგილს ხომ არ დაიკავებს. ამ დროს გირჩევთ მრავალფუნქციური ავეჯის შერჩევას, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას შეითავსებს და ადგილსაც ნაკლებად დაიკავებს.
3. ტანსაცმლის დაბალი კარადა
ყველაზე დიდ პრობლემა, რომელთანაც მცირეგაბარტიანი სახლის მეპატრონეებს უწვეთ შეჭიდება შესანახი ადგილია. განსაკუთრებით მწვავედ ეს საკითხი ტანსაცმლის შენახვის დროს დგას ხოლმე. ხშირად დიასახლისები პრობლემის მოგვარებას დაბალი, თუმცა ღრმა ტანსაცმლის კარადის განთავსებით აგვარებებ, თუმცა დიზაინერები თვლიან, რომ ეს ოპტიმალური გამოსავალი არ არის.
ექსპერტები გირჩევენ უპირატესობა ვიწრო მოდელს მიანიჭოთ, რომელიც ჭერიდან ჩამონტაჟდება. რაც შეეხება ფერს უმჯობესია ის კედლების ფერის იყოს, რათა არ იკვეთებოდეს.
4. მასიური სკამები
რაც შეეხება სამზარეულოს და სასადილო ოთახს მისი მოწყობის დროს მასიურ სკამებზე არც კი უნდა იფიქროთ.
5. პუფი
მიუხედავად იმისა, რომ პუფი მრავალფუნქციურ ავეჯად ითვლება ერთოთახიან ბინაში მისი ადგილი ნამდვილად არ არის.
შესასვლელში პუფის მაგივრად პატარა კარადის მოთავსება ჯობია ფეხსაცმელებისთვის, საძინებელში კი მის ნაცვლად ჯობია საერთოდ არაფერი დადოთ.