იმისათვის, რომ გრძელი, ვიწრო და გაწელილი ოთახი მყუდროდ მოვაწყოთ, დიზაინერული ხრიკების ცოდნაა საჭირო. როგორ განვალაგოთ ავეჯი, როგორ შევარჩიოთ ოთახის ფერი და ბოლოს, როგორ შევცვალოთ ვიზუალურად ოთახის გეომეტრიული ფორმა.
მაშ ასე, პირველ რიგში ოთახის მოწინააღმდეგე კედლები სხვადასხვაფრად შეღებეთ. ასე სივრცე გაცილებით დიდი გამოჩნდება.
ოთახის ზონებად დასაყოფად მკვეთრი და ღია ტონები გამოიყენეთ.
იატაკის საფარი ეცადეთ ნახატიანი შაერჩიოთ. ერთი დიდი ხალიჩის ნაცვლად რამდენიმე პატარის გამოყენებაც არ იქნება ურიგო. ასე სივრცეს დააბალანსებთ.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ განათებას. გაითვალისწინეთ, რომ ვიწრო ოთახს დიდი ზომის ჭაღი
არ უხდება. შეკიდული განათება კი ძალიან ეფექტურად გამოიყურება.
თუ ოთახი არა მარტო ვიწრო, პატარა ზომისაც არის, ის აუცილებლად ღია ფერებში მოაწყვეთ.
ასევე ძალიან ეფექტურად გამოიყურება სანათები.
მოკლე კედელი შეგიძლიათ გაახალისოთ ფოტოებით, რაიმე ნახატით, ფარდით ან სხვა აქსესუარით. ეცადეთ აქცენტი მასზე იყოს გაკეთებული. ასე ადვილად მოახერხებთ ყურადღების გადატანას მოსაწყენი, გრძელი კედლიდან.
ოთახის დეკორირებისას ფოტოშპალერის გამოყენება ძალიან კარგი ჩანაფიქრია. ასეთ ოთახს მოუხდება დიდი ზომის ფოტო. თუ ამის საშუალება არის, გამოიყენეთ ნიშებიც.
ვიწრო ოთახის ბოლოში პატარა ფანჯარა ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, ფანჯარას კი ფარდაზე მეტად ჟალუზი დაამშვენებს, ხოლო თუ ფანჯარა დიდი ზომის არის, მისი ფარდა შეგიძლიათ ოთახის მთავარ დეკორად აქციოთ.
ამ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, ვიწრო და ერთი შეხედვით მოსაბეზრებელი ოთახიც კი შესაძლებელია აქციოთ ძალიან მყუდრო და სასიამოვნო ადგილად.