როგორ შეიძლება ფარდებით ყველაზე ლამაზი ინტერიერის გაფუჭება


სტერილური, უნაკლო, ყოველთვის მოწესრიგებული ინტერიერი მხოლოდ სასტუმროში შეიძლება შეგვხვდეს, გამოუცდელ დიასახლისებს კი ინტერიერს შეიძლება ბევრი უსარგებლო ნივთი უფუჭებდეს, თქვენ წარმოიდგინეთ, ფარდებიც კი. არა, ფარდების საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, აქ საუბარი არასწორად შერჩეულ ფარდებზეა.



დიზაინერები გვირჩევენ დავიცვათ ზღვარი და ვიყოთ ჰარმონიულები, როდესაც საქმე ფარდების შერჩევას ეხება.

როგორ შევარჩიოთ ფარდები სწორად



გემოვნებით შერჩეული ფანჯრის დეკორი დიზაინის უმთავრესი ელემენტია. ფარდების მეშვეობით არა მარტო მზისგან თავის დაცვა არის შესაძლებელი, არამედ ინტერიერის დახვეწა და გალამაზება.
ფანჯრის დეკორისთვის ძალიან ბრჭყვიალა და ბზრიალა მატერიის შერჩევას არ გირჩევთ,
რათა თავიდან აირიდოთ ინტერიერის ვიზუალური გადატვირთვა.



თუმცა იმ შემთხვევაში თუ ინტერიერი მონოქრომულ სტილშია და საჭიროებს მკვეთრ აქცენტს შესაძლებელია ეს აქცენტი სწორედ პრიალა ფარდაზე გააკეთოთ.

გახსოვდეთ, აქცენტი უნდა გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ნივთზე, ან მზისგან დამცავ სქელ ფარდაზე, ან წულზე, ან კარნიზზე - ყველაფერი ერთად გამორიცხეთ.



დიასხლისების მიერ სახლის გაფორმების დროს დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე საუბრისას პირველ რიგში აღსანიშნავია დეტალების, აქსესუარების  სიჭარბე. ტექსტილის სალონებიდან მანდლოსნები, როგორც წესი, უამრავი არასაჭირო აქსესუარით დატვირთულები გამოდიან, მაგრამ დაგვერწმუნეთ, ეს აქსესუარები სულაც არ არის საჭირო, სისადავეს არაფერო ჯობს.

კარგად დაიმახსოვრეთ კიდევ ერთი რამ, მზის დამცავი ფარდა ყოველთვის თხელ ფარდაზე სქელი და მძიმე უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აბსოლუტურ დისჰარმონიასთან გექნებათ საქმე.



სახლის გაფორმების დროს მატერიებს შორის ბალანსის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვნია.



ფანჯრების დეკორის შერჩევის დროს ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერს.
ის აუცილებლად ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ინტერიერს.



ტექსტილის შერჩევის დროს საყურადღებოა ფარდის სიგრძეც. აუცილებლად კარგად დაფიქრდით, რომელი ოთახისთვის არის განკუთვნილი ესა თუ ის ფარდა.



მაგალითად საბავშვო ოთახსა და სამზარეულოს გრძელი ფარდა არავითარ შემთხვევაში არ ჭირდება, აი, საძინებელს კი გრძელი ფარდები უხდება.



როგორც ხედავთ, ფარდებს ინტერიერში წამყვანი როლი აკისრია და სანამ მას საბოლოოდ შეარჩევდეთ გირჩევთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რჩევებს გადახედოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები