ნინო ჩიფჩიური ინტერიერის დიზაინერი გახლავთ. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში დაზგური ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა, პროფესიით მხატვარია. ინტერიერის დიზაინი მისთვის ერთგვარი ჰობი იყო, დროთა განმავლობაში პროფესიონალურ დონეზე დაინტერესდა, ხელი სერიოზულად მოჰკიდა ამ საქმეს და როგორც თავად ამბობს, დღემდე სწავლის პროცესშია. ნინო დაოჯახებულია და 2 ბიჭი ჰყავს. შვილების გაზრადსთან ერთად ინტერიერის დიზაინზე მუშაობითაა დაკავებული.
- ნინო, როგორია თქვენი ხელწერა, რა გამოგარჩევთ სხვა დიზაინერებისგან?
- ზოგადად, ჩემი მთავარი ხელწერა არის მინიმალიზმი. ვცდილობ, მეტი თავისუფალი სივრცე დავუტოვო დამკვეთს, ასევე მომწონს ინტერიერის დიზაინში სტილიდან ამოვარდნილი
დეტალების გამოყენება
- ინტერიერის დაგეგმვისას რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? რითი უნდა დავიწყოთ ეს საქმე და რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ?
- ინტერიერის დაგეგმვისას ყველაზე მთავარი საწყისი ეტაპია. მოცემული ფართობის სწორი დაგეგმვა და ზონირება. ხშირ შემთხვევაში ზუსტად აქ ვხვდებით შეცდომებს. ასევე თავიდანვე უნდა განისაზღვროს ფერთა გამა და ფერების რაოდენობა ინტერიერში, არის ეს მონოტონური თუ ჟღერადი ინტერიერი. არასწორად დაგეგმილი ინტერიერის გამოსწორება დიდ შრომასთან არის დაკავშირებული და საბოოლოოდ, მაინც ვერ ვიღებთ სასურველ 100%-იან შედეგს.
- რის მიხედვით ალაგებთ პრიორიტეტებს ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას? რომელია თქვენი საყვარელი სტილი სამუშაოდ და ასევე, საცხოვრებლად?
- ინტერიერზე მუშაობისას სტილს და პრიორეტეტს გარკვეულწილად დამკვეთი განსაზღვრავს. ქართული მოსახლეობისთვის ადვილად მოსარგები მინიმალისტური, სკანდინავიური და ეკო სტილებია, რომლებიც ხასიათდება ისეთი ბუნებრივი ფერებით, რაც ირგვლივ ხშირად გვხვდება, თვალი მიჩვეულია და ასეთ გარემოში ცხოვრება რთული არაა. შეიძლება ითქვას, ადამიანი ადაპტირებულია ამ გარემოსთან.
- კარგი იქნება თუ გვეტყვით, რომელი სტილია მისაღები პატარა ფართისთვის?
- პატარა ფართისთვის მინიმალისტური სტილია მისაღები. რაც ნაკლებ ფერს და ნივთს შევიტანთ პატარა ბინაში, მით დიდი ფართობი გამოჩნდება და ვიზუალურად გავზრდით მას. ფერთა გამის შერჩევისასაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვეცადოთ, რაც შეიძლება ნათელი ფერები გამოვიყენოთ, მკვეთრი ფერებს მხოლოდ დეკორის აქცენტებში მივანიჭოთ უპირატესობა.
- საჭიროა თუ არა ფერების მხრივ კონტრასტის შეტანა ინტერიერში და რითი შეიძლება განსხვავებული ტონალობის დაფიქსირება?
- კონტრასტი და ფერთა ტონალობები დამოკიდებულია იმ სტილზე, რომელსაც შევარჩევთ. ზოგიერთი სტილი მეტ კონტრასტს მოითხოვს, ზოგში კი მინიმუმამდეა დაყვანილი.
- როგორ უნდა იყოს აწყობილი ფერთა გამა ინტერიერში, რა რას უნდა შევუხამოთ, კედელი უნდა ეხამებოდეს რბილ ავეჯს? ფარდებს?
- ფერთა გამა ინტერიერში სხვადასხვანაირად განისაზღვრება. კედლები, ჭერი და იატაკი ფაქტიურად ფონი უნდა იყოს ავეჯისთვის და სხვა დეტალებისთვის. ფონისა და დეტალების ფერთა გამის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად. ჩვენ ვირჩევთ ან პასტელურ ფერებს ან მკვეთრ ფერებს და მისთვის დამახასიათებელ აქცენტებს. დეკორატიული ნივთები უფრო ავეჯს უნდა ეხამებოდეს, კედლებსაც გარკვეულწილად, მაგრამ ზოგადად, დეკორატიული ნივთების სტილისტიკას და რაოდენობას მეტწილად ავეჯი განსაზღვრავს, თუმცა ასე ცალსახად თქმაც ცოტა რთულია.
- როგორი სტილის ფარდებია მოდაში? აუცილებელია სქელი და თხელი - ანუ ორი ფარდის არსებობა, თუ ერთიც საკმარისია?
- ფარდა სტილიდან გამომდინარე ირჩევა. კლასიკური მიდგომით ფარდა უნდა იყოს სამი ფენა, თუმცა თანამედროვე ინტერიერებში შეზღუდულები არ ვართ ვარიაციებით.
- ბევრ ოჯახში შემორჩენილია ძველებური სტილის ჭურჭელი, ლარნაკები, ე.წ. როკოკოები, რა შეიძლება მოვუხერხოთ ამ ნივთებს, რომელთაც რეალურად თავიდან ვერ/არ ვიცილებთ... როგორ გამოვიყენოთ ინტერიერში? რა დატვირთვა შეიძლება მივცეთ ამ ნივთებს, ან როგორ შევძინოთ ახალი სიცოცხლე..
- ეს ის ჭურჭელია, რომელიც თავისთავად შეიძლება ლამაზი იყოს. ხშირ შემთხვევაში თანამედროვე ინტერიერი ვერ იხდენს მსგავს ელემენტებს, თუმცა სწორად შერჩეული სტილისტიკის შემთხვევაში სავსებით შეიძლება, ინტერიერის ცენტრალურ აქცენტად იცეს.
- საინტერესოა, თქვენი როგორც პროფესიონალის რჩევები მათთვის, ვისაც არ აქვს რემონტის გაკეთების საშუალება, მაგრამ უნდა სიახლეების შეტანა ინტერიერში, როგორ შეიძლება ამის მოხერხება მცირედი დანახარჯით?
- სიახლეების შეტანა ნაკლები დანახარჯით ყოველთვის შესაძლებელია. ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე შესაძლოა შევძინოთ ფერის შეცვლით ან დეკუპაჟის ტექნიკით. გარდა ამისა, შესაძლებელია, ზონების შეცვლა, ანუ ავეჯს შევუცვალოთ ადგილი და დავამატოთ ფერთა ლაქები, ეს უკანასკნელი ხრიკი მთლიანად შეგვიცვლის ინტერიერს და სრულიად ახლებურად წარმოაჩენს. არსებობს უამრავი ხერხი ავეჯის და ძველი ნივთების გასაახლებლად. ძველი საკერავი მანქანა შეიძლება, მაგიდად იქცეს, მეტალის თასები სანათები გახდეს და ა.შ. უნდა ვეცადოთ, ნივთებს ახალი ფუნქცია შევძინოთ.
ციცი ომანიძე