საგაზაფხულო განახლება: 5 რჩევა, როგორ გავათავისუფლოთ სახლი ზედმეტი, მოძველებული და მობეზრებული ნივთებისგან

ზედმეტი ნივთების მოშორებას, კარადების დასუფთავებას, განახლებისა და სისუფთავის განცდა მოაქვს. თუ თქვენი ინტერიერის გამოცოცხლება გსურთ, შემოუშვით სახლში ახალი ენერგია და მოვლენები - გაანთავისუფლეთ სახლი ზედმეტი, მოძველებული და მობეზრებული ნივთებისგან.

ამისათვის არსებობს რამდენიმე ტექნიკა:

აიღეთ ნივთი ხელში და დაფიქრდით რამდენად ხშირად იყენებთ მას

დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა - მოგწონთ თუ არა ეს ნივთი და რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ კიდევ გამოიყენებთ. თუ პასუხები უარყოფითია, მაშინ მისგან უნდა განთავისუფლდეთ.

დაყავით ნივთები კატეგორიებად

გადაანაწილეთ ნივთები კატეგორიებად. მაგ. შემდეგნაირად: დაიტოვოთ, გასცეთ ან გაყიდოთ, შეაკეთოთ,
გადააგდოთ თუ სხვადასხვა ოთახში გადაანაწილოთ.

ფოკუსირდით სწორად

მაგ: დაიწყეთ კარადაში ტანსაცმლის დალაგება და იქ კოსმეტიკური საშუალებები აღმოაჩინეთ. ის თავის ადგილზე დასაბრუნებლად წაიღეთ, როცა კომოდში უწესრიგობა დაგხვდათ და ახლა მისი მოწესრიგება დაიწყეთ. დღის ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ვერც ტანსაცმელი დაალაგეთ და ვერც კოსმეტიკა.

ფოკუსირდით ერთ საქმეზე და მხოლოდ მას შემდეგ გადადით სხვა საქმე.

ადგილზე დააბრუნეთ ის ნივთები, რომლებიც იქ ნამდვილად დარჩება

არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ კარადაში ის, რის გაცემას, გაყიდვას ან გადაგდებასაც აპირებთ. ყველაფერი პარკებში ან ყუთებში გადაანაწილეთ და გაუკეთეთ წარწერები, რათა არ აგერიოთ. აუცილებლად დათქვით დრო, როცა მათ საჭირო მისამართზე გაგზავნით.

თქვენი განახლებით, სხვებს ნუ დატვირთავთ

გადახარისხებულ ზედმეტ ნივთებს ნუ წაიღებთ მშობლებთან, ნაცნობებთან ან აგარაკზე, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ისინი სხვებს გამოადგება. სჯობს ისინი საქველმოქმედო ფონდს გადასცეთ, საიდანაც საჭირო ადგილებში გაგზავნიან.

ზედმეტი ნივთებისგან განთავისუფლების შემდეგ ცარიელი თაროები ნუ შეგაშინებთ. ჩვენს საუკუნეში თავისუფალი თარო მიმზიდველად მიიჩნევა. ახლა შეგიძლიათ თავისუფლად და ლამაზად განალაგოთ დარჩენილი საგნები. საჭირო ნივთის პოვნა გაგიადვილდებათ.

ეს გახლავთ სივრცის ორგანიზების მთელი მაგია.


წყარო: elledecoration.ru

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები